მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. აშშ თუ პუტინის მხარეს დაიკავეს, ეს ისტორიული შეცდომა იქნება - ვოლოდიმირ ზელენსკი | Rustavi2
აშშ თუ პუტინის მხარეს დაიკავეს, ეს ისტორიული შეცდომა იქნება - ვოლოდიმირ ზელენსკი | Rustavi2

აშშ თუ პუტინის მხარეს დაიკავეს, ეს ისტორიული შეცდომა იქნება - ვოლოდიმირ ზელენსკი | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ აშშ ოფიციალურად რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მხარეს დაიკავებს, ეს "ისტორიული შეცდომა" იქნება. თუმცა მან დასძინა, რომ დონალდ ტრამპს კვლავ მოკავშირედ მიიჩნევს, მიუხედავად მთელი რიგი ნაბიჯებისა, რომლებმაც უკრაინაში და აშშ-ის კონგრესში უკრაინის მხარდამჭერების შეშფოთება გამოიწვია.

"ჩვენ გვინდა მას ვენდოთ", - განუცხადა ზელენსკიმ NBC News-ის გადაცემა "Meet the Press"-ს დონალდ ტრამპზე საუბრისას.

"იმედი მაქვს, რომ ის გადაწყვეტილებებს შეცვლის, რადგან, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი შეცდომაა და ეს არც ჩვენ დაგვეხმარება და არც შეერთებულ შტატებს", - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, აშშ-ის დაზვერვასთან ინფორმაციის გაცვლა მცირე ხნით "შეჩერდა", რის გამოც უკრაინას ბალისტიკური რაკეტების მოსალოდნელი დარტყმების შესახებ ინფორმაციის მიღება შეეზღუდა. ასევე, დაწესდა შეზღუდვები Starlink-ის ტექნოლოგიის გამოყენებაზე, რომელიც რეაქტიული ძრავით აღჭურვილი დრონების ჩამოსაგდებად მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

NBC News-ის გადაცემის წამყვან კრისტენ უელკერთან საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინელი ოფიციალური პირების აზრით, Starlink-ის შეზღუდვის გადაწყვეტილება, რომელიც ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა მიიღო, "ამერიკის მთავრობისგან სიგნალის" საპასუხოდ იყო მიღებული.

როგორც გამოცემა წერს, უკრაინაში ომის ოთხ ნახევარი წლის განმავლობაში, აშშ კიევის ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი იყო. თუმცა, ბოლო კვირებში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ურთიერთობები მკვეთრად დაიძაბა - ორივე მათგანი ერთმანეთს საჯაროდ აკრიტიკებს.

როდესაც ზელენსკის ჰკითხეს ტრამპის ამ კვირაში გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც უკრაინის ლიდერთან მოლაპარაკება "უფრო რთულია, ვიდრე პუტინთან", მან უპასუხა, რომ ტრამპთან "ძალიან გულწრფელია".

"შესაძლოა, ეს არც ისე თავაზიანია, მაგრამ სჯობს, გყავდეს პარტნიორები, რომლებიც გულწრფელად და გარკვევით გამოხატავენ საკუთარ პოზიციას, ვიდრე ისეთი ადამიანები, რომლებიც მზად არიან მკვლელობისთვის, მაშინაც კი, როცა სახეზე ღიმილი აქვთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ, რომელმაც გასულ კვირას აშშ კიევის ღალატში დაადანაშაულა, განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება არ შეცვლილა. მან განაცხადა, რომ ტრამპის მიერ რუსეთთან დიზელის საწვავის შესახებ მიღწეული შეთანხმება "პუტინს კიდევ უფრო გაუძლიერებს უკრაინის ოკუპაციის სურვილს".

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 48 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ცერემონიას დაესწროBM.GE
  • უკრაინული მხარე: SpaceX-მა უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიის მუშაობა შეზღუდაფორმულა
  • სოხუმი ქართულ მხარეს დომინოს ჩემპიონატის პოლიტიზებაში ადანაშაულებსნეტგაზეთი
  • ველი, რომ ამერიკული მხარე ოქტომბერში სამმხრივი შეხვედრის ორგანიზებას შეძლებს - ზელენსკიტვ პირველი
მხარს →

მსგავსი სტატიები

დონალდ ტრამპი ზელენსკიზე: თანხების გათვალისწინებით, რომლებსაც მას ევროპა ურიცხავს ​​და რომლებიც წარსულში გაიძვერა ჯო ბაიდენმა მისცა - მას სულაც არ სურს ამ ომის დასრულება. სავარაუდოდ, არც არასდროს სურდა

თბილისის რამდენიმე ქუჩაზე, 19 ოქტომბერს ელექტრომომარაგება შეიზღუდება - გადაამოწმეთ მისამართი

თბილისის რამდენიმე ქუჩაზე, 19 ოქტომბერს ელექტრომომარაგება შეიზღუდება - გადაამოწმეთ მისამართი

რუსთავი 2

სპორტი, პირადი ცხოვრება, ოცნებები და ისტორიები, რომლებიც ფართო აუდიტორიას ჯერ არ მოუსმენია - "კურიერი P.S."-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ილია სულამანიძესთან

სპორტი, პირადი ცხოვრება, ოცნებები და ისტორიები, რომლებიც ფართო აუდიტორიას ჯერ არ მოუსმენია - "კურიერი P.S."-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ილია სულამანიძესთან

რუსთავი 2

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი კინოპროდიუსერის და მენეჯერის, ოთარ ბუბაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი კინოპროდიუსერის და მენეჯერის, ოთარ ბუბაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

რუსთავი 2