მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. რა ეტაპზეა ანაკლიის პორტის მშენებლობა და რა შესაძლებლობებზე იქნება გათვლილი ახალი პორტი - მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს "კურიერი P.S." გაეცნო | Rustavi2
რა ეტაპზეა ანაკლიის პორტის მშენებლობა და რა შესაძლებლობებზე იქნება გათვლილი ახალი პორტი - მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს "კურიერი P.S." გაეცნო | Rustavi2

რა ეტაპზეა ანაკლიის პორტის მშენებლობა და რა შესაძლებლობებზე იქნება გათვლილი ახალი პორტი - მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს "კურიერი P.S." გაეცნო | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ანაკლიის პორტის მოცულობა და შესაძლებლობები, მშენებლობის გაწერილი გრაფიკი და მიმდინარე პროცესი - ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს "კურიერი P.S." გაეცნო.

თემასთან დაკავშირებით "კურიერი P.S.-ს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს ესაუბრა. როგორც თამარ იოსელიანი აღნიშნავს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ქვეყანას შესაძლებლობას მიცემს მიიღოს მსხვილტონაჟიანი გემები, რისი საშუალებაც აქამდე არ არსებობდა.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ლოჯისტიკურ სექტორში საქართველოს მნიშვნელობაზეც. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყანა ამ მიმართულებით შესაბამისად იყოს წარმოდგენილი, რათა ეფექტიანად და სწრაფად შეძლოს ევროპისა და აზიის დაკავშირება.

"ძალიან მნიშვნელოვანია მსხვილტონაჟიანი გემების მიღება ჩვენთვის, რადგანაც დღეს, ამ ეტაპზე, საქართველოს საზღვაო ინფრასტრუქტურას არ აქვს შესაძლებლობა, რომ მსგავსი ტიპის გემები მიიღოს, შესაბამისად, საქართველო, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის შესაძლებლობით გადავა თვისობრივად ახალ ეტაპზე, შეიძენს ახალ შესაძლებლობებს.

იმ კონკურენტულ გარემოში, რომელიც დღეს მსოფლიოში და ზოგადად, ლოჯისტიკურ სექტორში გვაქვს, უნდა ითქვას, რომ მნიშვნელოვანია საქართველო იყოს წარმოდგენილი შესაბამისად ღრმაწყლოვანი ნავსადგურით, ძლიერი რკინიგზით და განვითარებული ლოჯისტიკური სისტემებით.

საქართველოს მთავრობას აქვს 10-წლიანი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოში სატრანსპორტო ქსელი და სატრანსპორტო მიმართულებები. აქ მნიშვნელოვანია ის ინვესტიციები, რომელიც იდება საქართველოს რკინიგზაში, შესაბამისად, ახალი მაგისტრალების მშენებლობაში იმისათვის, რომ ჩვენ ვიყოთ ეფექტიანი და სწრაფი რგოლი იმისათვის, რომ დავაკავშიროთ ევროპა-აზია.

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ნავსადგურის განვითარება გადავიდა ლენდლორდ მოდელზე. სახელმწიფო რჩება ძირითადი საზღვაო ინფრასტრუქტურის მფლობელად და შესაბამისად ავითარებს აღნიშნულ ინფრასტრუქტურას, ხოლო ოპერატორები და ის ინვესტორები, რომლებიც შემოვლენ აღნიშნული ნავსადგურის განვითარებაში, იქნებიან წარმოდგენილები ტვირთებით, შესაბამისი კაპიტალით, რომლებიც ოპერირებაში შევლენ უკვე ტერმინალების მიმართულებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დაბალანსდეს ინტერესები, შესაბამისად, მოვიზიდოთ დამატებითი კაპიტალი, ინვესტიციები, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და განვავითაროთ ანაკლიის ნავსადგური ყველაზე აპრობირებული მოდელით, რომელიც მსოფლიოში დღეს მოქმედებს", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შესაძლებლობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 50 სტატია.

  • თამარ იოსელიანი საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე: საქართველოს ექნება შესაძლებლობა, წარმოადგინოს ხედვა თუ როგორ ფიქრობს, განავითაროს სატრანსპორტო სექტორიიმედი
  • "ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა 7-8%-იანი ზრდის შესაძლებლობა წაგვართვა, თუმცა ჩამორჩენა ამოვავსეთ"|ანალიზიBM.GE
  • 1795 აბიტურიენტს, ვინც მინიმალური ზღვარი გადალახა, "მეორადი ჩარიცხვის" შესაძლებლობა ექნებაფორმულა
  • 1795 აბიტურიენტს მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ექნებანეტგაზეთი
შესაძლებლობა →ანაკლიის →

მსგავსი სტატიები

7 სექტემბრის მოსალოდნელი ამინდი - სინოპტიკოსები ტემპერატურის კლებას პროგნოზირებენ

7 სექტემბრის მოსალოდნელი ამინდი - სინოპტიკოსები ტემპერატურის კლებას პროგნოზირებენ

რუსთავი 2

7 სექტემბერს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ელექტრომომარაგება შეიზღუდება - გადაამოწმეთ მისამართი

7 სექტემბერს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ელექტრომომარაგება შეიზღუდება - გადაამოწმეთ მისამართი

რუსთავი 2

ადიდებული მდინარიდან გამოყვანილი ორსული ქალი და ბავშვები, დაკარგული ადამიანის საათობით ძებნა და მღელვარე ზღვაში ჩატარებული სამაშველო ოპერაციები - მაშველები, ჩვენი დროის გმირები

ადიდებული მდინარიდან გამოყვანილი ორსული ქალი და ბავშვები, დაკარგული ადამიანის საათობით ძებნა და მღელვარე ზღვაში ჩატარებული სამაშველო ოპერაციები - მაშველები, ჩვენი დროის გმირები

რუსთავი 2

ჩიფსები, სნექები, სოუსები, ე.წ. მზა სუპები - ევროპის სურსათის სააგენტომ ხელოვნური მეთოდით შებოლილი პროდუქტების წარმოება აკრძალა

ჩიფსები, სნექები, სოუსები, ე.წ. მზა სუპები - ევროპის სურსათის სააგენტომ ხელოვნური მეთოდით შებოლილი პროდუქტების წარმოება აკრძალა

რუსთავი 2