მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. "საქალაქო სასამართლომ გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია, პირი სამართალდამრღვევად ცნო და დააკისრა ჯარიმა მაქსიმალური ოდენობით" - ანი კაკიაშვილი დავით კვაჭაძე-კვეშელავას საქმეზე
"საქალაქო სასამართლომ გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია, პირი სამართალდამრღვევად ცნო და დააკისრა ჯარიმა მაქსიმალური ოდენობით" - ანი კაკიაშვილი დავით კვაჭაძე-კვეშელავას საქმეზე

"საქალაქო სასამართლომ გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია, პირი სამართალდამრღვევად ცნო და დააკისრა ჯარიმა მაქსიმალური ოდენობით" - ანი კაკიაშვილი დავით კვაჭაძე-კვეშელავას საქმეზე

რუსთავი 231 აგვისტო, 2026, 16:16|rustavi2.ge

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. დღეს 10-მდე პირის საქმე განიხილება თბილისის, სენაკის, რუსთავის და საგარეჯოს სასამართლოებში.

თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე გაიმართა მიხეილ ტოტიკაშვილის პროცესი, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ლუკა ჭაფოძეს. მას მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

დღესვე, სასამართლომ განიხილა დავით კვეშელავა - კვაჭაძის საქმე, რომელიც გოჩა ენუქიძის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4 ათასი ლარით დაჯარიმდა. საგარეჯოს რაიონულმა სასამართლომ კი 500 ლარით დააჯარიმა გიორგი ქურთიაშვილი. მან სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სოფიკო დარბაიძეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის იურისტის, ანი კაკიაშვილის განცხადებით, უწყებამ დავით კვაჭაძე-კვეშელავას საქმეზე მაქსიმალური ოდენობის ჯარიმით იშუამდგომლა, ვინაიდან მან შეურაცხმყოფელი პოსტი და ფოტოილუსტრაცია სოციალურ ქსელში რამდენჯერმე გამოაქვეყნა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მოცემულ საქმეზე იშუამდგომლა მაქსიმალური ოდენობა ჯარიმით, ქმედების ხასიათიდან გამომდინარე, ვინაიდან ბატონმა დავით კვაჭაძე-კვეშელავამ არაერთგზის განახორციელა შეურაცხმყოფელი პოსტის და ფოტოილუსტრაციის გამოქვეყნება ბატონი გოჩას მისამართით. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია, პირი სამართალდამრღვევად ცნო და დააკისრა ჯარიმა მაქსიმალური ოდენობით", - განაცხადა ანი კაკიაშვილმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტრო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 109 სტატია.

  • შალვა პაპუაშვილი: სავარაუდოდ, მოხდება რეგიონული განვითარების სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებაიმედი
  • ე.წ მეორადი ჩარიცხვებისთვის უნივერსიტეტებში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე რეგისტრაცია უახლოეს დღეებში გამოცხადდება | სამინისტროBM.GE
  • ჯანდაცვის სამინისტრო იშვიათი დაავადების მედიკამენტს შეიძენსნეტგაზეთი
  • BMG: ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებსტვ პირველი
სამინისტრო →სასამართლომ →

მსგავსი სტატიები

"კლიმატის ელჩები" - მწვანე ბანაკი ახალგაზრდებს მასპინძლობს

"კლიმატის ელჩები" - მწვანე ბანაკი ახალგაზრდებს მასპინძლობს

რუსთავი 2

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მორიგ შეხვედრას გამართავს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მორიგ შეხვედრას გამართავს

რუსთავი 2

ტყიბულში მეშახტის დღე და ტყიბულქალაქობა აღინიშნა

ტყიბულში მეშახტის დღე და ტყიბულქალაქობა აღინიშნა

რუსთავი 2

"თუ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ამას ამჟამინდელი გამოკითხვები აჩვენებს, ამ რეგიონს სერიოზული პრობლემები შეექმნება" - ფრიდრიხ მერცი

"თუ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ამას ამჟამინდელი გამოკითხვები აჩვენებს, ამ რეგიონს სერიოზული პრობლემები შეექმნება" - ფრიდრიხ მერცი

რუსთავი 2