ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან. სხდომაზე ევროკავშირის გაფართოების, უკრაინაში საომარი მოქმედებების და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გარდა საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ.
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ველისლავა პეტროვამ აღნიშნა, რომ საჭიროა განხილვა სად არიან ახლა და რა როლის შესრულება შეუძლია საქართველოს.
"ვფიქრობ, დროა განვიხილოთ, სად ვიმყოფებით ახლა და რა როლის შესრულება შეუძლია საქართველოს. რა თქმა უნდა, საქართველო შავი ზღვის ქვეყანაა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ჩართული იყოს იმ საკითხების განხილვაში, თუ როგორ უზრუნველვყოთ შავი ზღვის უსაფრთხოება. ვფიქრობ, ახლა კარგი დროა, რომ ამ საკითხზე საუბარი დავიწყოთ. ამიტომ საჭიროა კარგად გავაანალიზოთ, რა არის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებშიც საქართველოს როლი მნიშვნელოვანი იქნება და რომლებზეც მასთან დისკუსიის გამართვა გადამწყვეტია. ვფიქრობ, ახლა კარგი დროა, რომ ამ საკითხზე საუბარი დავიწყოთ", - განაცხადა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ველისლავა პეტროვამ.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge