მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. საგარეო საქმეთა სამინისტროში რამდენიმე ქვეყნის ელჩი გვყავდა დაბარებული, რადგან ისინი პირდაპირ იყვნენ ჩართულები შიდა პოლიტიკაში, თუმცა ბოლო ხანებში ვხედავთ, რომ შიდა ჩარევები ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე აქამდე იყო - გიორგი ზურაბაშვილი
საგარეო საქმეთა სამინისტროში რამდენიმე ქვეყნის ელჩი გვყავდა დაბარებული, რადგან ისინი პირდაპირ იყვნენ ჩართულები შიდა პოლიტიკაში, თუმცა ბოლო ხანებში ვხედავთ, რომ შიდა ჩარევები ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე აქამდე იყო - გიორგი ზურაბაშვილი

რუსთავი 219 ოქტომბერი, 2026, 23:12|rustavi2.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილის განცხადებით, ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმთავრესი არის სუვერენიტეტი, რომელიც დგას არჩევნებსა და ხალხის ნებაზე.

მისი თქმით, ბოლო დროს, შიდა საქმეებში ჩარევების ტენდენცია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც ფიქსირდება.

როგორც გიორგი ზურაბაშვილმა "დებატების" ეთერში აღნიშნა, მას შემდეგ, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროში რამდენიმე ქვეყნის ელჩი დაიბარეს, ქვეყანაში შიდა ჩარევებმა იკლო.

"ერთ-ერთი უმთავრესი რაც არის, ეს არის სუვერენიტეტი და სუვერენიტეტის დგას არჩევნებზე და ხალხის ნებაზე, იმ ქვეყნის სადაც არიან მოქალაქეები, სადაც მათ აქვთ უფლება, რომ წარმართონ საკუთარი ბედი, აირჩიონ საკუთარი მთავრობა და განსაზღვრონ საგარეო პოლიტიკა მთავრობასთან ერთად. ჩვენ გვაქვს ჩვენი, დამოუკიდებელი, სუვერენული საგარეო პოლიტიკა.

მინდა გითხრათ ისიც, რომ, სამწუხაროდ, ძალიან მატულობს შიდა საქმეებში ჩარევები არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს ერთადერთი ბერკეტი და მექანიზმი, ეს არის ის, რომ ან სთხოვოს იმ ელჩს ან დიპლომატს, რომ მობრძანდეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებისთვის, ან იყოს დაბარებული საგარეოს მიერ, ან უკიდურესი ზომა, ეს არის, როდესაც მიუღებელია ის ადამიანი და ნონ გრატად არის გამოცხადებული. ჩვენ გვქონდა რამდენიმე ასეთი შემთხვევა, როდესაც დაბარებული გვყავდა რამდენიმე ელჩი იმის გამო, რომ მათ ჰქონდათ არა მარტო ნიშნები, არამედ პირდაპირ იყვნენ ჩართულები შიდა პოლიტიკაში. მით უმეტეს, როდესაც იყო წინასაარჩევნო პერიოდი. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვქონდა სრული უფლება იმისა, რომ მათ გავსაუბრებოდით და აგვეხსნა, რომ მათი ქმედება არ იყო სწორი და არ იყო შესაბამისობაში იმასთან, რასაც ჰქვია დიპლომატი.

შედეგი აუცილებლად ყოველთვის არის, ადამიანს აქვს საღი გონება, არგუმენტები, საღი გონება, ლოგიკური აზროვნება და ეს იწვევს იმას, რომ ჩვენ ბოლო ხანებში ვხედავთ, რომ შიდა ჩარევები არის ბევრად უფრო ნაკლები, ვიდრე აქამდე იყო. ჩვენი დიპლომატიური კორპუსი არის შესაბამისობაში იმ ფუნქციასთან და იმ კომპეტენციასთან, რაც მათ გააჩნიათ.

მე იმასაც გეტყვით, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური კორპუსი არის ძალიან მაღალი. ჩვენი, ქართველი დიპლომატები, ვინც არიან უცხოეთში წარგზავნილი, არიან ძალიან მაღალი ფროფესიონალიზმის. თქვენ ვერცერთ შემთხვევას ვერ ნახავთ, როცა ქართველი დიპლომატი არის ან შემჩნეული ან არის დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში იმის გამო, რომ მას ჰქონდა რამე ან გადაცდომა ამასთან მიმართებაში ან არასწორი ქმედება, რაც არ შეეფერება დიპლომატს", - განაცხადა გიორგი ზურაბაშვილმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საგარეო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 85 სტატია.

  • „ნეთანიაჰუ აშშ-ს ახალ ომში ითრევს, რათა ციხეს გადაურჩეს“ - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრიტვ პირველი
  • ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქართველოს პატრიარქს, შიო III-ს პასუხობსფორმულა
  • „მიუხედავად საგარეო გამოწვევებისა, გავაძლიერეთ ჩვენი მდგრადობა“ - თურნავამ IMF-ის „მმართველთა საუბრებში“ მიიღო მონაწილეობაBM.GE
  • ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე იმსჯელებენნეტგაზეთი
საგარეო →სამინისტროს →

მსგავსი სტატიები

მთავარი პრობლემა და წყალგამყოფი არის 2024 წელი, როდესაც ევროკავშირმა და მისმა წამყვანმა ინსტიტუტმა, ევროპარლამენტმა, მიიღო რეზოლუცია, რომლითაც არ აღიარებდა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს - ნიკოლოზ სამხარაძე

ზაზა დობორჯგინიძე: დემოკრატიებში არაკონსტიტუციური აქტორების გასამართლება დასაშვებია, თუ ისინი ხელისუფლებაში მოსვლას არასაარჩევნო გზით ცდილობენ

ზაზა დობორჯგინიძე: დემოკრატიებში არაკონსტიტუციური აქტორების გასამართლება დასაშვებია, თუ ისინი ხელისუფლებაში მოსვლას არასაარჩევნო გზით ცდილობენ

რუსთავი 2

ვინ თქვა, რომ ევროპელებმა დაგვავალეს, ჩვენი ყველა ცუდი წაიღეთ და აუცილებლად მოხვალთ ჩვენთანო? - იაგო ხვიჩია

ვინ თქვა, რომ ევროპელებმა დაგვავალეს, ჩვენი ყველა ცუდი წაიღეთ და აუცილებლად მოხვალთ ჩვენთანო? - იაგო ხვიჩია

რუსთავი 2

ვენის კონვენციაში ნათლად არის ჩაწერილი, რომ დიპლომატს არ აქვს უფლება, ჩაერიოს მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში - გიორგი ზურაბაშვილი

ვენის კონვენციაში ნათლად არის ჩაწერილი, რომ დიპლომატს არ აქვს უფლება, ჩაერიოს მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში - გიორგი ზურაბაშვილი

რუსთავი 2