
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი: გერმანია უცხოური ძალების მხრიდან ყოველდღიურად ხდება ჰიბრიდული თავდასხმების სამიზნე
რუსთავი 2|rustavi2.ge
გერმანია უცხოური ძალების მხრიდან ყოველდღიურად ხდება ჰიბრიდული თავდასხმების სამიზნე - აღნიშნა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოცემა BILD-თან ეს განცხადება ალექსანდერ დობრინდტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონი აღმოაჩინეს.
მინისტრის თქმით, ჯაშუშობა, საბოტაჟი, კიბერშეტევები და ფარული ოპერაციები, რომელთა მიზანიც გერმანიის დესტაბილიზაცია ან მისთვის პირდაპირი ზიანის მიყენებაა, ქვეყნისთვის "მუდმივ რეალობას" წარმოადგენს.
გაზიარება:
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge