ორიგინალი
ნიკოლოზ მეტრეველი: "ნაციონალური მოძრაობა" ორმაგი სტანდარტით მოქმედებს - ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას პრორუსულობაში ადანაშაულებს, მაშინ, როდესაც თავად რუსეთის მიმართ პოლიტიკური გზავნილებით ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს
რუსთავი 2·16:33

ნიკოლოზ მეტრეველი: "ნაციონალური მოძრაობა" ორმაგი სტანდარტით მოქმედებს - ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას პრორუსულობაში ადანაშაულებს, მაშინ, როდესაც თავად რუსეთის მიმართ პოლიტიკური გზავნილებით ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს

26 ნოემბერი, 2026 · 16:33

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი მინსკში საქართველო-რუსეთს შორის გამართულ შეხვედრას, ქართული ღვინის კომპანიებისთვის დაწესებულ შეზღუდვებსა და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ რიტორიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მეტრეველის განცხადებით, რუსეთთან პირდაპირი დიალოგი კონკრეტული პრობლემების მოგვარების შესაძლებლობას ქმნის, თუმცა რუსეთის მხარეს ქართული ღვინის კომპანიების წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

ანალიტიკოსის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ხელისუფლებას რუსეთზე დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ, მაშინ როდესაც საზოგადოებას პასუხი ჯერ კიდევ გასაცემი აქვს 2008 წლის ომისა და სტრატეგიული ენერგეტიკული აქტივების რუსული კომპანიისთვის გადაცემის საკითხებზე.

მეტრეველი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის რიტორიკა ორმაგი სტანდარტის მაგალითია და სრულად იზიარებს პრემიერ-მინისტრის პოზიციას, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი უნდა გაგრძელდეს.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, გიორგი ზურაბაშვილის ინტერვიუს შემდეგ რუსეთის ხელისუფლების მიმართ არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება. მინსკში გამართულ შეხვედრას მხარი დავუჭირე, რადგან პირდაპირი დიალოგი კონკრეტული პრობლემების მოგვარების შესაძლებლობას ქმნის.

ზურაბაშვილის თქმით, რუსეთმა შვიდ ქართულ მეღვინეობას უკვე დაუწესა შეზღუდვები, მიხაილ გალუზინმა კი შეხვედრაზე უთხრა, რომ მსგავსი ზომების დაწესებას კიდევ ორი კომპანიის მიმართ განიხილავენ. რუსეთის მხარემ ახსენა ღვინის ხარისხი, უკრაინის ომის სავარაუდო დაფინანსება და ანტირუსული განცხადებები, თუმცა, ზურაბაშვილის თქმით, ამ ბრალდებების დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულება ვერ წარადგინა. რა საფუძვლით უზღუდავენ რუს მომხმარებელს მისთვის ნაცნობი და ხელმისაწვდომი ქართული ღვინის არჩევანს, როდესაც იმავე ბაზარზე ევროპული ღვინო თავისუფლად იყიდება? ეს გადაწყვეტილება ქართველ მწარმოებლებს აზარალებს და რუს მომხმარებელს არჩევანს უმცირებს.

რაც შეეხება კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" როლს მიმდინარე პროცესებში. პირველ რიგში სწორედ მათ საკუთარ წარსულზე აქვთ პასუხები გასაცემი. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიებზე სამხედრო კონტროლი გაამყარა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. სააკაშვილის ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ პასუხი მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1633-ე რეზოლუციაში ცხინვალის დაბომბვა სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებზე გადასვლად შეფასდა, ხოლო რუსეთის სამხედრო პასუხი არაპროპორციულად. დღემდე პასუხგასაცემია, როგორ მიიღო მაშინდელმა ხელისუფლებამ გადაწყვეტილება, რომლის შედეგებსაც საქართველო დღესაც იმკის.

