ორიგინალი
ნიკა გვარამია მინსკში გამართულ შეხვედრაზე:  ომთან შეხებაა რუსეთის მხარეს
ტვ პირველი·22:59

ნიკა გვარამია მინსკში გამართულ შეხვედრაზე: ომთან შეხებაა რუსეთის მხარეს

26 ნოემბერი, 2026 · 22:59

„კოალიცია ცვლილებების“ ლიდერი, ნიკა გვარამია მინსკში გამართულ შეხვედრას "ტვ პირველის" ეთერში ეხმაურება, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი ირაკლი კობახიძის სპეცწარმომადგენელს, გიორგი ზურაბაშვილს შეხვდა.

გვარამიას შეფასებით, ქართული მხარის წარმომადგენლის ვიზიტი ბელარუსში და რუსეთის ოფიციალურ პირთან მოლაპარაკებების წარმოება ეწინააღმდეგება ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ სამშვიდობო რიტორიკას.

როგორც პოლიტიკოსი აცხადებს, ბელარუსის ტერიტორიაზე ჩასვლა და რუსულ მხარესთან შეხვედრა საერთაშორისო სამართლისა და გეოპოლიტიკის თვალსაზრისით „ომთან შემხებლობას“ ნიშნავს რუსეთის სასარგებლოდ.

ნიკა გვარამია მოითხოვს, რომ საზოგადოებას ეცნობოს, რა საკითხები განიხილებოდა მინსკში გამართულ შეხვედრაზე. მისი განმარტებით, ბელარუსში ოკუპაციის თემაზე მოლაპარაკებები არ იმართება, ხოლო თუ ხელისუფლებას რუსეთთან ოკუპაციის საკითხზე დიალოგი სურს, ამისთვის გაეროს საერთაშორისო სასამართლოს 2011 წლის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი ჩარჩო და კონვენციური ვალდებულებები არსებობს.

ბელარუსის ტერიტორიაზე ფეხის დადგმა ქართული მაღალჩინოსნის მხრიდან, თან რუსეთთან შესახვედრად, ეს არის პირდაპირ განცხადება იმისა, რომ იგი არის ანტიუკრაინული სამხედრო [ხაზგასმით ვამბობ] ალიანსის ტერიტორიაზე. და ამას ჰქვია, რომ მშვიდობა უნდა „ქართულ ოცნებას“?! პირდაპირ ომის ტერიტორიაზე გადავიდა [გიორგი ზურაბაშვილი] და აწარმოა მოლაპარაკებები მთავარ საბრძოლო მხარესთან. ეგ რანაირად არის „მშვიდობა მინდა“?! არ არის ეს „მშვიდობა მინდა“, ეს არის გვერდიდან შემხებლობით, მაგრამ ომთან შეხება რუსეთის მხარეს. ასე ჰქვია პოლიტიკაშიც, გეოპოლიტიკაშიც და საერთაშორისო სამართალშიც. ეს ქნა ვიღაც ზურაბაშვილმა, რომელიც საერთოდ გაუგებარია, ვინ არის და რატომ შეხვდა, ოღონდ არავის უთქვამს, რომ ის ღვინოზე ჩავიდა იქ?! ბელარუსში ოკუპაციაზე არავინ ლაპარაკობს. მაშინ გვითხრან, რას ლაპარაკობდნენ, იმიტომ, რომ ოკუპაციაზე ლაპარაკი და მოლაპარაკება თუ უნდათ, ეს დაგვავალა 2011 წელს ჯერ კიდევ გაეროს სასამართლომ, რომელთანაც კი არ წავაგეთ რუსეთთან მაშინ, ტექნიკური უარი გვითხრა და გვითხრეს: დაელაპარაკეთ რუსეთს და მერე მობრუნდით სასამართლოში, ანუ კონვენციური ვალდებულება ლაპარაკის ამოწურეთ და მოდით.“- თქვა მან.

სრული სტატია წყაროზეწყარო: tvpirveli.ge
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. ნიკა გვარამია მინსკში გამართულ შეხვედრაზე: ომთან შეხებაა რუსეთის მხარეს

თემა: შეხვედრა

ამ თემას 19 ქართული წყარო აშუქებს — სულ 111 სტატია.

  • ფორმულა·20:44
    კობახიძე ადასტურებს, რომ მინსკში შეხვედრამდე თბილისში იური ბალაშოვი იმყოფებოდა
  • ინფო 9·20:37
    პარლამენტში თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის აღსრულების მონიტორინგთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
  • რუსთავი 2·20:33
    პარლამენტში თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის აღსრულების მონიტორინგთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
  • იმედი·20:26
    პარლამენტში თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის აღსრულების მონიტორინგთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შეხვედრამხარი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ტვ პირველი·23:27

სერბეთში დააკავეს პრორუსი ლიდერის პროპაგანდისტი, რომელიც ხალხს წლების განმავლობაში ომით და მაიდნის განმეორებით აშინებდა

სერბეთში დააკავეს პრორუსი ლიდერის პროპაგანდისტი, რომელიც ხალხს წლების განმავლობაში ომით და მაიდნის განმეორებით აშინებდა
ტვ პირველი·23:22

„გიჟებთან გვაქვს საქმე და ქვეყნის მოღალატეებთან“ - გვარამია „ისკანდერის“ საქმეზე საუბრობს

„გიჟებთან გვაქვს საქმე და ქვეყნის მოღალატეებთან“ - გვარამია „ისკანდერის“ საქმეზე საუბრობს
ტვ პირველი·22:41

[ნადარაია] მანტიიდან ამოხტება, ოღონდ ივანიშვილი არ ახსენო - გვარამიამ მისი გაძევების მოტივზე ისაუბრა

[ნადარაია] მანტიიდან ამოხტება, ოღონდ ივანიშვილი არ ახსენო - გვარამიამ მისი გაძევების მოტივზე ისაუბრა
ტვ პირველი·22:32

ბათუმი არენაზე ბეშიქთაშის ფანები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ - საჭირო გახდა მატჩის დროებით შეწყვეტა

ბათუმი არენაზე ბეშიქთაშის ფანები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ - საჭირო გახდა მატჩის დროებით შეწყვეტა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.