მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, აფხაზეთის ომის ვეტერანის, ახლახან გარდაცვლილი ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას დაესწრო. გამოფენა მხატვრის ხსოვნის პატივსაცემად მოეწყო.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის 100-მდე ფერწერული ტილო, მათ შორის პეიზაჟები, პორტრეტები, ნატურმორტები, რელიგიურ და ომის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები. ეს მხატვრის გარდაცვალების შემდეგ მისი ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენაა.

ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილი თვითნასწავლი მხატვარი გახლდათ. მან ხატვა 65 წლის ასაკში დაიწყო. იგი მიმდინარე წლის 29 სექტემბერს გარდაიცვალა.

მხატვრობასთან ერთად, ავთანდილ რეხვიაშვილი წარმატებული სპორტსმენიც იყო. იგი ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში სპორტის ოსტატი, საქართველოს ჩემპიონი და საქართველოს, უკრაინისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაკრები გუნდების წევრი გახლდათ.

წლების განმავლობაში, ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილი თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა. იგი კადრების მთავარი სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის მოადგილის, ასევე სამხედრო-საზღვაო ძალების კადრების განყოფილების უფროსის მოადგილისა და უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობებს იკავებდა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი კირცხალია: მზად ვართ ურთიერთობის გადატვირთვისთვის, ოღონდ პარიტეტულ საწყისებზე. საზოგადოებამ თავის თავზე იგრძნო ერთხელ და სამუდამოდ, რას ნიშნავს რეალურად დამოუკიდებელ, სუვერენულ და თავმოყვარე ქვეყანაში ცხოვრება

ლევან მახაშვილი: პარტნიორობა არ ნიშნავს, რომ დახურო სახელმწიფო და გადააბარო ბრიუსელი იქნება თუ სხვა. გვაქვს იმედი, რომ შევძლებთ დიალოგის რეჟიმში გაუგებრობების გადალახვას. შეიძლება კომპრომისების მოძიებაც, არა მიტინგებზე დგომით, არამედ დიალოგის მაგიდასთან

13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III თბილისში, მეტეხის ხიდზე პარაკლისს აღავლენს

13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III თბილისში, მეტეხის ხიდზე პარაკლისს აღავლენს

რუსთავი 2

ლევან მახაშვილი: ფუნდამენტურ რაღაცებზე თუ ვთანხმდებით, რომ ერთნაირად ვაფასებთ ძალადობას ევროპაშიც და აქაც, კანონებს, კომპრომისების მოძიებაც დიალოგით შესაძლებელია. არა მინისტრების მონაწილეობით მიტინგებზე, არამედ მინისტრები და დიპლომატები მაგიდის გარშემო