მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ლიზა გეგეჭკორი: რეინტეგრაცია იმაზე უნდა იდგეს, აფხაზებსა და ოსებს საქართველოსთან თანაცხოვრება უსაფრთხო და სასარგებლო პერსპექტივად ეჩვენებოდეთ, ვიდრე იზოლაცია და რუსეთზე სრული დამოკიდებულება, ბენზინზე მეტად საინტერესოა პატარა მასკარადის დადგმის მცდელობა | Rustavi2
ლიზა გეგეჭკორი: რეინტეგრაცია იმაზე უნდა იდგეს, აფხაზებსა და ოსებს საქართველოსთან თანაცხოვრება უსაფრთხო და სასარგებლო პერსპექტივად ეჩვენებოდეთ, ვიდრე იზოლაცია და რუსეთზე სრული დამოკიდებულება, ბენზინზე მეტად საინტერესოა პატარა მასკარადის დადგმის მცდელობა | Rustavi2

ლიზა გეგეჭკორი: რეინტეგრაცია იმაზე უნდა იდგეს, აფხაზებსა და ოსებს საქართველოსთან თანაცხოვრება უსაფრთხო და სასარგებლო პერსპექტივად ეჩვენებოდეთ, ვიდრე იზოლაცია და რუსეთზე სრული დამოკიდებულება, ბენზინზე მეტად საინტერესოა პატარა მასკარადის დადგმის მცდელობა | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

აფხაზეთში საწვავის შეტანას რაც შეეხება, ყველაზე საინტერესო ამ ამბავში არც 300 ტონა ბენზინია და არც ის ტექნიკური დავა, ბენზინი შევიდა თუ დიზელი. ბევრად საინტერესოა პოლიტიკური პრეცედენტი, რომელიც ამ ფაქტმა შექმნა, - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.

როგორც ის აღნიშნავს, კონფლიქტები მხოლოდ განცხადებებით არ გვარდება და ხშირად ნდობის აღდგენა იწყება გაცილებით პრაგმატული საკითხებით, ვაჭრობით, გადაადგილებით, ადამიანებს შორის ურთიერთობით და საერთო ეკონომიკური ინტერესების გაჩენით.

“ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ქართულ-აფხაზური ურთიერთობები თითქმის მთლიანად ჩაკეტილი იყო უსაფრთხოების, ოკუპაციისა და სტატუსის საკითხებში. ახლა კი საქართველოდან აფხაზეთში საწვავის შეტანა, თუნდაც ერთჯერადი და კონკრეტული საჭიროებით განპირობებული ნაბიჯი, აჩვენებს, რომ გამყოფ ხაზს მიღმა ეკონომიკური ურთიერთობის სივრცე ჯერ კიდევ არსებობს.ეს შეიძლება ბევრად მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.კონფლიქტები მხოლოდ განცხადებებით არ გვარდება. ხშირად ნდობის აღდგენა იწყება გაცილებით პრაგმატული საკითხებით, ვაჭრობით, გადაადგილებით, ადამიანებს შორის ურთიერთობით და საერთო ეკონომიკური ინტერესების გაჩენით. სწორედ ასეთი ლოგიკა არსებობდა თავის დროზე ერგნეთის ბაზრობის შემთხვევაშიც: პოლიტიკური შეთანხმება არ არსებობდა, მაგრამ არსებობდა ყოველდღიური ურთიერთობა ადამიანებს შორის. შემდეგ ეს სივრცეც გაქრა და კონფლიქტის ორივე მხარეს კიდევ ერთი დამაკავშირებელი არხი მოეშალა.

ამ კონკრეტულ შემთხვევას კიდევ ერთი საინტერესო დეტალი აქვს: გავრცელებული ინფორმაციით, საწვავი აფხაზეთში ქართული მხრიდან საბაჟო პროცედურების გარეშე შევიდა. თუ ეს მართლაც ასე მოხდა, სიმბოლური თვალსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვანი გარემოებაა, თბილისს არ მოუწია აფხაზეთის, როგორც ცალკე სახელმწიფოს, საბაჟო სუბიექტად აღიარება, ხოლო აფხაზურმა მხარემ პრაქტიკული საჭიროების გამო ასეთ ფორმატზე თანხმობა თქვა.

