ორიგინალი
შალვა პაპუაშვილი: არსებობს არაერთი აღიარება ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, რომ აშშ-ის ბიუჯეტის ფული იხარჯებოდა სხვა ქვეყნებში პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად და ხელისუფლების შესაცვლელად
რუსთავი 2

შალვა პაპუაშვილი: არსებობს არაერთი აღიარება ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, რომ აშშ-ის ბიუჯეტის ფული იხარჯებოდა სხვა ქვეყნებში პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად და ხელისუფლების შესაცვლელად

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში "დებატები" არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკის ურთიერთკავშირზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ნეიტრალიტეტი და არასამთავრობო სექტორი ერთმანეთისთვის უცხო ცნებებია.

პაპუაშვილის თქმით, დონალდ ტრამპისა და დონალდ ტრამპ უმცროსის განცხადებები მკაფიოდ ადასტურებს, რომ აშშ-ის ბიუჯეტისა და USAID-ის ფული სხვა ქვეყნებში პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად და ხელისუფლების შესაცვლელად იხარჯებოდა.

"თავად ეს ფაქტიც, რომ ჩვენ NGO-ს სახეებს ვხედავთ პოლიტიკაში, მე მგონი, თავისთავად მეტყველებს იმ ბრუნავ კარზე, რომელიც დიდი ხანია სინამდვილეში არსებობს NGO-სა და პოლიტიკას შორის. ასე რომ, ნეიტრალიტეტი და არასამთავრობო სექტორი, ეს ორი ერთმანეთისთვის უცხო ცნებაა და რეალობაში ეს არაერთხელ ვნახეთ საქართველოში.

რაც შეეხება იმას, თუ რას ნიშნავს ეს პოსტ-NGO ეპოქა, მოგიტანთ ციტატას დონალდ ტრამპის შვილის მხრიდან, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ, 5 ოქტომბერს სოციალურ მედიაში გააზიარა ლათინურ ამერიკაში არჩევნების მონაცემები. დაწერა, რომ - მას შემდეგ, რაც USAID-ი გავანადგურეთ, ლათინურ ამერიკაში მემარცხენეებს არც ერთი საპრეზიდენტო არჩევნები აღარ მოუგიათ. გადასახადის გადამხდელთა ფული იხარჯებოდა NGO-ებზე, ე.წ. დემოკრატიის პროგრამებზე და აქტივისტების ქსელებზე, ისინი ამას დახმარებას ეძახდნენ, თუმცა სინამდვილეში ეს არჩევნებში ჩარევა იყო.

თემა ეხება იმას, რომ ლათინურ ამერიკაში ბოლო რამდენიმე არჩევნებში, მას შემდეგ, რაც როგორც დონალდ ტრამპი უმცროსი ამბობს, USAID-ი დაიხურა და ფინანსური წყაროები შეწყდა, უცნაურად ხდება ისე, რომ ამომრჩევლების პოლიტიკური გემოვნება შეიცვალა და მემარჯვენე ძალები მოდიან ხელისუფლებაში.

როდესაც ამას დონალდ ტრამპის შვილი ამბობს და არანაკლებს ამბობს დონალდ ტრამპ უმცროსის მამაც, რომელმაც USAID-ი სწორედ ამ მიზეზით გააუქმა, მგონი, ამაზე ავტორიტეტული დახასიათება იმისა, თუ რასთან გვქონდა ჩვენ საქმე უცხოური დაფინანსების სახით, რთულია წარმოიდგინო.

არაერთი განცხადება და აღიარება არსებობს ბოლო-ბოლო ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტის ფული იხარჯებოდა სხვა ქვეყნებში პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად, ხელისუფლების შესაცვლელად და ასე შემდეგ. ეს ტენდენცია საქართველოშიც დავინახეთ და 2020 წლიდან ეს განსაკუთრებით ნათელი გახდა ნელ-ნელა საზოგადოებისთვისაც და პოლიტიკური აქტორებისთვისაც - რომ NGO სექტორი გამოიყენებოდა როგორც იარაღი გარე პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში "დებატები."

სრული სტატია წყაროზეწყარო: rustavi2.ge
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. შალვა პაპუაშვილი: არსებობს არაერთი აღიარება ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, რომ აშშ-ის ბიუჯეტის ფული იხარჯებოდა სხვა ქვეყნებში პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად და ხელისუფლების შესაცვლელად

თემა: ხელისუფლების

ამ თემას 18 ქართული წყარო აშუქებს — სულ 93 სტატია.

