მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ზელენსკი: ლიბიის სანაპიროსთან რუსული სამხედრო ხომალდის ჩაძირვის უკან უკრაინა იდგა
ზელენსკი: ლიბიის სანაპიროსთან რუსული სამხედრო ხომალდის ჩაძირვის უკან უკრაინა იდგა

ზელენსკი: ლიბიის სანაპიროსთან რუსული სამხედრო ხომალდის ჩაძირვის უკან უკრაინა იდგა

BM.GE24 ნოემბერი, 2026, 01:08|bm.ge

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ლიბიის სანაპიროსთან რუსულ სამხედრო ხომალდზე მიტანილი იერიშის უკან უკრაინა დგას.

პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა ოპერაციაში ადგილობრივი წარმოების შვიდი საზღვაო დრონი გამოიყენეს.

ცნობისთვის: იმ იერიშის შედეგად ჩაიძირა რუსეთის ერთ-ერთი უახლესი სამხედრო ხომალდი - კორვეტი „მერკური“, რომელიც ექსპლუატაციაში 2023 წელს შევიდა.

უკრაინულმა ძალებმა ასევე დააზიანეს რუსული მშრალტვირთმზიდი გემი MV Angara, რომელსაც მოსკოვი იარაღის გადასაზიდად იყენებდა. ამას გარდა, ოპერაციის დროს სამხედრო ვერტმფრენი Ka-27-ც განადგურდა.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურსა და თავდაცვის სხვა ძალებს, რომლებიც ოპერაციაში მონაწილეობდნენ. მან მომხდარს რუსეთის ომის საპასუხოდ ჩატარებული „სამაგალითო უკრაინული ოპერაცია“ უწოდა.

პრეზიდენტის თქმით, კვირასა და ორშაბათს მან დეტალური ანგარიშები მოისმინა და განაცხადა, რომ დასახული მიზნები სრულად შესრულდა.

„ჩვენ ვაგრძელებთ ოპერაციებს განსაზღვრულ წყლებში. ჩვენ ვპასუხობთ რუსეთის აგრესიას და ვავითარებთ უკრაინულ იარაღს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 169 სტატია.

  • მედვედევი: უკრაინამ და ნატომ შექმნეს ვითარება, როცა რუსეთი ბირთვულ დარტყმას განიხილავსფორმულა
  • უკრაინას ეკუთვნის დამოუკიდებელი სტატუსი - ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგიტვ პირველი
  • "ვლადიმერ პუტინი პირად საუბრებში დათანხმდა, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინამ NATO-ს წესდების მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს" - Washington Postრუსთავი 2
  • უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი, ცენტრალური უკრაინის უდიდესი ნაწილი, კიევის ჩათვლით, ძირძველი რუსული მიწებია – ლავროვინეტგაზეთი
უკრაინის →რუსული →

მსგავსი სტატიები

სომხეთმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებისთვის ახალი კონსტიტუციის პროექტი გამოაქვეყნა

სომხეთმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებისთვის ახალი კონსტიტუციის პროექტი გამოაქვეყნა

BM.GE

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა AI-ბუმი დოტკომის ბუშტს შეადარა

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა AI-ბუმი დოტკომის ბუშტს შეადარა

BM.GE

კალიფორნიის გენერალურმა პროკურორმა OpenAI-ს უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო უჩივლა

კალიფორნიის გენერალურმა პროკურორმა OpenAI-ს უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო უჩივლა

BM.GE

ტრამპმა საკუთარი მიმკოინის ინვესტორებისთვის დახურული ვახშამი გამართა

ტრამპმა საკუთარი მიმკოინის ინვესტორებისთვის დახურული ვახშამი გამართა

BM.GE