მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თურქეთის ელჩს შეხვდა
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თურქეთის ელჩს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თურქეთის ელჩს შეხვდა

რუსთავი 226 ოქტომბერი, 2026, 16:15|rustavi2.ge

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.

მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური თანამშრომლობის, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დაკავშირებადობის საკითხებს.

"შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორია. ხაზი გაესვა ტურიზმის სექტორში თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას, რაც მყარ საფუძველს ქმნის ორივე ქვეყანაში ვიზიტორთა ნაკადების სამომავლო ზრდისთვის.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებას. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა შუა დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო მაღალი დონის ვიზიტებს და ასევე საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებით თანამშრომლობას.

მხარეებმა აგრეთვე განიხილეს ერთობლივი რეგიონული პროექტები", - აღნიშნულია საქართველოს მათავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 121 სტატია.

  • წინა მთავრობის დროს იყო იდეა, როგორ შეექმნათ წყალტუბოში "ქართული ლას-ვეგასი"|ცოტნე ჯაფარიძეBM.GE
  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

დავით სონღულაშვილმა ზეთისხილის რთველში მიიღო მონაწილეობა

დავით სონღულაშვილმა ზეთისხილის რთველში მიიღო მონაწილეობა

რუსთავი 2

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ალავერდის სამონასტრო კომპლექსში ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ალავერდის სამონასტრო კომპლექსში ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნო

რუსთავი 2

GPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ

GPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ

რუსთავი 2

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის მინისტრმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის მინისტრმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

რუსთავი 2