"ეგრისობა 2026" - სენაკში სახალხო დღესასწაული იმართება
სენაკში, ნოქალაქევის ციხეგოჯის ტერიტორიაზე ტრადიციული სახალხო დღესასწაული "ეგრისობა 2026" მიმდინარეობს.
ისტორიულ ადგილზე ეთნოგრაფიული კუთხეები, აგროპროდუქტები და ხალხური რეწვის ნიმუშებია წარმოდგენილი.
ღონისძიება ტრადიციულად საპატიო სენაკელების დაჯილდოებითა და ანსამბლ "ქართული ხმების" კონცერტით დასრულდება.
