ორიგინალი
პრემიერი: კონკრეტული პოლიტიკური პარტიები იქმნება იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც წლების მანძილზე იღებდნენ უცხოურ დაფინანსებას - პირდაპირ ჩანს, რომ იქმნებოდა პოლიტიკური რესურსი უცხოური დაფინანსებით, ეს გამზადებული პოლიტიკური რესურსი შემოჰყავთ პოლიტიკაში
რუსთავი 2

პრემიერი: კონკრეტული პოლიტიკური პარტიები იქმნება იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც წლების მანძილზე იღებდნენ უცხოურ დაფინანსებას - პირდაპირ ჩანს, რომ იქმნებოდა პოლიტიკური რესურსი უცხოური დაფინანსებით, ეს გამზადებული პოლიტიკური რესურსი შემოჰყავთ პოლიტიკაში

ვხედავთ, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები იქმნება იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც წლების მანძილზე იღებდნენ უცხოურ დაფინანსებას, აქ პირდაპირ ჩანს, რომ იქმნებოდა პოლიტიკური რესურსი უცხოური დაფინანსებით და საბოლოო ჯამში ეს პოლიტიკური რესურსი, გამზადებული პოლიტიკური რესურსი უკვე შემოჰყავთ ქართულ პოლიტიკაში, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება, ბუნებრივია, კონსტიტუციურ პრინციპებს. ამას ეფუძნებოდა ის კანონი, რომელიც მივიღეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "ღია ეთერში" განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უცხოური დაფინანსება და მისი პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირება პოლიტიკასთან ყოველთვის რისკის შემცველია.

"რაც შეეხება უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, კანონის მიღებას აქვს თავისი საფუძველი და ბოლოდროინდელი მოვლენებიც, ვფიქრობ, ამას ადასტურებს. რეალურად ხდებოდა რა - რა თქმა უნდა, იყო და არის ორგანიზაციები, რომლებიც პოლიტიკური მოტივით არ ხარჯავენ ფულს ჩვენს ქვეყანაში და დღესაც შემოდის არაერთი გრანტი. თქვენ იცით, რომ ახალი კანონია მიღებული, "გრანტების შესახებ" კანონში შევიდა ცვლილებები. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შემოდის საგრანტო განაცხადები, ჩვენ ვიძლევით თანხმობას გრანტის გაცემაზე უცხოური ორგანიზაციის მხრიდან და სადაც ვხედავთ, რომ პოლიტიკური საფუძველი ან მიზანი არ აქვს რომელიმე გრანტს, ამ შემთხვევაში მთავრობის ადმინისტრაცია გასცემს თანხმობას. თვითონაც ფილტრავენ, ბუნებრივია, შესაბამის განაცხადებს, როგორც ჩანს, შესაბამისი ორგანიზაციები. მთლიანობაში, დაახლოებით 95%-ია ჩვენი მხრიდან დაკმაყოფილების მაჩვენებელი, რაც ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას, რომ შეიძლება უცხოური დაფინანსება იყოს პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევი, შეიძლება არ იყოს პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევი. თუმცა ზოგადად, რისკები რჩება რისკებად. ზოგადად უცხოური დაფინანსების დაკავშირება პოლიტიკასთან არის პრობლემა. ეს ჩვენი კონსტიტუციითაც არის მოწესრიგებული და ყველა დემოკრატიული ქვეყნის კონსტიტუციით არის მოწესრიგებული. ასევე, რაც შეეხება დროის ინტერვალს, რომელიც არის დადგენილი - ესეც ზოგადად სხვა მიმართულებებით თუ შეხედავთ, არის მიღებული პრაქტიკა. არსებობს, მაგალითად, თუნდაც ბინადრობის ცენზი - ადამიანს მოეთხოვება გარკვეული ბინადრობის ცენზი იმისათვის, რომ ისარგებლოს, მაგალითად პასიური საარჩევნო უფლებით. აქაც ამ დროის ინტერვალის დადგენა ეფუძნება კონკრეტულ ლოგიკურ არგუმენტებს. საბოლოო ჯამში, უცხოური დაფინანსება და მისი პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირება პოლიტიკასთან ყოველთვის არის რისკის შემცველი. უფრო მეტიც, ვხედავთ, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები იქმნება იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც წლების მანძილზე იღებდნენ უცხოურ დაფინანსებას. აქ პირდაპირ ჩანს, რომ იქმნებოდა პოლიტიკური რესურსი უცხოური დაფინანსებით და საბოლოო ჯამში ეს პოლიტიკური რესურსი, გამზადებული პოლიტიკური რესურსი უკვე შემოჰყავთ ქართულ პოლიტიკაში, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება, ბუნებრივია, კონსტიტუციურ პრინციპებს. და ამას ეფუძნებოდა ის კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ", - განაცხადა პრემიერმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: rustavi2.ge
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. პრემიერი: კონკრეტული პოლიტიკური პარტიები იქმნება იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც წლების მანძილზე იღებდნენ უცხოურ დაფინანსებას - პირდაპირ ჩანს, რომ იქმნებოდა პოლიტიკური რესურსი უცხოური დაფინანსებით, ეს გამზადებული პოლიტიკური რესურსი შემოჰყავთ პოლიტიკაში

