მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. კახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
კახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

კახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

რუსთავი 21 სექტემბერი, 2026, 10:47|rustavi2.ge

კახეთის მხარეში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი, კომპანიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესა და გურჯაანის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა.შეხვედრაზე მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. პროექტები მიზნად ისახავს საირიგაციო სისტემების გამართულ ფუნქციონირებას, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესებასა და ფერმერებისთვის სარწყავი წყლის მიწოდების ხარისხის ამაღლებას. ასევე განიხილეს სარწყავ სეზონთან დაკავშირებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

"რეგიონებში არსებული საჭიროებების ადგილზე გაცნობა და თვითმმართველობებთან აქტიური თანამშრომლობა კომპანიისთვის პრიორიტეტულია. აღნიშნული ფორმატი ხელს უწყობს პრობლემური საკითხების ერთობლივ იდენტიფიცირებას, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მიმართულებით კოორდინირებული გადაწყვეტილებების მიღებას“, - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.

სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კოორდინირებული თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკითხებზე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სტაჟიორთა მიღებას აცხადებსიმედი
  • პაპუაშვილი: რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნებაფორმულა
  • რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება - შალვა პაპუაშვილიBM.GE
  • რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეცწარმომადგენლის პოსტი ვაკანტურიანეტგაზეთი
საკითხებზე →

მსგავსი სტატიები

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 19-26 სექტემბერს, თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 19-26 სექტემბერს, თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

რუსთავი 2

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

რუსთავი 2

რუსეთის მასირებულ სარაკეტო თავდასხმას კიევში და კიევის ოლქში 19 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის მასირებულ სარაკეტო თავდასხმას კიევში და კიევის ოლქში 19 ადამიანი ემსხვერპლა

რუსთავი 2

აჭარის მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი მიმდინარე თემები განიხილეს

აჭარის მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი მიმდინარე თემები განიხილეს

რუსთავი 2