მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურის საწარმოთა განვითარების სააგენტოს მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა
ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურის საწარმოთა განვითარების სააგენტოს მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა

ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურის საწარმოთა განვითარების სააგენტოს მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა

რუსთავი 226 ოქტომბერი, 2026, 15:29|rustavi2.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურის საწარმოთა განვითარების სააგენტოს (Enterprise Singapore) მმართველი დირექტორის მოადგილეს, ჯონ ტეოს შეხვდა.

სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და Enterprise Singapore-ს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებისა და ადგილობრივ ბაზარზე კვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვის მიზნით ქვეყანაში ოთხი გლობალური აქსელერატორის - Plug and Play-ს, Startupbootcamp-ის, 500 Global-ისა და Founder Institute-ის წარმატებულ საქმიანობაზე. ხაზი გაესვა აღნიშნული პროექტის მნიშვნელობას ქართული სტარტაპების საერთაშორისო ბაზარზე გასვლის მიმართულებით.

ქართულმა მხარემ ასევე ყურადღება გაამახვილა ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მნიშვნელობაზე და მის როლზე რეგიონში სტარტაპების განვითარებისა და ინოვაციური იდეების ბიზნესად გარდაქმნის ხელშეწყობის პროცესში.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNN

აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNN

რუსთავი 2

ვაკის რაიონში ამხანაგობებს 349 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდა

ვაკის რაიონში ამხანაგობებს 349 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდა

რუსთავი 2

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თურქეთის ელჩს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თურქეთის ელჩს შეხვდა

რუსთავი 2

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარეს მოუსმინა

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარეს მოუსმინა

რუსთავი 2