ამიტომ ამ ამბავს მხოლოდ კითხვით - „რატომ მივეცით საწვავი?“ - არ შევხედავდი.უფრო მნიშვნელოვანი კითხვაა: შეიძლება თუ არა ეკონომიკური კავშირების ეტაპობრივი აღდგენა გახდეს გზა, რომ ოცდაათწლიანი გაუცხოების შემდეგ ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთთან პირდაპირი ინტერესები ისევ გაუჩნდეთ?და აქ განსაკუთრებით საყურადღებოა რადიკალების რეაქცია. ადამიანები, რომლებიც წლებია მშვიდობიან რეინტეგრაციაზე საუბრობენ, პირველივე პრაქტიკულ კონტაქტს ღალატად აფასებენ და ეს იმ დროს როცა ომის ალტერნატივა სწორედ ურთიერთობის აღდგენაა, ვაჭრობა, ეკონომიკური დამოკიდებულებები, ადამიანური კონტაქტები და ნდობის დაბრუნება.ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რეალისტური გზა ადამიანების განადგურებაზე ვერ გაივლის. თუ ოდესმე რეინტეგრაცია შესაძლებელი გახდება, ის სწორედ იმაზე უნდა იდგეს, რომ აფხაზებსა და ოსებს საქართველოსთან თანაცხოვრება უფრო უსაფრთხო და სასარგებლო პერსპექტივად ეჩვენებოდეთ, ვიდრე იზოლაცია და რუსეთზე სრული დამოკიდებულება.ამიტომ 300 ტონა ბენზინზე მეტად საინტერესო ჩემთვის ის პატარა ადამიანების პატარა მასკარადის დადგმის მცდელობა, რომელიც ამ ამბავმა გააჩინა.

ზოგჯერ ისტორიული პროცესები დიდი ხელშეკრულებით არ იწყება.

ზოგჯერ ისინი ერთი შეხედვით უმნიშვნელო სავაჭრო ოპერაციით იწყება,” - წერს გეგეჭკორი.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 106 სტატია.

  • ლიზა გეგეჭკორი: რეინტეგრაცია სწორედ იმაზე უნდა იდგეს, რომ აფხაზებსა და ოსებს საქართველოსთან თანაცხოვრება უფრო უსაფრთხო და სასარგებლო პერსპექტივად ეჩვენებოდეთ, ვიდრე იზოლაცია და რუსეთზე სრული დამოკიდებულება, ამიტომ 300 ტონა ბენზინზე მეტად საინტერესოა პატარა ადამიანების პატარა მასკარადის დადგმის მცდელობა, რომელიც ამ ამბავმა გააჩინაიმედი
  • "რეპსოლი" სრულად იცავს საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო რეგულაციებს - განცხადებაBM.GE
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
  • ნეთანიაჰუ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ გეგმას უარყოფს და ჰამასის სრულ განიარაღებას ითხოვსფორმულა
სრულად →

მსგავსი სტატიები

ირანის პარლამენტის სპიკერი: ირანმა ომი როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური კუთხით მოიგო

ირანის პარლამენტის სპიკერი: ირანმა ომი როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური კუთხით მოიგო

რუსთავი 2

ირანის უშიშროების საბჭოს მდივანი: ლიდერების დროულმა დანიშვნებმა მტრის გათვლები ჩაშალა

ირანის უშიშროების საბჭოს მდივანი: ლიდერების დროულმა დანიშვნებმა მტრის გათვლები ჩაშალა

რუსთავი 2

Ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო თეატრმა სამეგრელოში გასტროლები დაასრულა

Ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო თეატრმა სამეგრელოში გასტროლები დაასრულა

რუსთავი 2

ქვემო ქართლის აგრარული პოტენციალი: შვეიცარიული სკოლა, წარმატებული საწარმოები და მხარდაჭერა ფერმერებს

ქვემო ქართლის აგრარული პოტენციალი: შვეიცარიული სკოლა, წარმატებული საწარმოები და მხარდაჭერა ფერმერებს

რუსთავი 2