მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს

რუსთავი 231 აგვისტო, 2026, 13:34|rustavi2.ge

საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, 1 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომების დაწყებამდე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს საშემოდგომო სესიის დაწყება მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

"საშემოდგომო სესიის ფარგლებში არაერთი საკანონმდებლო სიახლის განხილვა იგეგმება. მიმდინარე კანონპროექტებთან ერთად, ასევე შემუშავების პროცესშია სხვადასხვა დიდი რეფორმა. შესაძლებლობა გვაქვს, საშემოდგომო და საგაზაფხულო სესიები იმისთვის გამოვიყენოთ, რომ დაგეგმილი საკანონმდებლო ინიციატივების მიღებაზე ვიმუშაოთ. პარლამენტის კომიტეტებისა და მეგობრობის ჯგუფების მნიშვნელოვანი ვიზიტები იგეგმება. შესაბამისად, საშემოდგომო სესიის პერიოდი უნდა გამოვიყენოთ, რათა საპარლამენტო დიპლომატიის ტემპები შევინარჩუნოთ. რაც შეეხება საკომიტეტო საქმიანობას, მისასალმებელია, რომ ზაფხულის პერიოდი კომიტეტებმა რეგიონებში შეხვედრებისა და გასვლითი სხდომებისთვის გამოიყენეს. კომიტეტებს ამ მიმართულებითაც ყოველგვარი მხარდაჭერა აქვთ პარლამენტისა და პარლამენტის თავმჯდომარისგან", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პარლამენტის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 35 სტატია.

  • მიმდინარე კვირაში პარლამენტის საშემოდგომო სესია იხსნებაBM.GE
  • პარლამენტში დღეს ბიუროს სხდომა გაიმართებაიმედი
  • ჯაფარიძე: ტყუილია, რომ გილაური პარლამენტში შესვლას ითხოვდანეტგაზეთი
  • NABU-მ უკრაინის პრეზიდენტის ოფისსა და პარლამენტში მასშტაბური სპეცოპერაცია დაიწყოფორმულა
პარლამენტის →

მსგავსი სტატიები

განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა - ნიკა გვარამია

განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა - ნიკა გვარამია

რუსთავი 2

"გმადლობთ სოლიდარობისა და საიმედო მხარდაჭერისთვის" - უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძეს მადლობას უხდის

"გმადლობთ სოლიდარობისა და საიმედო მხარდაჭერისთვის" - უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძეს მადლობას უხდის

რუსთავი 2

რუსთავი-თბილისის მიმართულებით, მუნიციპალურ მარშრუტებს კიდევ ერთი ახალი მიმართულება დაემატა

რუსთავი-თბილისის მიმართულებით, მუნიციპალურ მარშრუტებს კიდევ ერთი ახალი მიმართულება დაემატა

რუსთავი 2

თუ ხარ მოსწავლე, დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის - აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები

თუ ხარ მოსწავლე, დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის - აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები

რუსთავი 2