
საქალაქო სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის პროცესი მიმდინარეობს
რუსთავი 2|rustavi2.ge
თბილისის საქალაქო სასამართლოში კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვებს იტყვიან. სხდომას დღეს პირველად ესწრება ირაკლი ღარიბაშვილი.
შეგახსენებთ, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა", "გ" ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გაზიარება:
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge