მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. გერმანია უკრაინის მხარდაჭერის მომხრეა, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში კიევისთვის დახმარების შემცირების მსურველთა რაოდენობა იზრდება - ბორის პისტორიუსი | Rustavi2
გერმანია უკრაინის მხარდაჭერის მომხრეა, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში კიევისთვის დახმარების შემცირების მსურველთა რაოდენობა იზრდება - ბორის პისტორიუსი | Rustavi2

გერმანია უკრაინის მხარდაჭერის მომხრეა, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში კიევისთვის დახმარების შემცირების მსურველთა რაოდენობა იზრდება - ბორის პისტორიუსი | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

გერმანია უკრაინის მხარდაჭერის მომხრეა, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში კიევისთვის დახმარების შემცირების მსურველთ რაოდენობა იზრდება, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

YouGov-ის ახალი გამოკითხვის შედეგები, რომელიც ყოველკვირეულმა გამოცემა Welt am Sonntag-მა შეუკვეთა, აჩვენებს, რომ გერმანელების თითქმის ნახევარი მხარს უჭერს უკრაინისთვის დახმარების შემცირებას ან სრულად შეწყვეტას.

"ყველა - უპირველეს ყოვლისა, უკრაინაში მყოფი მოსახლეობა, მაგრამ ასევე ყველა დანარჩენი - განიცდის გარკვეულ დაღლილობას ამ ომით. ის ჭიანურდება, ძვირი ჯდება, იწვევს შფოთვას და ამ სამივე ასპექტს მასიურად აძლიერებს რუსული პროპაგანდა გერმანიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში", - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

პისტორიუსის განმარტებით, ეს მხოლოდ უკრაინის ომი არ არის რუსეთის წინააღმდეგ, ამ ომით ევროპის უსაფრთხოების საკითხი წყდება.

"ჩვენ არ გვინდა ომი, ჩვენ გვინდა მისი დასრულება; ჩვენ არ გვინდა ამ ომის გაფართოება. მაგრამ, ამავდროულად, ნათელი უნდა იყოს, რომ ეს არ არის უბრალოდ უკრაინის ომი აგრესორის - რუსეთის წინააღმდეგ. ეს ეხება ევროპაში უსაფრთხოებისთვის ბრძოლას. სიტუაცია ეხება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპის სტაბილურობას აგრესიული რუსეთის წინაშე, რომელიც ეჭვს არ ტოვებს იმასთან დაკავშირებით, თუ სად ხედავს საკუთარ თავს გლობალურ წესრიგში.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთმა ეს ომი არ მოიგოს, რათა უკრაინისთვის რაც შეიძლება მალე დამყარდეს ხანგრძლივი, მდგრადი და სამართლიანი მშვიდობა", - განაცხადა პისტორიუსმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 168 სტატია.

  • ევროკომისიამ უკრაინის წინააღმდეგ ომში მებრძოლი რუსი სამხედროებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვის წესები დაამტკიცატვ პირველი
  • Medusa-სა და Mediazona-ს შეფასებით, უკრაინაში 720 000-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპაფორმულა
  • ზელენსკი: ლიბიის სანაპიროსთან რუსული სამხედრო ხომალდის ჩაძირვის უკან უკრაინა იდგაBM.GE
  • უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი, ცენტრალური უკრაინის უდიდესი ნაწილი, კიევის ჩათვლით, ძირძველი რუსული მიწებია – ლავროვინეტგაზეთი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა: ორი წელია, ვიბრძვით, ჯგუფურებზე ვინც ზის, ყველას ბოლომდე მიეყვანა სასჯელი

ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა: ორი წელია, ვიბრძვით, ჯგუფურებზე ვინც ზის, ყველას ბოლომდე მიეყვანა სასჯელი

რუსთავი 2

ფონიჭალაში ტრაგედიის დროს გარდაცვლილ დედა-შვილს, ნინო ჭელიძეს და 7 წლის გოგონას დღეს დაკრძალავენ

ფონიჭალაში ტრაგედიის დროს გარდაცვლილ დედა-შვილს, ნინო ჭელიძეს და 7 წლის გოგონას დღეს დაკრძალავენ

რუსთავი 2

ბრიუსელში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

ბრიუსელში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

რუსთავი 2

მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული სერვისების განხილვის მიზნით, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა

მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული სერვისების განხილვის მიზნით, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა

რუსთავი 2