  • იმედი·22:21
    უკრაინული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა გამოცემა Kyiv Independent-ს განუცხადა, რომ ევროკომისიის წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლების ზეწოლას დაჰყვნენ და დაეთანხმნენ მოსაზრებას, რომ „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაში საერთაშორისო ექსპერტებისთვის გადამწყვეტი როლის მინიჭება მიზანშეწონილი არ იყო“
  • BM.GE·18:18
    საქართველოს ხელისუფლება ევროპარლამენტის რეზოლუციას აკრიტიკებს
  • აჭარის ტელევიზია·16:52
    ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნა ნიშნავს იმას, რომ ევროპარლამენტი პირდაპირ უცხადებს მხარდაჭერას ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობას
  • პოსტივი·16:26
    ᲘᲠᲐᲙᲚᲘ ᲙᲝᲑᲐᲮᲘᲫᲔ ᲠᲣᲡᲔᲗᲗᲐᲜ ᲛᲝᲚᲐᲞᲐᲠᲐᲙᲔᲑᲔᲑის შესახებ: “ᲣᲜᲘᲕᲔᲠᲡᲘᲢᲔᲢᲔᲑᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲝᲑᲐᲨᲘ ᲗᲘᲗᲥᲝᲡ ᲐᲠᲐᲤᲔᲠᲘ ᲪᲣᲓᲘ ᲐᲠ ᲐᲠᲘᲡ, ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲫᲐᲚᲘᲐᲜ ᲛᲐᲠᲢᲘᲕᲐᲓ ᲨᲔᲒᲘᲫᲚᲘᲐᲗ ᲒᲐᲜᲭᲕᲠᲘᲢᲝᲗ, ᲕᲘᲡ ᲬᲘᲡᲥᲕᲘᲚᲖᲔ ᲨᲔᲘᲫᲚᲔᲑᲐ ᲓᲐᲐᲡᲮᲐᲡ ᲬᲧᲐᲚᲘ ᲓᲦᲔᲕᲐᲜᲓᲔᲚ ᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲐᲨᲘ ᲐᲡᲔᲗᲛᲐ ᲘᲜᲘᲪᲘᲐᲢᲘᲕᲔᲑᲛᲐ. ᲔᲡ ᲔᲜᲔᲠᲒᲘᲐᲡ ᲛᲘᲡᲪᲔᲛᲡ ᲝᲞᲝᲖᲘᲪᲘᲐᲡ. ᲣᲐᲛᲠᲐᲕ ᲞᲠᲝᲕᲝᲙᲐᲪᲘᲐᲡ ᲛᲝᲐᲬᲧᲝᲑᲔᲜ. ᲨᲔᲡᲐᲑᲐᲛᲘᲡᲐᲓ, ᲔᲡ ᲨᲔᲘᲫᲚᲔᲑᲐ ᲛᲘᲛᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲘᲧᲝᲡ ᲛᲝᲥᲛᲔᲓᲘ ᲮᲔᲚᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲘᲡ ᲘᲜᲢᲔᲠᲔᲡᲔᲑᲘᲡ ᲬᲘᲜᲐᲐᲦᲛᲓᲔᲒ”
ხელისუფლების

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რუსთავი 2·03:33

რამდენ ლარად შეიძენთ 1 აშშ დოლარს და ევროს 27 ნოემბერს - ვალუტის ახალი გაცვლითი კურსი

რამდენ ლარად შეიძენთ 1 აშშ დოლარს და ევროს 27 ნოემბერს - ვალუტის ახალი გაცვლითი კურსი
რუსთავი 2·03:32

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთი დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთი დაამარცხა
რუსთავი 2·03:31

თენგიზ შარმანაშვილი: იმდროინდელ ედეპეს გადატრიალება არ მოუხდენია, სამხედრო გადატრიალება "მრგვალი მაგიდის" წიაღში აღმოცენებულმა პრემიერმა და გვარდიის ხელმძღვანელმა წამოიწყეს. არ იცის ეს ბერდია სიჭინავამ და მისმა თანამოაზრეთა ჯგუფმა? იციან, მაგრამ იტყუებიან

თენგიზ შარმანაშვილი: იმდროინდელ ედეპეს გადატრიალება არ მოუხდენია, სამხედრო გადატრიალება "მრგვალი მაგიდის" წიაღში აღმოცენებულმა პრემიერმა და გვარდიის ხელმძღვანელმა წამოიწყეს. არ იცის ეს ბერდია სიჭინავამ და მისმა თანამოაზრეთა ჯგუფმა? იციან, მაგრამ იტყუებიან
რუსთავი 2·03:30

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.