ორიგინალი
პრემიერი: კორუფცია არ იყო 14-წლიანი პრობლემა, გაიხსენეთ პრემიერები, გახარიაზე ჭორაობდნენ, რომ საკუთარი ბიზნესი მოიწყო, ბახტაძის და კვირიკაშვილის პერიოდშიც სისტემურ კორუფციაზე არავინ ლაპარაკობდა. დღეს ზედა დონეზე მთლიანად გაწმენდილია სისტემა კორუფციისგან
რუსთავი 2

პრემიერი: კორუფცია არ იყო 14-წლიანი პრობლემა, გაიხსენეთ პრემიერები, გახარიაზე ჭორაობდნენ, რომ საკუთარი ბიზნესი მოიწყო, ბახტაძის და კვირიკაშვილის პერიოდშიც სისტემურ კორუფციაზე არავინ ლაპარაკობდა. დღეს ზედა დონეზე მთლიანად გაწმენდილია სისტემა კორუფციისგან

კორუფცია არ იყო 14-წლიანი პრობლემა, შეგიძლიათ გაიხსენოთ პრემიერ-მინისტრები, გახარიაზე ჭორაობდნენ, რომ საკუთარი აგრარული ბიზნესი მოიწყო, მაგრამ ეს იყო პატარა, "ქართულ-ჯიგრულ პონტში", როგორც თვითონ ამბობდა, ბახტაძის პერიოდში არავითარი კორუფცია, საერთოდ არავის უსაუბრია ამაზე, კვირიკაშვილის პერიოდშიც სისტემურ კორუფციაზე არავინ ლაპარაკობდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, დღეს ზედა დონეზე მთლიანად გაწმენდილია სისტემა კორუფციისგან და ეს არის რთული სამუშაო პროცესის შედეგი.

"კორუფცია არ იყო 14-წლიანი პრობლემა. შეგიძლიათ გაიხსენოთ პრემიერ-მინისტრები, იგივე გახარიასთან დაკავშირებით, შეიძლება იყო ერთი-ორი შემთხვევა, რაზეც ჭორაობდნენ - მაგალითად საუბრობდნენ იმაზე, რომ საკუთარი აგრარული ბიზნესი მოიწყო ერთ სამეგრელოში, ერთი შიდა ქართლში, მაგრამ ეს იყო პატარა, "ქართულ-ჯიგრულ პონტში", როგორც თვითონ ამბობდა, შემთხვევები, მეტი არაფერი. ანუ სისტემურ კორუფციაზე არავინ საუბრობს გახარიას პერიოდში.

ასევე ბახტაძის პერიოდში არავითარი კორუფცია, საერთოდ არავის უსაუბრია ამაზე. კვირიკაშვილის პერიოდშიც სისტემურ კორუფციაზე არავინ ლაპარაკობდა. რაც შეეხება კორუფციას, თავი იჩინა ამ პრობლემამ, დაახლოებით ორი წელი იყო კრიტიკული. თუმცა როგორც კი გამოვლინდა ეს პრობლემები, მაშინვე განაცხადი გააკეთა გუნდის ლიდერმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, ის შემობრუნდა პოლიტიკაში და შემდეგ დავიწყეთ ამ განაცხადის აღსრულება და ძალიან ეფექტურად გავაკეთეთ ეს ყველაფერი. მე დღესაც შემიძლია გავიმეორო ჩემი მარტივი შეთავაზება - თუ წარმოადგენთ თუნდაც ერთ ფაქტს, რომ მაგალითად რომელიმე მინისტრი არის გარეული რომელიმე კორუფციულ გარიგებაში, ან სხვა მაღალი თანამდებობის პირი, იქვე იქნება მყისიერი რეაგირება. ამიტომ, ძალიან თამამად ვსაუბრობთ ამ თემაზე. ეს ჩვენი სითამამე ეფუძნება იმას, რომ მთლიანად გავწმინდეთ კორუფციისგან ხელისუფლების ზედა ეშელონები.

