მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. "ჩვენ ვართ არსობრივად ევოლუციის მომხრე და არა რევოლუციების, ჩვენ ყოველთვის ვემსახურებოდით სახელმწიფოს და სახელმწიფო ინტერესებს" - გიგა ფარულავა
"ჩვენ ვართ არსობრივად ევოლუციის მომხრე და არა რევოლუციების, ჩვენ ყოველთვის ვემსახურებოდით სახელმწიფოს და სახელმწიფო ინტერესებს" - გიგა ფარულავა

"ჩვენ ვართ არსობრივად ევოლუციის მომხრე და არა რევოლუციების, ჩვენ ყოველთვის ვემსახურებოდით სახელმწიფოს და სახელმწიფო ინტერესებს" - გიგა ფარულავა

რუსთავი 231 აგვისტო, 2026, 15:38|rustavi2.ge

გიორგი გახარიას გუნდი ყოველთვის ვემსახურებოდით სახელმწიფოს და სახელმწიფო ინტერესებს, - ასე პასუხობს ფრაქცია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილეს ლევან მაჭავარიანის წერილის შესახებ დასმულ კითხვას.

გიგა ფარულავას განცხადებით, მათი გუნდი, რევოლუციური სცენარების ნაცვლად, ევოლუციური განვითარების მომხრეა.

"ჩვენ ვართ არსობრივად ევოლუციის მომხრე და არა რევოლუციების. შესაბამისად, როდესაც ისინი საუბრობენ რაღაც რევოლუციურ სცენარებზე, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გიორგი გახარია და ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ჩვენ ყოველთვის ვემსახურებოდით სახელმწიფოს და სახელმწიფო ინტერესებს", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე გიგა ფარულავა.

რევოლუციების და დესტაბილიზაციის მცდელობები, გარე ძალების გეგმა და ქვეყნის ომში ჩართვის სურვილი - ოპოზიციის, ენჯეოების და ფსევდოლიბერალი აქტივისტების ქმედებებზე კიდევ ერთ წერილს ავრცელებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე. ლევან მაჭავარიანი დეტალურად მიმოიხილავს ბოლო წლების ქრონოლოგიას და წერს, რომ მოვლენები რუსეთ-უკრაინის ომამდე ერთი წლით ადრე გამწვავდა. მაჭავარიანის თქმით, გარე ძალებს უკვე ჰქონდათ ინფორმაცია მოსალოდნელი ომის შესახებ, სურდათ მეორე ფრონტის გახსნა, ამისთვის კი ხელისუფლების შეცვლა. დეპუტატის განცხადებით, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, პროცესები ხმის პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებით, ხელოვნური კრიზისითა და რადიკალიზაციით გაგრძელდა, რასაც გიორგი გახარიას გადადგომა და მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოპარვა მოჰყვა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"კლიმატის ელჩები" - მწვანე ბანაკი ახალგაზრდებს მასპინძლობს

"კლიმატის ელჩები" - მწვანე ბანაკი ახალგაზრდებს მასპინძლობს

რუსთავი 2

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მორიგ შეხვედრას გამართავს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მორიგ შეხვედრას გამართავს

რუსთავი 2

ტყიბულში მეშახტის დღე და ტყიბულქალაქობა აღინიშნა

ტყიბულში მეშახტის დღე და ტყიბულქალაქობა აღინიშნა

რუსთავი 2

"თუ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ამას ამჟამინდელი გამოკითხვები აჩვენებს, ამ რეგიონს სერიოზული პრობლემები შეექმნება" - ფრიდრიხ მერცი

"თუ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ამას ამჟამინდელი გამოკითხვები აჩვენებს, ამ რეგიონს სერიოზული პრობლემები შეექმნება" - ფრიდრიხ მერცი

რუსთავი 2