თემა: პრემიერი

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 150 სტატია.

  • იმედი·08:01
    პრინციპულობის ორი წელიწადი და არჩევანი ეროვნული ღირსების სასარგებლოდ. 28 ნოემბერი - უარი ბრიუსელის პოლიტიკურ თამაშებს, ორმაგ სტანდარტს და რადიკალიზმის წახალისებას - დღეს 20:00 საათზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ღია ეთერში“ „იმედზე“
  • პოსტივი·22:38
    პრემიერი ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: „პოლიციამ უზრუნველყო წესრიგის დაცვა, რაც იყო ჩვენი პასუხისმგებლობა და მადლობა ყველა პოლიციელს, მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, გაუფრთხილდნენ მაქსიმალურად საქართველოს ინტერესებს და თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან“
  • აჭარის ტელევიზია·21:40
    ბათუმში დოკუმენტური ფილმის "ნანი 90"-ის პრემიერა გაიმართა
  • პალიტრა ნიუსი·21:21
    პრემიერი ბათუმში მომხდარზე - როდესაც ასეთი ტიპის შეთავაზებას უკეთებ გულშემატკივარს და არასწორი ქმედებებით პასუხობენ, ძალიან გულსატკენია, თუმცა პოლიციამ უზრუნველყო წესრიგის დაცვა - მოვუწოდებ ქართველ პროვოკატორებს, თავი შეიკავონ სამარცხვინო განცხადებებისგან
პრემიერიპოლიტიკის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რუსთავი 2·22:28

ირაკლი კობახიძე: შობადობასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მძიმე ტენდენციები, მიგრაციასთან დაკავშირებითაც ასევე გვქონდა წლების განმავლობაში უარყოფითი მაჩვენებელი, შარშან და შარშანწინ პირველად დაფიქსირდა დადებითი მაჩვენებელი

ირაკლი კობახიძე: შობადობასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მძიმე ტენდენციები, მიგრაციასთან დაკავშირებითაც ასევე გვქონდა წლების განმავლობაში უარყოფითი მაჩვენებელი, შარშან და შარშანწინ პირველად დაფიქსირდა დადებითი მაჩვენებელი
რუსთავი 2·22:21

პრემიერი: პრინციპული გადაწყვეტილება მივიღეთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, წარმოადგინეთ ერთი ფაქტი და ნახავთ, იქნება თუ არა რეაგირება. ვერცერთი ფაქტი ვერავინ წარმოადგინა. რატომ? იმიტომ, რომ გარდამტეხი ცვლილებები შევიტანეთ მართვის სისტემაში

პრემიერი: პრინციპული გადაწყვეტილება მივიღეთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, წარმოადგინეთ ერთი ფაქტი და ნახავთ, იქნება თუ არა რეაგირება. ვერცერთი ფაქტი ვერავინ წარმოადგინა. რატომ? იმიტომ, რომ გარდამტეხი ცვლილებები შევიტანეთ მართვის სისტემაში
რუსთავი 2·22:00

პატიმრების პროექტი ბავშვებისთვის - მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში დამზადებული სათამაშოები სკოლის მოსწავლეებს გადაეცათ

პატიმრების პროექტი ბავშვებისთვის - მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში დამზადებული სათამაშოები სკოლის მოსწავლეებს გადაეცათ
რუსთავი 2·21:59

"კონვერტებით" ნაყიდი ხმები და ზეწოლა ჟურნალისტებზე - კორუფციული სკანდალის შემდეგ, დავით არახამია მედიაზე ზეწოლის ეპიცენტრში ექცევა - მძიმე ბრალდებებზე უკრაინული მედია საუბრობს

"კონვერტებით" ნაყიდი ხმები და ზეწოლა ჟურნალისტებზე - კორუფციული სკანდალის შემდეგ, დავით არახამია მედიაზე ზეწოლის ეპიცენტრში ექცევა - მძიმე ბრალდებებზე უკრაინული მედია საუბრობს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.