მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის - რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, ხელისუფლებისა და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობით, საქართველო მაღალ ეკონომიკურ პარამეტრებს ინარჩუნებს | Rustavi2
დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის - რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, ხელისუფლებისა და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობით, საქართველო მაღალ ეკონომიკურ პარამეტრებს ინარჩუნებს | Rustavi2

დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის - რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, ხელისუფლებისა და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობით, საქართველო მაღალ ეკონომიკურ პარამეტრებს ინარჩუნებს | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, ხელისუფლებისა და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობით, საქართველო მაღალ ეკონომიკურ პარამეტრებს ინარჩუნებს. კონფერენცია, რომელიც მთავრობასა და ბიზნესს შორის დიალოგს ითვალისწინებს, პრემიერ-მინისტრმა გახსნა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დადებითი დინამიკა წელსაც შენარჩუნდა და, არსებული მონაცემებით, პირველი 3 კვარტლის ზრდამ 7,4 პროცენტი შეადგინა. შესაბამისად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ოქტომბერში მიმდინარე წლის ეკონომიკური პროგნოზი 7,2 პროცენტამდე გაზარდა.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ შუა დერეფანი გლობალური სავაჭრო რუკის განუყოფელ ნაწილად იქცა, რაც საქართველოს სტრატეგიულ როლს აძლიერებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიზნესისა და ეკონომიკისთვის პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ხელისუფლების გაბედული პოლიტიკური ნაბიჯებისა და გარე საფრთხეების მიუხედავად, სახელმწიფომ პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა მოახერხა.

მზარდი მაჩვენებლები ტურიზმის სფეროში, ვიზიტორების კუთხით დადებითი სტატისტიკა, ტრანსპორტი, პორტები და ავიაცია - ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე საუბრობს ვიცე პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა BAG-ინდექსის პრეზენტაციაც, რომლის კვლევის შედეგების მიხედვით, ბიზნესის მიმდინარე განწყობები, არსებული ტენდენციები და კერძო სექტორის მოლოდინები შეფასდა.

პანელურ დისკუსიებში, ბიზნესთან ერთად, მინისტრთა კაბინეტიც მონაწილეობდა. პაატა სალიას განცხადებით, სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი გარემო, რომელიც ბიზნესს მისცემს შესაძლებლობას, საქართველოს ეკონომიკა მეტად გააძლიეროს.

ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს აფასებენ კერძო სექტორის წარმომადგენლები. ამბობენ, რომ შეხვედრაზე ქართული ბიზნესის მდგომარეობა და უახლოესი პერსპექტივები გამოიკვეთა.

დღევანდელი კონფერენციის მთავარი მიზანი მთავრობასა და ბიზნესს შორის ღია, შედეგზე ორიენტირებული დიალოგია, რათა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა და საინვესტიციო გარემო კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ხელისუფლების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • "საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის, დამაზიანებელია"​ - კობახიძეტვ პირველი
  • კობახიძე: სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის საჯარო პოლემიკა ორივესთვის დამაზიანებელიაფორმულა
  • ხელისუფლება ქმნის პირობებს ეკონომიკის გაძლიერებისთვის, თუმცა თავად ეკონომიკას ქმნით ბიზნესმენები | პრემიერიBM.GE
  • ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქე გააძევანეტგაზეთი
ხელისუფლების →

მსგავსი სტატიები

ეუთოს თავმჯდომარეობის საკითხზე არსებული უთანხმოება შესაძლოა კრიზისით და უპრეცედენტო შედეგით დასრულდეს - წევრ ქვეყნებს შორის განსხვავებული პოზიციების გამო, ახალი თავმჯდომარის არჩევა ვერ ხერხდება

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული

რუსთავი 2

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მიიღებს ყველა ღონისძიებაში, დიალოგსა და ფორმატში მონაწილეობას, თუკი ჩვენ ღირსეულად ვიქნებით მიწვეული

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მიიღებს ყველა ღონისძიებაში, დიალოგსა და ფორმატში მონაწილეობას, თუკი ჩვენ ღირსეულად ვიქნებით მიწვეული

რუსთავი 2

რა მომენტიდან ცდება პოლიტიკური პროტესტი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და იყო თუ არა ძალადობრივი 2023-2024 წლის აქციები - კონსტიტუციური სარჩელის მორიგ განხილვაზე მოსამართლეთა პლენუმის მთავარი მოპასუხე გვარამია იყო