მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაციას გეგმავს
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაციას გეგმავს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაციას გეგმავს

რუსთავი 212 ოქტომბერი, 2026, 17:38|rustavi2.ge

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაციას გეგმავს. სააგენტომ უკვე ჩაატარა ობიექტზე საპროექტო და კვლევითი სამუშაოები.

მომზადებული პროექტი ეკლესიის არსებული მდგომარეობის სრულყოფილ შესწავლას და გამოვლენილი დაზიანებების საფუძველზე შესაბამისი საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების განსაზღვრას ითვალისწინებს.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე თამარ ყურაშვილი აღნიშნავს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სრულმასშტაბიან სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ყველა ხარვეზი და კონსტრუქციული პრობლემა აღმოიფხვრება.

"საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, მიმდინარე წელს შეისყიდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომსახურება, რომლის ფარგლებში განხორციელდება ტაძრის დეტალური კვლევა და კვლევის შედეგებზე დაყრდნობით უკვე შემუშავებული იქნება სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც აღმოიფხვრება ყველა ხარვეზი, რაც აღენიშნება ძეგლს, აღმოიფხვრება წყლის ინფილტრაციის პრობლემა და გაუმჯობესდება ძეგლის კონსტრუქციული მდგრადობა." - აცხადებს თამარ ყურაშვილი.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 191 სტატია.

  • რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავარია მოხდატვ პირველი
  • თბილისში, "დელტას" ქარხანაში ხანძარიაBM.GE
  • თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო ბრუნვის ბრალდებით 6 პირი დააკავესფორმულა
  • პოლიციამ თბილისში ავტომობილის ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირიიმედი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

ეთერ ლიპარტელიანი: ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საქართველოსთვის მოგვეპოვებინა მედალი

ეთერ ლიპარტელიანი: ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საქართველოსთვის მოგვეპოვებინა მედალი

რუსთავი 2

მთავრობის და ვიცე-პრემიერის აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველო ახალ სატრანსპორტო მარშრუტზე გასასვლელად და საერთაშორისო ლოგისტიკურ ქსელში საკუთარი როლის გაძლიერებისთვის ემზადება - დავით ჩიხელიძე

საკრებულოში ღონისძიება სახელწოდებით "ერთი ქუჩის ისტორია" გაიმართა

საკრებულოში ღონისძიება სახელწოდებით "ერთი ქუჩის ისტორია" გაიმართა

რუსთავი 2

ლაშა ბექაური: როცა შენს სამშობლოს სჭირდება და იაზრებ, რომ შენი ქვეყნის ჯარისკაცი იმ მომენტში შენ ხარ, იღებ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომ შეიძლება უდიდესი ტრავმითაც მოგიწიოს იბრძოლო

ლაშა ბექაური: როცა შენს სამშობლოს სჭირდება და იაზრებ, რომ შენი ქვეყნის ჯარისკაცი იმ მომენტში შენ ხარ, იღებ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომ შეიძლება უდიდესი ტრავმითაც მოგიწიოს იბრძოლო

რუსთავი 2