მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სუროგაციის აკრძალვაზე: ფაქტობრივად, ეს ძალიან ახლოს არის ტრეფიკინგთან, როდესაც ხდება ადამიანის ორგანიზმის ექსპლუატაცია
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სუროგაციის აკრძალვაზე: ფაქტობრივად, ეს ძალიან ახლოს არის ტრეფიკინგთან, როდესაც ხდება ადამიანის ორგანიზმის ექსპლუატაცია

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სუროგაციის აკრძალვაზე: ფაქტობრივად, ეს ძალიან ახლოს არის ტრეფიკინგთან, როდესაც ხდება ადამიანის ორგანიზმის ექსპლუატაცია

რუსთავი 223 ნოემბერი, 2026, 15:07|rustavi2.ge

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მადლობას უხდის მმართველ გუნდს იმ ინიციატივისთვის, რომელიც სუროგაციის აკრძალვას შეეხება.

შიო მესამემ განცხადება ცოტა ხნის წინ ბოდბის დედათა მონასტერში ქადაგების დასრულების შემდეგ გააკეთა.

სასულიერო პირები დადებითად აფასებენ, რომ საქართველოც შეუერთდება იმ ქვეყნების სიას, სადაც სუროგაცია აკრძალულია. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ სფეროში არსებული დარღვევები, მათ შორის ადამიანის უფლებების შელახვა და ორგანიზმის ექსპლუატაცია, ტრეფიკინგის რისკებთან არის ახლოს და სრული აკრძალვა კი უკონტროლო პროცესების თავიდან ასარიდებლად არის საჭირო."სუროგაციის პრობლემა დიდი ხანია გვესმის. ჩვენამდე მოდის ძალიან ბევრი ფაქტები იმ პრობლემების შესახებ, რომელიც ამ მიმართულებით სამედიცინო სფეროში ხდება - ისეთი სამწუხარო ფაქტები, როგორიც არის ადამიანის უფლებების დარღვევა.

ფაქტობრივად, ეს ძალიან ახლოს არის ტრეფიკინგთან, როდესაც ხდება ადამიანის ორგანიზმის ექსპლუატაცია, როდესაც ხდება ახალშობილი ჩვილების გაშვილება.

ძალიან მძიმე ფაქტების შესახებ გვაქვს ცნობები. ამიტომ, მივესალმებით სრულ აკრძალვას, იმიტომ, რომ ეს არის იმდენად ტექნოლოგიური სფერო, რომ ნახევარი ზომით აკრძალვა აუცილებლად გამოიწვევდა უკონტროლო პროცესებს.

ჩვენ დანარჩენ საკანონმდებლო პრობლემებში, პირობებში, ალბათ, ჩვენ ვერ ჩავერევით, თუმცა საღვთისმეტყველო აზრით, სუროგაცია არის დარღვევა, როდესაც ბავშვი იმყოფება მუცელში, ქალთან, რომელიც მერე მას დედად არ შერჩება და რომელიც შვილად მას არ აღიარებს - არაბუნებრივი პროცესია.

ჩვენ ვცხოვრობთ ტექნოლოგიურად ძალიან განვითარებულ ერაში, როდესაც ტექნოლოგიები შესაძლოა, რომ ადამიანის სულიერ პროცესებს არ უწყობდნენ ხელს. სხვანაირად არის დემოგრაფიული პრობლემები მოსაგვარებელი, სხვანაირად - სუროგაცია ამას არ შველის.

ჩვენ დიდი ხნის წინ გვქონდა ჯერ კიდევ დაწყებული საუბარი ამაზე და პერიოდულად ამის შესახებ გავდიოდით სხვადასხვა საკითხს.

პატრიარქის ინიციატივა იყო, რომ ამაზე საუბარი დაგვეწყო ხელისუფლებასთან, თუმცა, როდესაც დავიწყეთ, აღმოჩნდა, რომ მათაც უკვე შესწავლილი ჰქონდათ თემა და დაწყებული იყო ამაზე ფიქრი", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.კანონპროექტი პარლამენტში უახლოეს მომავალში დარეგისტრირდება. სუროგაციის აკრძალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლად მმართველი გუნდი ეთიკურ და სამართლებრივ რისკებს ასახელებს. ინიციატივის ავტორები განმარტავენ, რომ აკრძალვა შეეხება მხოლოდ სუროგაციას და არა ინვიტრო განაყოფიერებას.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აკრძალვის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 109 სტატია.

  • „ორი დღის წინ შეხვედრა მქონდა ჯანდაცვის სამინისტროში, არც მიფიქრია, რომ აკრძალვაზე საუბარი იქნებოდა“ – ემბრიოლოგი სუროგაციის აკრძალვაზეBM.GE
  • „ქართული ოცნება“ სუროგაციის აკრძალვით საპატრიარქოსთან კონფლიქტის შემსუბუქებას ცდილობს - თამთა მიქელაძეტვ პირველი
  • ირაკლი კირცხალია: საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთფორმულა
  • ომბუდსმენი ოპოზიციის აკრძალვის სარჩელზე საკონსტიტუციოს „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებით მიმართანეტგაზეთი
აკრძალვის →

მსგავსი სტატიები

სუროგაციის მაქსიმალური კომერციალიზაცია მოხდა და არის ძალიან სერიოზული რისკები, რომელიც დაკავშირებულია ეთიკურ რისკებთან, ადამიანთა ვაჭრობასთან, ტრეფიკინგთან, ქალთა ექსპლუატაციასთან და ბავშვთა უფლებების დარღვევასთან - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი ნიკოლოზ ჯავახიშვილის განცხადებაზე: კარგად იცის, ე.წ. თანამებრძოლები როგორ დააბულინგებენ, როგორი ფაშისტური მეთოდებით მიუდგებიან და ცდილობს, ეს ყველაფერი თავიდან აირიდოს

ლევან მაჭავარიანი ნიკოლოზ ჯავახიშვილის განცხადებაზე: კარგად იცის, ე.წ. თანამებრძოლები როგორ დააბულინგებენ, როგორი ფაშისტური მეთოდებით მიუდგებიან და ცდილობს, ეს ყველაფერი თავიდან აირიდოს

რუსთავი 2

შეწყალების თხოვნის საფუძველზე გათავისუფლებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტისთვის არ მიუმართავს - "კურიერმა" მოიპოვა დოკუმენტი, სადაც ჯავახიშვილი მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების მოთხოვნით მიმართავს

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთობა - ამ ორი საყრდენის სიძლიერეში და გაზიარებულ პასუხისმგებლობაშია ჩვენი ერის წარსულის გახსენება, ჩვენი აწმყოს გააზრება და ჩვენი ერის მომავლის იმედი