მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. გვარამიას განცხადება ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატია - დაუშვებელია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სომხეთის მაგალითთან შედარება - ქეთევან ბაკარაძე
გვარამიას განცხადება ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატია - დაუშვებელია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სომხეთის მაგალითთან შედარება - ქეთევან ბაკარაძე

გვარამიას განცხადება ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატია - დაუშვებელია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სომხეთის მაგალითთან შედარება - ქეთევან ბაკარაძე

რუსთავი 217 აგვისტო, 2026, 15:12|rustavi2.ge

ოპოზიციის მორიგი სახიფათო და მოღალატეობრივი გეგმა - ასე აფასებს მმართველი გუნდი ნიკა გვარამიას და სალომე სამადაშვილის განცხადებებს ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით. მმართველ გუნდში ამბობენ რომ რადიკალური ჯგუფების მიერ ეროვნული იდენტობის, ისტორიული მეხსიერებისა და ტერიტორიული მთლიანობის დათმობის გეგმა სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული კაპიტულაციაა.

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრის ქეთევან ბაკარაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადება, ისევე როგორც მისი თანაპარტიელი გიორგი ბარამიძის ბოლო პოზიცია, საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოა.

"მსგავსი ტიპის განცხადება, რომელიც გაჟღერდა გვარამიას მიერ და აბსოლუტურად თანხვედრაშია იმ კონტექსტთან, რომელიც რამდენიმე დღის წინ გააჟღერა მისივე პარტიის წარმომადგენელმა ბატონმა ბარამიძემ, არის აბსოლუტურად ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატი. როგორ შეიძლება სამაჩაბლოსა და აფხაზეთის კონფლიქტების და ზოგადად, ამ ტერიტორიული მთლიანობის საკითხის შედარება სომხეთის მაგალითთან? ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ნამდვილად ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატი", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი ქეთევან ბაკარაძე.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აფხაზეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 126 სტატია.

  • შაკო კუჭაშვილი: რა სასტიკია უცხოელი პატრონი და რა მძიმეა აგენტის ხვედრი-სოხუმელი „კაცი“ ნიკა გვარამია „აფხაზეთი განგრენაა“ ნარატივში ჩასვეს - გვარამია გამიზნულად ახდენს ორი კონფლიქტის ერთმანეთთან დაკავშირებას ისე, რომ აფხაზეთი წარმოჩინდეს როგორც „განგრენა“, რომლისგანაც უნდა გავთავისუფლდეთიმედი
  • აფხაზეთში შეტანილი ბენზინი ფსოუს გავლით რუსეთში გადის? - რას წერენ საწვავის დეფიციტით უკმაყოფილო ადგილობრივებიტვ პირველი
  • რუსული მედია აფხაზეთში, სოჭსა და კრასნოდარის მხარეში საწვავის დეფიციტზე წერსBM.GE
  • ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინესფორმულა
აფხაზეთის →

მსგავსი სტატიები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "სუდანის" ჯგუფის აზო-საღებავებზე გამოკვლეული 50 ნიმუშიდან დარღვევა მხოლოდ ერთში გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "სუდანის" ჯგუფის აზო-საღებავებზე გამოკვლეული 50 ნიმუშიდან დარღვევა მხოლოდ ერთში გამოავლინა

რუსთავი 2

გაქრება თუ არა მოლდოვა მსოფლიო რუკიდან და გახდება თუ არა ის რუმინეთის ნაწილი? - The Economist-ი მოლდოვის "გეგმა B"-ზე წერს

გაქრება თუ არა მოლდოვა მსოფლიო რუკიდან და გახდება თუ არა ის რუმინეთის ნაწილი? - The Economist-ი მოლდოვის "გეგმა B"-ზე წერს

რუსთავი 2

საგარეჯოს ბაღის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

საგარეჯოს ბაღის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

რუსთავი 2

"არმია" საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონი მეორედ გახდა

"არმია" საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონი მეორედ გახდა

რუსთავი 2