ორიგინალი
ბულინგი და სიძულვილის ენა ლაშა ბექაურის წინააღმდეგ - ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის და ბაქოში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის გმირს ოპოზიციის ნაწილი და აქტივისტები შეურაცხყოფებს აყენებენ
რუსთავი 2

ბულინგი და სიძულვილის ენა ლაშა ბექაურის წინააღმდეგ - ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის და ბაქოში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის გმირს ოპოზიციის ნაწილი და აქტივისტები შეურაცხყოფებს აყენებენ

2 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო ინდივიდუალურ შეჯიბრებაში და ბრინჯაოს მედალი გუნდურში - ამ შედეგით დაბრუნდა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სამშობლოში. ბაქოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრებს მესამე ადგილი ლაშა ბექაურის ასპარეზობამ მოუტანა. ფეხზე სერიოზული ტრავმის მიუხედავად, ლაშა ბექაურმა ფრანგი ძიუდოისტი გადამწყვეტ ბრძოლაში დაამარცხა.

ძიუდოისტთა ნაკრებს სამშობლოში უამრავი გულშემატკივარი დახვდა, თუმცა ოპოზიციის ნაწილმა და მათმა მხარდამჭერებმა წარმატებული სპორტსმენების განსაკუთრებით კი, ბექაურის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში ბულინგი და სიძულვილის ენა კიდევ ერთხელ გამოიყენეს.

ოპოზიციის ნაწილისა და აქტივისტების მიერ სპორტსმენების ბულინგის მცდელობა არ უკვირს დედაქალაქის მერს. კახა კალაძის შეფასებით, მსგავსი თავდასხმების სამიზნე სწორედ პატრიოტი პროფესიონალები ხდებიან.

ოპოზიციის მხარდამჭერების მიერ დაწყებულ ბულინგსა და სიძულვილის ენის კამპანიაზე პასუხისმგებლობას არ იღებს თავად ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ირწმუნებიან, რომ თავად სპორტსმენების გულშემატკივრები არიან.

პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ წარმატებული სპორტსმენების ბულინგი ოპოზიციის გეგმის ნაწილია. ახლო წარსულს ახსენებს მთავრობის მეთაური იმ ქაცარავასაც,რომელიც ლაშა ბექაურს პატრიოტიზმს უწუნებს.

ბულინგი და სიძულვილის ენა ლაშა ბექაურის წინააღმდეგ ოპოზიციის ნაწილმა და მათმა აქტივისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მიერ წარმატების მიღწევიდან მალევე დაიწყეს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: rustavi2.ge
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ბულინგი და სიძულვილის ენა ლაშა ბექაურის წინააღმდეგ - ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის და ბაქოში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის გმირს ოპოზიციის ნაწილი და აქტივისტები შეურაცხყოფებს აყენებენ

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რუსთავი 2·08:52

"ახალგაზრდული მედია-ლაბორატორია და ციფრული დიალოგი" - ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

"ახალგაზრდული მედია-ლაბორატორია და ციფრული დიალოგი" - ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
რუსთავი 2·08:42

ცვლილების მიზანია, მაქსიმალურად გაუმარტივდეს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის მსურველ პირს პროფესიაში შესვლა - ირინე წაქაძე სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის წესის ცვლილებაზე

ცვლილების მიზანია, მაქსიმალურად გაუმარტივდეს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის მსურველ პირს პროფესიაში შესვლა - ირინე წაქაძე სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის წესის ცვლილებაზე
რუსთავი 2·08:41

"4 სახლი გადაფარულია მიწის საფარით, 17 ოჯახი გავიყვანეთ მშვიდობიან ადგილას, ველოდებით გეოლოგიურ დასკვნას" - რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლაილაშში მომხდარ სტიქიაზე

"4 სახლი გადაფარულია მიწის საფარით, 17 ოჯახი გავიყვანეთ მშვიდობიან ადგილას, ველოდებით გეოლოგიურ დასკვნას" - რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლაილაშში მომხდარ სტიქიაზე
რუსთავი 2·08:40

"ვთავაზობთ მათ ჩანაცვლების პროგრამას, ამისთვის საჭიროა ფართის მეპატრონეების 100%-იანი მხარდაჭერა" - ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მოსახლეობას კრწანისის რაიონის გამგებელი შეხვდა

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.