ორიგინალი
ქალაქ თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილზე განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა
რუსთავი 2·17:54

ქალაქ თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილზე განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა

26 ნოემბერი, 2026 · 17:54

ქალაქ თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილზე განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა. საპროექტო ტერიტორია გარდაბნისა და თბილისის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს მოიცავს. განაშენიანების გეგმას შპს „იგლ ჰილს საქართველო“ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიერ განსაზღვრული დავალების საფუძველზე ამუშავებს. ამ ეტაპზე განაშენიანების გეგმის კონცეფციის დოკუმენტაციას სააგენტო განიხილავს. წარმოდგენილი კონცეფცია ითვალისწინებს ბუნებრივ გარემოსთან მაქსიმალურად ინტეგრირებული, დაბალი ინტენსივობისა და სიმჭიდროვის განაშენიანების განვითარებას. ტერიტორიის ძირითადი ნაწილი ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს დაეთმობა, ხოლო დასახლების ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილია საზოგადოებრივი და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტებისა და საშუალო ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების განთავსება. კონცეფციის შემუშავებას წინ უძღოდა მულტიდისციპლინური კვლევები, რომლებიც მოიცავდა ტერიტორიის ჰიდროლოგიური და გეოლოგიური პირობების, ბიომრავალფეროვნების, ფლორისა და ფაუნის, კულტურული მემკვიდრეობისა და სატრანსპორტო ზემოქმედების შეფასებას. დოკუმენტი აერთიანებს განვითარების ხედვასა და სტრატეგიას, ფუნქციური ზონირების მიდგომებსა და ტერიტორიის სიცოცხლისუნარიანობის შეფასებას. საჯარო განხილვის დასრულებიდან 15 დღის განმავლობაში, ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, წარმოადგინოს წერილი სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154, ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge. ინფორმაციას სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო ავრცელებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: rustavi2.ge
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ქალაქ თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილზე განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა

თემა: თბილისში

ამ თემას 26 ქართული წყარო აშუქებს — სულ 204 სტატია.

  • ფორმულა·14:56
    კობახიძე ადასტურებს, რომ მინსკში შეხვედრამდე თბილისში იური ბალაშოვი იმყოფებოდა
  • GHN·14:38
    ივანიშვილის გადაწყვეტილებით, გალუზინი თბილისში ჩამოვა და ჩამოიტანს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მოთხოვნას - ხატია დეკანოიძე
  • ამბები.ge·14:35
    შავი პარასკევი წიგნების მოყვარულებისთვის "საკითხავის ფესტივალი" თბილისი მოლში ბრუნდება
  • ტვ პირველი·14:18
    კობახიძე ადასტურებს, რომ მინსკის შეხვედრის წინ თბილისში მოსკოვიდან ჩამოსული იყო იური ბალაშოვი
თბილისში

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რუსთავი 2·18:25

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი პაველ ჰერჩინსკის შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი პაველ ჰერჩინსკის შეხვდა
რუსთავი 2·18:24

გიორგი კალანდარიშვილი: 22 ნოემბერი არის დღე, რომელიც გვახსენებს ჩვენი ინსტიტუციის ისტორიულ საფუძვლებს, განვლილ გზას და იმ პროფესიულ პასუხისმგებლობას, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ წევრს აკისრია

გიორგი კალანდარიშვილი: 22 ნოემბერი არის დღე, რომელიც გვახსენებს ჩვენი ინსტიტუციის ისტორიულ საფუძვლებს, განვლილ გზას და იმ პროფესიულ პასუხისმგებლობას, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ წევრს აკისრია
რუსთავი 2·18:23

საერთაშორისო კონფერენციაზე ტურისტული პროდუქტის პოზიციონირების, განვითარებისა და სხვადასხვა ახალი ინიციატივის შესახებ მთელი მსოფლიოს საუკეთესო მაგალითები იყო წარმოდგენილი - მაია ომიაძე

საერთაშორისო კონფერენციაზე ტურისტული პროდუქტის პოზიციონირების, განვითარებისა და სხვადასხვა ახალი ინიციატივის შესახებ მთელი მსოფლიოს საუკეთესო მაგალითები იყო წარმოდგენილი - მაია ომიაძე
რუსთავი 2·18:22

ცაგერის მერი: განვითარებული მეწყრული სიტუაციიდან გამომდინარე, დანგრეულია 4 სახლი, ოთხს მისასვლელი გზა არ აქვს, გაყვანილია 33 ადამიანი უსაფრთხო ადგილზე

ცაგერის მერი: განვითარებული მეწყრული სიტუაციიდან გამომდინარე, დანგრეულია 4 სახლი, ოთხს მისასვლელი გზა არ აქვს, გაყვანილია 33 ადამიანი უსაფრთხო ადგილზე
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.