ორიგინალი
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის "ნიქოზის" გახსნას დაესწრო
რუსთავი 2

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის "ნიქოზის" გახსნას დაესწრო

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, შიდა ქართლის რეგიონში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის "ნიქოზის" გახსნას დაესწრო.

თეა ახვლედიანმა მეცამეტე ფესტივალის ოფიციალურ გახსნაზე შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა. სახელმწიფო მინისტრმა სოფელ ნიქოზში საერთაშორისო მასშტაბის ფესტივალის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშვიდობის შენებისა და ომით დაშორებულ საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენის პროცესში, ხელოვნებისა და მსგავსი კულტურული ღონისძიებების როლზე გაამახვილა ყურადღება.თეა ახვლედიანმა, როგორც ფესტივალის პარტნიორი და მხარდამჭერი უწყების ხელმძღვანელმა, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ მეუფე ისაიას და ნიქოზის ხელოვნების სკოლას ფესტივალის ორგანიზებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა."ნიქოზის საერთაშორისო ფესტივალი წელს ეძღვნება საქართველოს ისტორიული განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს და სწორედ ქრისტიანული ღირებულებების ერთგულებით და მშვიდობის მშენებლობის რწმენით გახდა შესაძლებელი ფესტივალის სულის ჩამდგმელებისთვის ეს ადგილი ომის ნანგრევებიდან ექციათ კულტურული განვითარების ცენტრად და ერთგვარ სამშვიდობო გზავნილად საოკუპაციო ხაზების მეორე მხარეს. ჩვენი საზოგადოების ოსი და აფხაზი წევრებისთვისაც მჯერა, თანაბრად მნიშვნელოვანია მშვიდობის განმტკიცება და ღირსეული მომავლის შექმნა, რასაც ემსახურება ჩვენი სამშვიდობო ინიციატივები და სახელმწიფო პოლიტიკა, რათა ნდობის აღდგენითა და მშვიდობის განმტკიცებით, შერიგებით შევძლოთ, რომ დავძლიოთ საერთო ტკივილი, გავაერთიანოთ ჩვენი ხალხი, ერთად დავიცვათ საერთო ისტორია და კულტურა, და ერთად ავაშენოთ ჩვენი საერთო მომავალი", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.ფესტივალის გახსნით ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ნიქოზის ფესტივალზე, რომელიც 2011 წლიდან იმართება, სტუმრები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. ღონისძიებების ფარგლებში, რომლებიც 11-16 ოქტომბერს ჩატარდება, როგორც ქართველი, ისე უცხოელი რეჟისორების ფილმების ჩვენება, გამოფენები, კლასიკური მუსიკის საღამოები და ფოლკლორული კონცერტების გამართვაა დაგეგმილი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: rustavi2.ge
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის "ნიქოზის" გახსნას დაესწრო

თემა: მინისტრი

ამ თემას 17 ქართული წყარო აშუქებს — სულ 163 სტატია.

  • აჭარის ტელევიზია·14:26
    კულტურის მინისტრი მაია ბითაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრს, ელისო ბოლქვაძეს შეხვდა
  • იმედი·14:15
    ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
  • ფორმულა·13:43
    შს მინისტრის მოადგილედ თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა, ის შალვა თადუმაძეს შეცვლის
  • ტვ პირველი·13:35
    გივი მიქანაძეს უნდა, რომ მას დავემსგავსოთ - სტუდენტების პასუხი განათლების მინისტრს
მინისტრი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რუსთავი 2·16:54

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
რუსთავი 2·16:53

პარლამენტმა "საექიმო საქმიანობის შესახებ" კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა "საექიმო საქმიანობის შესახებ" კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი
რუსთავი 2·16:52

შალვა პაპუაშვილი: დღევანდელი რეზოლუციით ბრიუსელმა დაადასტურა, რომ ის არის 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის სულისჩამდგმელი, მხარდამჭერი და მფარველი

შალვა პაპუაშვილი: დღევანდელი რეზოლუციით ბრიუსელმა დაადასტურა, რომ ის არის 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის სულისჩამდგმელი, მხარდამჭერი და მფარველი
რუსთავი 2·16:51

აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.