მუდმივად უნდა გაგრძელდეს კორუფციასთან ბრძოლა, მაგრამ ზედა დონეზე მთლიანად გაწმენდილია დღეს სისტემა კორუფციისგან. ეს არის, საკმაოდ რთული სამუშაო პროცესის შედეგი. მარტივი არ იყო - წელიწადი და ხუთი თვე დაგვჭირდა იმისათვის, რომ პრინციპულად გადაგველაგებინა სისტემა. თუმცა დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ პასუხისმგებლობას ვიღებ თითოეულ მაღალი თანამდებობის პირზე", - განაცხადა პრემიერმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: rustavi2.ge
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. პრემიერი: კორუფცია არ იყო 14-წლიანი პრობლემა, გაიხსენეთ პრემიერები, გახარიაზე ჭორაობდნენ, რომ საკუთარი ბიზნესი მოიწყო, ბახტაძის და კვირიკაშვილის პერიოდშიც სისტემურ კორუფციაზე არავინ ლაპარაკობდა. დღეს ზედა დონეზე მთლიანად გაწმენდილია სისტემა კორუფციისგან

თემა: პრემიერი

ამ თემას 17 ქართული წყარო აშუქებს — სულ 137 სტატია.

  • პოსტივი·19:07
    საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის წამყვანი საკონსულტაციო, კვლევითი და საინჟინრო ორგანიზაციის – „ელექტროენერგეტიკის დაგეგმვისა და საინჟინრო ინსტიტუტის“ (EPPEI) პრეზიდენტს ჭოუ ის შეხვდა
  • იმედი·18:35
    ჩეხეთის პრემიერი: კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე უკრაინამ, პირდაპირ თუ ირიბად, 520 მილიარდი ევრო მიიღო, ბატონმა ზელენსკიმ კი 90 მილიარდი ევრო მიიღო, სავარაუდოდ, 2026 და 2027 წლებისთვის - ახლა მას კიდევ 70 მილიარდი ევრო სჭირდება, ამიტომ მინდა ვიკითხო, რა არის მიზანი? ვაპირებთ, რომ ყოველწლიურად 135 მილიარდი ევრო გადავუხადოთ უკრაინას? და როდემდე? რამდენი წელი?
  • კვირის პალიტრა·14:05
    "მოსკოვში გაემგზავრება არა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, არამედ პრემიერის სპეცწარმომადგენელი....მოსკოვში ქართული დროშის აფრიალება არის შესანიშნავი მოვლენა" - ირაკლი კობახიძე
  • პალიტრა ნიუსი·12:36
    ირაკლი ღარიბაშვილის ახალი წერილი ციხიდან - რა ბრალდებებს უყენებს ყოფილი პრემიერი „ქართულ ოცნებას“?
პრემიერისაკუთარი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რუსთავი 2·19:35

მარიამ ლაშხი და გიორგი ჩაკვეტაძე MIT Centre for Collective Intelligence-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ

მარიამ ლაშხი და გიორგი ჩაკვეტაძე MIT Centre for Collective Intelligence-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ
რუსთავი 2·19:34

ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მყარ საფუძველს ქმნის ტურიზმის სექტორში ინვესტიციებისა და ზრდის გასაგრძელებლად, იგი ხელს უწყობს დასაქმებას, რეგიონულ განვითარებას, ინვესტიციებსა და მომიჯნავე დარგების ფართო სპექტრს

ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მყარ საფუძველს ქმნის ტურიზმის სექტორში ინვესტიციებისა და ზრდის გასაგრძელებლად, იგი ხელს უწყობს დასაქმებას, რეგიონულ განვითარებას, ინვესტიციებსა და მომიჯნავე დარგების ფართო სპექტრს
რუსთავი 2·19:33

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
რუსთავი 2·19:32

Eagle Hills Georgia-ს გენერალური მენეჯერი: კონკრეტულად მშენებლობის ეტაპზე 10 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება და შემდგომ 4 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება

Eagle Hills Georgia-ს გენერალური მენეჯერი: კონკრეტულად მშენებლობის ეტაპზე 10 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება და შემდგომ 4 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.