მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. სავაჭრო ობიექტებს, ფიზიკურ პირებს 15000-ზე მეტი ზარალი მიაყენეს - 4 არასრულწლოვანი დააკავეს
სავაჭრო ობიექტებს, ფიზიკურ პირებს 15000-ზე მეტი ზარალი მიაყენეს - 4 არასრულწლოვანი დააკავეს

სავაჭრო ობიექტებს, ფიზიკურ პირებს 15000-ზე მეტი ზარალი მიაყენეს - 4 არასრულწლოვანი დააკავეს

ფორმულა|formulanews.ge

თბილისში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის, ძარცვის მცდელობის, ქურდობისა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 4 არასრულწლოვანი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნებმა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია და ფულადი თანხა გაიტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილებიდან მიიმალნენ.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტებსა და ფიზიკურ პირებს ჯამში 15 000 ლარზე მეტი ფინანსური ზარალი მიადგათ.

"მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამოღებულია სავაჭრო ობიექტებში განთავსებული კამერების და ერთ-ერთი დაკავებულის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან მოპოვებული ჩანაწერები, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებები დასტურდება.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაკავებულთაგან ორმა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოქალაქეს მობილური ტელეფონი გასტაცა, ხოლო კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა, ქურდობის გარდა, მოქალაქეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა.

არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტებსა და ფიზიკურ პირებს ჯამში 15 000 ლარზე მეტი ფინანსური ზარალი მიადგათ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ოთხივე არასრულწლოვანი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, 19-178-ე, 177-ე და 118-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სავაჭრო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?BM.GE
  • პრემიერი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე: არსებობს ბარიერი და ეს ბარიერი ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციაა, მიზანია, გავაძლიეროთ კომუნიკაციის არხი, სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ, მათ შორის არის სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხებირუსთავი 2
  • სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ათობით მოზარდს შორის ჩხუბი მოხდანეტგაზეთი
  • საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება - დამწვარია მერიის ისტორიული შენობა, სავაჭრო ობიექტები და ავტომობილებიტვ პირველი
სავაჭრო →

მსგავსი სტატიები

ალექსანდრე თამაზაშვილი: გაუგებარია, რატომ იყენებენ მკაცრ მიდგომებს ირაკლის მიმართ

ალექსანდრე თამაზაშვილი: გაუგებარია, რატომ იყენებენ მკაცრ მიდგომებს ირაკლის მიმართ

ფორმულა

ზურა სიხარულიძე მოსახლეობას უცნობი წარმოშობის ვარდისფერი ფხვნილის შესახებ აფრთხილებს

ზურა სიხარულიძე მოსახლეობას უცნობი წარმოშობის ვარდისფერი ფხვნილის შესახებ აფრთხილებს

ფორმულა

ფინეთი რუსი სპორტსმენებისთვის ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვის შემოღებას გეგმავს

ფინეთი რუსი სპორტსმენებისთვის ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვის შემოღებას გეგმავს

ფორმულა

ზელენსკი: რუსეთს სურს ელექტროენერგიის გარეშე დაგვტოვოს, უკრაინა მარტო არ უნდა დარჩეს

ზელენსკი: რუსეთს სურს ელექტროენერგიის გარეშე დაგვტოვოს, უკრაინა მარტო არ უნდა დარჩეს

ფორმულა