ასევე პასუხი სჭირდება კითხვას, რატომ გადასცა სააკაშვილის ხელისუფლებამ სტრატეგიული ენერგეტიკული აქტივები რუსულ კომპანიას. 2011 წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული "ხრამჰესი I"-ისა და "ხრამჰესი II"-ის აქციები რუსული "ინტერ რაოს" კონტროლქვეშ გადავიდა. დღეს, როცა იმ ხელისუფლების წარმომადგენლები სხვებს რუსეთზე დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ, საზოგადოებას უნდა აუხსნან, რა მიიღო საქართველომ ამ გარიგებით და როგორ ემსახურებოდა ის ქვეყნის ინტერესებს. ამას დაემატა სააკაშვილის 24 ნოემბრის პოსტი, რომელიც თავდაპირველად მისი გვერდიდან გაქრა და მოგვიანებით თავადვე ხელახლა გამოაქვეყნა. მასში წერს, რომ "ვარდების რევოლუცია" პირველმა რუსეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა "აკურთხა". "ნაცმოძრაობის" გათვლა მარტივია. ქვეყნის შიგნით "ქართულ ოცნებას" პრორუსულობას აბრალებენ, ოფიციალური მოსკოვის მიმართ კი მათი პოლიტიკური გზავნილია: "ხომ ხედავთ, "ქართული ოცნება" მოლაპარაკების მაგიდასთან საქართველოს ინტერესებს იცავს და ქვეყნის პრინციპულ საკითხებზე არაფერს თმობს. დაგვეხმარეთ, რა გზითაც გინდათ, ხელისუფლებაში დაბრუნებაში და მერე რასაც მოგვთხოვთ, იმას გავაკეთებთ".

სწორედ ამაში ვხედავ მათი რიტორიკის ორმაგ სტანდარტს. საჯაროდ იმ დიალოგს ებრძვიან, რომელიც საქართველოს საკუთარი ინტერესების დაცვის საშუალებას აძლევს, თავად კი, მზად არიან, ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილს ქვეყნის ინტერესები დაუქვემდებარონ.

და ბოლოს: სრულად ვეთანხმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს. რუსი ხალხი ჩვენთვის ძვირფასია და რუსეთთან პირდაპირი დიალოგი უნდა გაგრძელდეს. მინდა, ქართველ და რუს ხალხს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეს. ჩვენს ხალხებს დიდი ხნის ადამიანური და კულტურული კავშირები აქვთ. ამ ურთიერთობებს უნდა გავუფრთხილდეთ", - წერს მეტრეველი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: rustavi2.ge
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ნიკოლოზ მეტრეველი: "ნაციონალური მოძრაობა" ორმაგი სტანდარტით მოქმედებს - ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას პრორუსულობაში ადანაშაულებს, მაშინ, როდესაც თავად რუსეთის მიმართ პოლიტიკური გზავნილებით ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს

თემა: ხელისუფლების

ამ თემას 18 ქართული წყარო აშუქებს — სულ 81 სტატია.

  • იმედი·14:19
    საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებზე: ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო მტკიცე ინსტიტუტებზე დგას. საქართველოში ხელისუფლების ერთადერთი წყარო ქართველი ხალხია, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაცია არის ის საკვანძო სახელმწიფოებრივი რგოლი, რომელიც თითოეული მოქალაქის ნებას ასახავს
  • ტვ პირველი·13:47
    საქართველოს მოღალატე ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკებების გახსნა იქნება - გეგელია
  • პოსტივი·12:17
    შალვა პაპუაშვილი: “აშშ-ის ხელისუფლების მიერ გასაჯაროებული დოკუმენტები ნათელს ჰფენს, თუ როგორ იყო მოწყობილი USAID-ის უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელები. ამ ქსელის ფეისბუკგვერდიც კი საკმარისი მტკიცებულებაა იმის დასადასტურებლად, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას, საქართველოზე ჰიბრიდული თავდასხმის უკან, USAID-თან ერთად, ბრიუსელიც იდგა”
  • პრაიმტაიმი·12:09
    შალვა პაპუაშვილი: აშშ-ის ხელისუფლების მიერ გასაჯაროებული დოკუმენტები ნათელს ჰფენს, თუ როგორ იყო მოწყობილი USAID-ის უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელები - ამ ქსელის ფეისბუკგვერდიც კი საკმარისი მტკიცებულებაა იმის დასადასტურებლად, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას საქართველოზე ჰიბრიდული თავდასხმის უკან USAID-თან ერთად ბრიუსელიც იდგა
ხელისუფლებისმოძრაობა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რუსთავი 2·16:54

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
რუსთავი 2·16:53

პარლამენტმა "საექიმო საქმიანობის შესახებ" კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა "საექიმო საქმიანობის შესახებ" კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი
რუსთავი 2·16:52

შალვა პაპუაშვილი: დღევანდელი რეზოლუციით ბრიუსელმა დაადასტურა, რომ ის არის 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის სულისჩამდგმელი, მხარდამჭერი და მფარველი

შალვა პაპუაშვილი: დღევანდელი რეზოლუციით ბრიუსელმა დაადასტურა, რომ ის არის 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის სულისჩამდგმელი, მხარდამჭერი და მფარველი
რუსთავი 2·16:51

აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.