მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი აბელ აბესაძე ჟენევაში, სამთო მრეწველობის, მინერალების, ლითონებისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე მთავრობათაშორისი ფორუმის ყოველწლიურ გენერალურ შეხვედრას დაესწრო | Rustavi2
მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი აბელ აბესაძე ჟენევაში, სამთო მრეწველობის, მინერალების, ლითონებისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე მთავრობათაშორისი ფორუმის ყოველწლიურ გენერალურ შეხვედრას დაესწრო | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი აბელ აბესაძე ჟენევაში, სამთო მრეწველობის, მინერალების, ლითონებისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე მთავრობათაშორისი ფორუმის (IGF) 22-ე, ყოველწლიურ გენერალურ შეხვედრას დაესწრო, რომელსაც 110 ქვეყნის წარმომადგენელი და 400-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა.

შეხვედრის მთავარი თემა - "ნდობა ურთიერთდამოკიდებულ მსოფლიოში ინკლუზიურობისა და მდგრადობის გაძლიერება მინერალური რესურსების ღირებულებათა ჯაჭვებში" იყო.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა მინერალური რესურსების მართვის ეფექტიანი მექანიზმების განვითარებაზე, კრიტიკული მინერალების ეროვნული სტრატეგიების შემუშავებაზე და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზე, ასევე საუბარი შეეხო ადგილობრივი მოსახლეობისთვის სარგებლის სამართლიან განაწილებასა და სამთო-მოპოვებითი სექტორის მდგრად განვითარებას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას, სამთო-მოპოვებით სექტორში გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობასა და კრიტიკული მინერალების მიწოდების ჯაჭვების მდგრადობის გაძლიერების მიზნით საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას.

ღონისძიების ფარგლებში ოფიციალურად გაიხსნა სამთო მრეწველობის, მინერალების, ლითონებისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე სამთავრობათაშორისო ფორუმის სამთო აკადემია (IGF Mining Academy), რომლის მიზანია უზრუნველყოს მინერალური რესურსების პასუხისმგებლიანი მართვის მიმართულებით ცოდნის გაზიარება და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ წევრი და დამკვირვებლის სტატუსით წარმოდგენილი ქვეყნების სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც ხაზი გაუსვეს საერთაშორისო თანამშრომლობის, გამჭვირვალობის, მინერალური რესურსების ადგილობრივი გადამუშავებისა და ეკონომიკური დივერსიფიკაციის მნიშვნელობას სამთო-მოპოვებითი სექტორის მდგრადი განვითარებისთვის.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკითხზე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • პუტინს უკრაინის საკითხის განსახილველად, დონალდ ტრამპსა და სი ძინპინთან შეხვედრა სურს - Wall Street Journalტვ პირველი
  • [ირაკლი ღარიბაშვილის შეწყალების] საკითხზე საუბარი არ ყოფილა - ირაკლი კობახიძეBM.GE
  • კალასი: საქართველოს საკითხს იანვარში დავუბრუნდებითნეტგაზეთი
  • ევროპარლამენტში საქართველოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე დებატები გაიმართებაფორმულა
საკითხზე →

მსგავსი სტატიები

გია აბაშიძე: ევროპა "ცივილიზაციური გაქრობის" საფრთხის წინაშეა, თუმცა ბრიუსელი საკუთარ კრიზისზე თვალის დახუჭვას და სუვერენული საქართველოსთვის ჭკუის სწავლებას კვლავ განაგრძობს

გია აბაშიძე: ევროპა "ცივილიზაციური გაქრობის" საფრთხის წინაშეა, თუმცა ბრიუსელი საკუთარ კრიზისზე თვალის დახუჭვას და სუვერენული საქართველოსთვის ჭკუის სწავლებას კვლავ განაგრძობს

რუსთავი 2

დავით ჩიხელიძე: "რუსეთთან მებრძოლად" წარმოჩენილი სააკაშვილის დროს საქართველომ ომი და ტერიტორიების ოკუპაცია განიცადა, "რუსეთთან მეგობრობაში" დადანაშაულებული "ქართული ოცნების" მმართველობისას კი რუსეთთან ურთიერთობა დაპირისპირების მთავარ თემად რჩება

გია აბაშიძე: ზაზა შათირიშვილი მორიგ ჯერზე გვახსენებს იმ სამწუხარო საგარეო წინააღმდეგობას, რომელიც ჩვენი თვითმყოფადი ქვეყნის გაძლიერებასა და განვითარებას უკავშირდება

გია აბაშიძე: ზაზა შათირიშვილი მორიგ ჯერზე გვახსენებს იმ სამწუხარო საგარეო წინააღმდეგობას, რომელიც ჩვენი თვითმყოფადი ქვეყნის გაძლიერებასა და განვითარებას უკავშირდება

რუსთავი 2

გურანდა ბილიხოძე: ძალადობას სახელი გეოგრაფიის მიხედვით არ უნდა ეცვლებოდეს. ვანდალიზმი ვანდალიზმია პარიზში, თბილისში, ნებისმიერ ქალაქში. სანამ სხვაგან მომხდარ ძალადობას დაგმობთ, საკუთარ ქვეყანაში მომხდარ მოვლენებსაც შეხედეთ იმავე საზომით