მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ანაკლიის პორტის პროექტისა და რკინიგზის მოდერნიზაციის პარალელურად, მთავრობა საქართველოსთვის ახალი სატრანსპორტო შესაძლებლობების შექმნაზეც მუშაობს - გია აბაშიძე
ანაკლიის პორტის პროექტისა და რკინიგზის მოდერნიზაციის პარალელურად, მთავრობა საქართველოსთვის ახალი სატრანსპორტო შესაძლებლობების შექმნაზეც მუშაობს - გია აბაშიძე

ანაკლიის პორტის პროექტისა და რკინიგზის მოდერნიზაციის პარალელურად, მთავრობა საქართველოსთვის ახალი სატრანსპორტო შესაძლებლობების შექმნაზეც მუშაობს - გია აბაშიძე

რუსთავი 212 ოქტომბერი, 2026, 17:31|rustavi2.ge

ანაკლიის პორტის პროექტისა და რკინიგზის მოდერნიზაციის პარალელურად, მთავრობა საქართველოსთვის ახალი სატრანსპორტო შესაძლებლობების შექმნაზეც მუშაობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩინეთი–ყირგიზეთი–უზბეკეთის ახალი მარშრუტის საქართველოსთან დაკავშირება, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. მისივე განმარტებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩინეთი–ყირგიზეთი–უზბეკეთის ახალი მარშრუტის საქართველოსთან დაკავშირება.

გია აბაშიძე აღნიშნავს, რომ ანაკლიის პორტი, მოდერნიზებული რკინიგზა და ახალი სატრანსპორტო დერეფნები საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებს აფართოებს.

"ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს დიდი ინტერესი აქვს, ამ მარშრუტის განუყოფელი ნაწილი გახდეს და ცენტრალური აზია ევროპისა და სხვა ბაზრების დამაკავშირებელ რგოლად მნიშვნელოვანი როლი შეინარჩუნოს.

ამ მიზანს რკინიგზის მასშტაბური მოდერნიზაცია ემსახურება. შესაბამისი ინვესტიციების შედეგად, 2029 წლისთვის მისი წლიური გამტარუნარიანობა 15 მილიონი ტონიდან 29 მილიონ ტონამდე უნდა გაიზარდოს. ამისთვის მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განახლება, ვაგონების მოდერნიზაცია და მზარდი ტვირთნაკადის შეუფერხებლად გატარება.მთავრობის სტრატეგია ნათელია: ანაკლიის პორტი, მოდერნიზებული რკინიგზა და ახალი სატრანსპორტო დერეფნები საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებს აფართოებს. საქმე მხოლოდ ტვირთის გატარებას არ ეხება - ვინც საერთაშორისო ტვირთნაკადებს იზიდავს, ის ვაჭრობიდან მიღებულ სარგებელსაც ზრდის. სწორედ ამ ადგილის განმტკიცებისთვის იბრძვის ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო სატრანსპორტო რუკაზე“, - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 113 სტატია.

  • როგორი იქნება Le Méridien Sioni Lake Resort & Spa - "არქისა" და "თიბისის" ერთობლივი პროექტიBM.GE
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
  • რა წერია ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის პროექტში, რომელიც ამჯერად ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეანეტგაზეთი
  • 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვა პარლამენტში დღეიდან იწყებაიმედი
პროექტი →

მსგავსი სტატიები

ეთერ ლიპარტელიანი: ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საქართველოსთვის მოგვეპოვებინა მედალი

ეთერ ლიპარტელიანი: ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საქართველოსთვის მოგვეპოვებინა მედალი

რუსთავი 2

მთავრობის და ვიცე-პრემიერის აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველო ახალ სატრანსპორტო მარშრუტზე გასასვლელად და საერთაშორისო ლოგისტიკურ ქსელში საკუთარი როლის გაძლიერებისთვის ემზადება - დავით ჩიხელიძე

საკრებულოში ღონისძიება სახელწოდებით "ერთი ქუჩის ისტორია" გაიმართა

საკრებულოში ღონისძიება სახელწოდებით "ერთი ქუჩის ისტორია" გაიმართა

რუსთავი 2

ლაშა ბექაური: როცა შენს სამშობლოს სჭირდება და იაზრებ, რომ შენი ქვეყნის ჯარისკაცი იმ მომენტში შენ ხარ, იღებ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომ შეიძლება უდიდესი ტრავმითაც მოგიწიოს იბრძოლო

ლაშა ბექაური: როცა შენს სამშობლოს სჭირდება და იაზრებ, რომ შენი ქვეყნის ჯარისკაცი იმ მომენტში შენ ხარ, იღებ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომ შეიძლება უდიდესი ტრავმითაც მოგიწიოს იბრძოლო

რუსთავი 2