მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ქვეყანა პოზიციონირებს, როგორც საიმედო, უსაფრთხო და მიმზიდველი პარტნიორი და არ მალავს მიზანს, რომ ანაკლიის პორტის პროექტისა და რკინიგზის მოდერნიზაციის პარალელურად, ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი მარშრუტი საქართველოსთან დააკავშიროს - თამთა მეგრელიშვილი
ქვეყანა პოზიციონირებს, როგორც საიმედო, უსაფრთხო და მიმზიდველი პარტნიორი და არ მალავს მიზანს, რომ ანაკლიის პორტის პროექტისა და რკინიგზის მოდერნიზაციის პარალელურად, ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი მარშრუტი საქართველოსთან დააკავშიროს - თამთა მეგრელიშვილი

რუსთავი 212 ოქტომბერი, 2026, 18:18|rustavi2.ge

სწრაფად მიმდინარე მოვლენების პირობებში, სადაც გეოპოლიტიკური რუკა ყოველდღიურად იცვლება, ქართული სახელმწიფო ახალი რეალობის აქტიური, საჭირო და სტრატეგიულად მომზადებული მოთამაშეა, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

მისი განცხადებით, რბოლაში, სადაც სახელმწიფოთა როლის დანახვა მათი მხრიდან გონივრულ და პრაგმატულ პოლიტიკაზე გადის, ქართული სახელმწიფო უპრეცედენტო მოქნილობას ავლენს.

"ქვეყანა პოზიციონირებს, როგორც საიმედო, უსაფრთხო და მიმზიდველი პარტნიორი და არ მალავს მიზანს, რომ ანაკლიის პორტის პროექტისა და რკინიგზის მოდერნიზაციის პარალელურად, ჩინეთი–ყირგიზეთი–უზბეკეთის ახალი მარშრუტი საქართველოსთან დააკავშიროს, რათა შექმნას ახალი შესაძლებლობები და სახელმწიფო მყარად იყოს ინტეგრირებული მომავლის უმსხვილეს საერთაშორისო პროექტებში.ეს სტრატეგიული ინტეგრაცია ქვეყანას მოუტანს უპრეცედენტო ეკონომიკურ სარგებელს - გაზრდილ სატრანზიტო შემოსავლებსა და ახალ სამუშაო ადგილებს, ხოლო გლობალური მოთამაშეების (დასავლეთისა და აზიის) მხრიდან საქართველოს სტაბილურობისადმი ინტერესის ზრდა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ უსაფრთხოებასა და საერთაშორისო წონას.

შესაბამისად, აღნიშნული გეგმების რეალიზაცია საქართველოს მიანიჭებს უნიკალურ გეოსტრატეგიულ ფუნქციას - გახდეს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი უალტერნატივო, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი სატრანზიტო ჯაჭვის ნაწილი.

მჯერა, რომ დასახული სტრატეგიით წარმატებით განხორციელდება საქართველოს გეოსტრატეგიული ტრანსფორმაცია გლობალური მიწოდების ჯაჭვში“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 113 სტატია.

  • როგორი იქნება Le Méridien Sioni Lake Resort & Spa - "არქისა" და "თიბისის" ერთობლივი პროექტიBM.GE
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
  • რა წერია ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის პროექტში, რომელიც ამჯერად ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეანეტგაზეთი
  • 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვა პარლამენტში დღეიდან იწყებაიმედი
პროექტი →

მსგავსი სტატიები

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

რუსთავი 2

Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

რუსთავი 2

ტრამპი: ევროკავშირმა რუსეთს ენერგორესურსებში 250 მილიარდი დოლარი გადაუხადა, ხოლო ყალბ ამბებზე მომუშავე მედიას ამ თემასთან მიახლოებაც კი არ სურს

ტრამპი: ევროკავშირმა რუსეთს ენერგორესურსებში 250 მილიარდი დოლარი გადაუხადა, ხოლო ყალბ ამბებზე მომუშავე მედიას ამ თემასთან მიახლოებაც კი არ სურს

რუსთავი 2

ეთერ ლიპარტელიანი: ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საქართველოსთვის მოგვეპოვებინა მედალი

ეთერ ლიპარტელიანი: ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საქართველოსთვის მოგვეპოვებინა მედალი

რუსთავი 2