ორიგინალი
დღეს მტკიცების ტვირთი დონორების მხარეს არის, ნდობა დარღვეულია, ეს ნდობა კი მათ დაარღვიეს - შალვა პაპუაშვილი
რუსთავი 2

დღეს მტკიცების ტვირთი დონორების მხარეს არის, ნდობა დარღვეულია, ეს ნდობა კი მათ დაარღვიეს - შალვა პაპუაშვილი

"საერთაშორისო დახმარება ეს არ არის უფლება, ეს არის მონაწილეობა ქვეყნის განვითარებაში, ეს არ არის უცხო ქვეყნის უფლება, ეს არის პრივილეგია, რომელიც მას უნდა მიანიჭოს ქართველმა ხალხმა" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა "რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში" ისაუბრა.

როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, დღეს მტკიცების ტვირთი არის დონორების მხარეს. მისი თქმით, ნდობა დარღვეულია და ეს ნდობა მათ დაარღვიეს.

"საქართველოში ხელისუფლება მოდის ხალხისგან, საქართველო ეკუთვნის ამ ქვეყნის მოქალაქეებს და ამ ქვეყნის მოქალაქეების გადასაწყვეტია, როგორ იაროს, საით იაროს, რა შინაარსის განვითარება ჰქონდეს, ვისაც უნდა იყოს ამის თანამონაწილე, უცხო ქვეყანას ვგულისხმობ, ყველას მივესალმებით, ყველასთან მეგობრობა და პარტნიორობა გვინდა, მაგრამ ქართველი ხალხის პირობებით. ეს არის ამოსავალი წერტილი საერთაშორისო დახმარების, რომელიც მსოფლიოში არის აღიარებული. ჩვენ, სამწუხაროდ, ვნახეთ და მწარე გამოცდილება ვიწვნიეთ, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ისინი, ვისაც თანამშრომლობის და პარტნიორობის ხელი გავუწოდეთ, ვისაც გული გადავუშალეთ, ის ვინც შემოვუშვით ჩვენ ქვეყანაში, გვერდში დავიყენეთ, ჩვენ საერთო საქმეში მონაწილეობა მივაღებინეთ, აღმოჩნდა, რომ რიგ შემთხვევებში ცდილობდა ჩვენი ქვეყნისთვის ძირის გამოთხრას, ცდილობდა ჩვენი დემოკრატიისთვის ძირის გამოცლას, ცდილობდა ჩვენი კონსტიტუციური წყობისთვის ძირის გამოთხრას. ეს დაადასტურა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ, USAID-თან დაკავშირებული გადაწყვეტილებით.

ამიტომ, დღეს მტკიცების ტვირთი არის დონორების მხარეს. ნდობა დარღვეულია, ეს ნდობა მათ დაარღვიეს, ამიტომ მტკიცების ტვირთი არის მათ მხარეს. ყველა პროექტთან დაკავშირებით დღეს ეჭვი აქვს, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს, რომ აქ შეიძლება რაღაც მავნე მიზნები იყოს, მაგრამ ეს ეჭვი მათ გამოიწვიეს, იმიტომ რომ ეს ნდობა დაარღვიეს. ამიტომ, მათ უნდა სცადონ და ეს ნდობა დაიბრუნონ. საქართველოს ხელისუფლებას გითხარით, რომ მიმართვიანობის შემთხვევაში 95%-ში თანხმობა აქვს, ვინც მოდის თანამშრომლობაზე და კეთილი განზრახვებით.

საერთაშორისო დახმარება ეს არ არის უფლება, ეს არის მონაწილეობა ქვეყნის განვითარებაში, ეს არ არის უცხო ქვეყნის უფლება, ეს არის პრივილეგია, რომელიც მას უნდა მიანიჭოს ქართველმა ხალხმა და ამ პრივილეგიას დამსახურება უნდა," – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: rustavi2.ge
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. დღეს მტკიცების ტვირთი დონორების მხარეს არის, ნდობა დარღვეულია, ეს ნდობა კი მათ დაარღვიეს - შალვა პაპუაშვილი

თემა: მხარი

ამ თემას 19 ქართული წყარო აშუქებს — სულ 91 სტატია.

  • იმედი·01:23
    Le Figaro: „მარსელისა“ და სოფიის „ლევსკის“ მატჩის დაწყებამდე სტადიონზე გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - მხარეებმა ერთმანეთს სხვადასხვა საგნები და პიროტექნიკა დაუშინეს
  • კვირის პალიტრა·00:49
    თურქეთის სპორტის მინისტრი ქართულ მხარეს აკრიტიკებს „ბეშიქთაშის” გულშემატკივრების წინააღმდეგ უსაფრთხოების ძალების მიერ მიღებული ზომების გამო
  • ინტერპრესნიუსი·00:05
    კოტე კემულარია ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრაზე - თავშივე ტოქსიკური გახდა, ორივე მხარე უკმაყოფილოა, გაოგნებულია, გაბრაზებულია და შეურაცხყოფებზეა გადასული - პერსპექტივას, რომ შეხვედრები გაგრძელდება უახლოეს მომავალში, ვერ ვხედავ
  • ტვ პირველი·22:59
    ნიკა გვარამია მინსკში გამართულ შეხვედრაზე: ომთან შეხებაა რუსეთის მხარეს
მხარი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რუსთავი 2·03:33

რამდენ ლარად შეიძენთ 1 აშშ დოლარს და ევროს 27 ნოემბერს - ვალუტის ახალი გაცვლითი კურსი

რამდენ ლარად შეიძენთ 1 აშშ დოლარს და ევროს 27 ნოემბერს - ვალუტის ახალი გაცვლითი კურსი
რუსთავი 2·03:32

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთი დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთი დაამარცხა
რუსთავი 2·03:31

თენგიზ შარმანაშვილი: იმდროინდელ ედეპეს გადატრიალება არ მოუხდენია, სამხედრო გადატრიალება "მრგვალი მაგიდის" წიაღში აღმოცენებულმა პრემიერმა და გვარდიის ხელმძღვანელმა წამოიწყეს. არ იცის ეს ბერდია სიჭინავამ და მისმა თანამოაზრეთა ჯგუფმა? იციან, მაგრამ იტყუებიან

თენგიზ შარმანაშვილი: იმდროინდელ ედეპეს გადატრიალება არ მოუხდენია, სამხედრო გადატრიალება "მრგვალი მაგიდის" წიაღში აღმოცენებულმა პრემიერმა და გვარდიის ხელმძღვანელმა წამოიწყეს. არ იცის ეს ბერდია სიჭინავამ და მისმა თანამოაზრეთა ჯგუფმა? იციან, მაგრამ იტყუებიან
რუსთავი 2·03:30

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.