არანაირი კავშირი და დაფინანსება ამასთან არ გვაქვს და არ გვქონია - უჩა ნანუაშვილი USAID-ის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე
USAID-ის საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, "კურიერთან" არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ეხმაურებიან.
როგორც "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" წარმომადგენელმა ირაკლი ხვადაგიანმა განაცხადა, USAID-ი გუშინ იყო, დღეს აღარ არის, ხვალ კი შეიძლება ისევ გაჩნდეს.
"USAID-ი გუშინ იყო, დღეს აღარ არის, ხვალ შეიძლება ისევ გაჩნდეს... პასუხს აგებს..." - განაცხადა "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" წარმომადგენელმა ირაკლი ხვადაგიანმა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დამფუძნებლის, უჩა ნანუაშვილის თქმით კი, მათ არანაირი კავშირი და დაფინანსება არ აქვთ და არც ჰქონიათ, თუმცა რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ აქვთ განცხადებები, რომლებიც ვებგვერდზეც დევს და რომლებსაც რამდენჯერმე შეუერთდნენ.
"არანაირი კავშირი და დაფინანსება ამასთან არ გვაქვს და არ გვქონია. არ ვიცი რაზეა საუბარი. რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ კი გვაქვს განცხადებები და საიტზეც დევს, რასაც შევუერთდით განცხადებით რამდენჯერმე", - აღნიშნა "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დამფუძნებელმა, უჩა ნანუაშვილმა.
როგორ ქმნიდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) წლების განმავლობაში ფერადი რევოლუციების გლობალურ მანქანას? - სკანდალური მასალები ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ედუარდ კორისტაინმა გამოაქვეყნა და ილონ მასკმა გააზიარა.
საუბარია 248 შიდა ფაილზე და 1 200-გვერდიან დოკუმენტზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2008-დან 2025 წლამდე საქართველოში USAID-ის გრანტების სახით 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა, საიდანაც 26 მილიონი დოლარი "არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებს" მოხმარდა.
გასაჯაროებული მასალებით, პროგრამის სქემებით და დოკუმენტებით მტკიცდება, რომ USAID-ს საქართველოში შექმნილი ჰქონდა პროპაგანდისტული ქსელი, რომელშიც შედიოდნენ ადგილობრივი ენჯეოები, ე.წ. მედია, ექსპერტები, ასევე, სოციალურ ქსელების კომპანიები. ამ ქსელის მეშვეობით ისინი ორკესტრირებულად იწყებდნენ იმ საკითხებისა და გზავნილებს გაჟღერებას და წინ წამოწევას, რომელიც თავად სჭირდებოდათ.
პარალელურად კი, მედია სივრციდან აქრობდნენ და დისკრედიტაციას უწევდნენ მათთვის არასასურველ ინფორმაციას და გამოცემებს.
