მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ვაკის რაიონში ამხანაგობებს 349 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდა
ვაკის რაიონში ამხანაგობებს 349 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდა

ვაკის რაიონში ამხანაგობებს 349 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდა

რუსთავი 226 ოქტომბერი, 2026, 16:16|rustavi2.ge

ვაკის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას განაგრძობს. მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, არსებული ბიუჯეტის ფარგლებში, ამხანაგობების განაცხადების საფუძველზე, 349 სარეაბილიტაციო პროექტი დაფინანსდა. აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად, დაახლოებით, 10 900 000 ლარი გამოიყო.

კერძოდ, სამუშაოების ჩამონათვალშია წყალარინების შიდა ქსელის, სადარბაზოს საერთო სარგებლობის კიბეების, ლიფტების, სახურავებისა და წყალსაწრეტი მილების, კარების, ასევე, კორპუსების სართულშუა ნაპრალების განახლება.

კანონმდებლობით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვა მესაკუთრეებს ეკისრებათ. გადაწყვეტილებები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ამხანაგობის ყველა წევრის ჩართულობით მიიღება.

"ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის" პროგრამის წესის თანახმად, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას, პროექტების ღირებულების 5-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება.

ამხანაგობა ვალდებულია, "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა განახორციელოს.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 110 სტატია.

  • პირველად თბილისში, „ლოკო პარკში”, სტეფანო ბოერის არქიტექტურული პროექტი განხორციელდებაBM.GE
  • საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებითტვ პირველი
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →

მსგავსი სტატიები

დავით სონღულაშვილმა ზეთისხილის რთველში მიიღო მონაწილეობა

დავით სონღულაშვილმა ზეთისხილის რთველში მიიღო მონაწილეობა

რუსთავი 2

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ალავერდის სამონასტრო კომპლექსში ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ალავერდის სამონასტრო კომპლექსში ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნო

რუსთავი 2

GPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ

GPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ

რუსთავი 2

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის მინისტრმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის მინისტრმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

რუსთავი 2