მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ნიკა გვარამიას განცხადება უსამშობლობის კლასიკური მაგალითია, როგორ შეიძლება შენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, შენი ქვეყნის ისტორიის საწინააღმდეგოდ ილაპარაკო - არჩილ გორდულაძე
ნიკა გვარამიას განცხადება უსამშობლობის კლასიკური მაგალითია, როგორ შეიძლება შენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, შენი ქვეყნის ისტორიის საწინააღმდეგოდ ილაპარაკო - არჩილ გორდულაძე

ნიკა გვარამიას განცხადება უსამშობლობის კლასიკური მაგალითია, როგორ შეიძლება შენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, შენი ქვეყნის ისტორიის საწინააღმდეგოდ ილაპარაკო - არჩილ გორდულაძე

რუსთავი 217 აგვისტო, 2026, 14:55|rustavi2.ge

ოპოზიციის მორიგი სახიფათო და მოღალატეობრივი გეგმა - ასე აფასებს მმართველი გუნდი ნიკა გვარამიას და სალომე სამადაშვილის განცხადებებს ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ რადიკალური ჯგუფების მიერ ეროვნული იდენტობის, ისტორიული მეხსიერებისა და ტერიტორიული მთლიანობის დათმობის გეგმა სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული კაპიტულაციაა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას განცხადებები ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ პოზიციას წარმოადგენს. მისი შეფასებით, გარკვეული ძალები ცდილობენ საზოგადოებაში გაავრცელონ ნარატივი, თითქოს ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოსთვის მძიმე ტვირთია, რომლისგანაც გათავისუფლებაა საჭირო.

"ნიკა გვარამიას ეს განცხადება ზუსტად უსამშობლობის კლასიკური მაგალითია. როგორ შეიძლება შენი ქვეყნის სუვერენიტეტის საწინააღმდეგოდ, შენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგოდ, შენი ქვეყნის ისტორიის საწინააღმდეგოდ ილაპარაკო.

პატრონები ცდილობენ, როგორმე გატესტონ ახალი ნარატივით, თითქოს ჩვენი ქვეყნის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, ეს არის ჩვენთვის რაღაც ისეთი ტვირთი, რომელიც აუცილებლად მოსაშორებელია და სადმე მოშორდეს, თუ არა ისევ და ისევ ოკუპანტ ქვეყანასთან.

კოლექტიური "ნაცმოძრაობა", როგორც წარსულში, ისე აწმყოშიც ებრძვის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

ჩვენთვის ეს არ არის უბრალოდ ტერიტორიები, ჩვენ გვსურს და გვინდა, რომ ჩვენ აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად ვიცხოვროთ ერთიან და განვითარებულ საქართველოში, რისი მოწინააღმდეგე ზუსტადაც კოლექტიური "ნაცმოძრაობაა". როგორც მიხეილ სააკაშვილისთვის 120-ზე მეტი ოკუპირებული სოფელი - ეს იყო ქვების გროვა, ასეთივე ქვების გროვად არის ნიკა გვარამიასთვის და სხვა გარე ძალების დამქაშებისათვის ჩვენი ტერიტორიები.

ისინი ყველაფერს გაყიდიან, სულსაც კი გაყიდიან, როგორმე საკუთარი სარგებელი და საკუთარი ჯიბის გასქელება, თუ საკუთარი პოლიტიკური ქულები გაამრავლონ. ამის მაგალითია როგორც გვარამია, ისე ბარამიძე, ისე მაგალითად მიქელაძე - ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი", - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეს იყო მტრული განცხადება საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ - თენგიზ შარმანაშვილი ბარამიძის განცხადებაზე

ეს იყო მტრული განცხადება საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ - თენგიზ შარმანაშვილი ბარამიძის განცხადებაზე

რუსთავი 2

გვარამიას განცხადება ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატია - დაუშვებელია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სომხეთის მაგალითთან შედარება - ქეთევან ბაკარაძე

გვარამიას განცხადება ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატია - დაუშვებელია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სომხეთის მაგალითთან შედარება - ქეთევან ბაკარაძე

რუსთავი 2

ეს არის ისტორიულად და სამართლებრივად ჩვენი ტერიტორიები - დევნილები უნდა დაბრუნდნენ, იურისდიქცია უნდა აღდგეს - ირაკლი ფავლენიშვილი გვარამიას განცხადებაზე

ეს არის ისტორიულად და სამართლებრივად ჩვენი ტერიტორიები - დევნილები უნდა დაბრუნდნენ, იურისდიქცია უნდა აღდგეს - ირაკლი ფავლენიშვილი გვარამიას განცხადებაზე

რუსთავი 2

ირანი წნეხისა და ულტიმატუმების ქვეშ არ მოქმედებს - ირანის საგარეო უწყება აშშ-თან 60-დღიანი ვადის ამოწურვას ეხმაურება

ირანი წნეხისა და ულტიმატუმების ქვეშ არ მოქმედებს - ირანის საგარეო უწყება აშშ-თან 60-დღიანი ვადის ამოწურვას ეხმაურება

რუსთავი 2