მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. საფრანგეთის ათობით ქალაქის ქუჩებში სპეცრაზმსა და დემონსტრანტებს შორის კვლავ შეტაკებებია
საფრანგეთის ათობით ქალაქის ქუჩებში სპეცრაზმსა და დემონსტრანტებს შორის კვლავ შეტაკებებია

საფრანგეთის ათობით ქალაქის ქუჩებში სპეცრაზმსა და დემონსტრანტებს შორის კვლავ შეტაკებებია

რუსთავი 219 ოქტომბერი, 2026, 09:22|rustavi2.ge

მასობრივ არეულობაში გადაიზარდა საფრანგეთში განათლების რეფორმის მოთხოვნით დაწყებული პროტესტი - ქვეყნის ათობით ქალაქის ქუჩებში სპეცრაზმსა და დემონსტრანტებს შორის კვლავ შეტაკებებია.

მოსწავლეებისა და სტუდენტების გამოსვლებს კომუნისტური პარტია, პალესტინის მხარდამჭერი და ულტრამემარცხენე ჯგუფები შეუერთდნენ. პარიზში, ლიონში, მარსელში, ბორდოში და ლიმოჟში ვანდალიზმის, მაროდიორობის, ცეცხლის წაკიდების შემთხვევები ფიქსირდება.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, შაბათს, ქვეყნის მასშტაბით, 2 400-მდე პირი დააკავეს - მათ სახელმწიფო და კერძო ქონების განზრახ განადგურება, სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმა, ჯგუფური ძარცვა, ცეცხლის წაკიდება და სამართალდამცველებზე შეიარაღებული თავდასხმა ედებათ ბრალად.

ქალაქ ლიმოჟის მერმა კი მერიის ისტორიული შენობის დაწვა "განზრახ მკვლელობის მცდელობად" შეაფასა, რადგან თავდასხმის მომენტში შენობაში თანამშრომლები და მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

პარიზში კი შეტაკებებისას გულის შეტევით გარდაიცვალა აქციის ერთი მონაწილე. ქვეყნის მასშტაბით, დაშავებულია დაახლოებით 1000 სამართალდამცველი და მეხანძრე - მათგან 7-ის მდგომარეობა მძიმეა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა განვითარებულ მოვლენებს "რესპუბლიკის დამხობის მცდელობა" უწოდა და ძალადობაში ულტრამემარცხენე დაჯგუფებები და კრიმინალური ელემენტები დაადანაშაულა. მაკრონმა დამნაშავეების უმკაცრესად და სამაგალითოდ დასჯა მოითხოვა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მსოფლიო კონგრესის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მსოფლიო კონგრესის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

რუსთავი 2

ოპოზიციის წარმომადგენელი მამუკა გამყრელიძე: ჩვენ ის ჩვენთვის ჩვეული ევროპა გვტკივა, რომელიც აღარ იქნება - იქნება მეტი ჩადრები და შეიძლება შარიათის კანონებიც დაემატოს

ოპოზიციის წარმომადგენელი მამუკა გამყრელიძე: ჩვენ ის ჩვენთვის ჩვეული ევროპა გვტკივა, რომელიც აღარ იქნება - იქნება მეტი ჩადრები და შეიძლება შარიათის კანონებიც დაემატოს

რუსთავი 2

"დასავლურ მედიაში ცენზურას ექვემდებარება კონსერვატიული, ეროვნული სუვერენიტეტის დაცვაზე ორიენტირებული მოსაზრება" - ზაზა შათირიშვილი

"დასავლურ მედიაში ცენზურას ექვემდებარება კონსერვატიული, ეროვნული სუვერენიტეტის დაცვაზე ორიენტირებული მოსაზრება" - ზაზა შათირიშვილი

რუსთავი 2

"ურესურსოდ დარჩენილი ყოფილი დიქტატორი პატრონებისთვის პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს" - ზაზა შათირიშვილი მიხეილ სააკაშვილზე

"ურესურსოდ დარჩენილი ყოფილი დიქტატორი პატრონებისთვის პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს" - ზაზა შათირიშვილი მიხეილ სააკაშვილზე

რუსთავი 2