ორიგინალი
პრემიერი ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: „პოლიციამ უზრუნველყო წესრიგის დაცვა, რაც იყო ჩვენი პასუხისმგებლობა და მადლობა ყველა პოლიციელს, მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, გაუფრთხილდნენ მაქსიმალურად საქართველოს ინტერესებს და თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან“
პოსტივი·22:38

27 ნოემბერი, 2026 · 22:38

„პირველ რიგში, დავიწყებ მადლობით პოლიციელების მიმართ და შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ. მათ გააკეთეს ყველაფერი იმისათვის, რომ ძალიან მძიმე პროვოკაციების პირობებში დაეცვათ წესრიგი, უზრუნველეყოთ წესრიგის დაცვა, აღიკვეთა პროვოკაციები და თითეული მათგანი, თითოეული პოლიციელი ჩვენგან იმსახურებს განსაკუთრებულ მადლობას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში მომხდარ ინციდენტზე კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს იყო ძალიან მძიმე პროვოკაციები.

„სამწუხაროა, რომ არის ბევრი ადამიანი, რომელიც ცდილობს ასეთი შემთხვევები გამოიყენოს არასწორი რიტორიკისთვის, არასწორი გზავნილებისთვის, მათ შორის ესეც არ იყო გამონაკლისი შემთხვევა.

ზოგადად, მინდა აღვნიშნო, როდესაც საქმე ეხება ამ მატჩის ჩატარებას, ჩვენ შევთავაზეთ უნიკალური შესაძლებლობა ჩვენს თურქ მეგობრებს, რომ ქვეყნის გარეთ, მაგრამ სავსე ტრიბუნებით ჩაეტარებინათ ეს საფეხბურთო მატჩი ჩვენს ქვეყანაში. სხვა ქვეყანაში მათ ამის შესაძლებლობა ვერ მიეცემოდათ. ეს გავითვალისწინეთ. მიუხედავად იმისა, რომ, ბუნებრივია, რისკები არსებობდა, ჩვენ ეს მეგობრული ჟესტი განვახორციელეთ სწორედ ჩვენი მჭიდრო მეგობრობის გათვალისწინებით, რაც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას – საქართველოსა და თურქეთს. მოხარული ვარ, რომ თურქი გულშემატკივრების უმრავლესობამ ეს ჩვენი შეთავაზება ძალიან ღირსეულად მიიღო და ისინი ჩამოვიდნენ ძალიან ღირსეულად ჩვენს ქვეყანაში. თუმცა, იყო რამდენიმე ასეული გულშემატკივარი, რომელსაც გულშემატკივარსაც ვერ ვუწოდებდი, რომლებიც გამოირჩეოდნენ პროვოკაციული ქმედებებით. ეს ძალიან გულდასაწყვეტი იყო ჩვენთვის. როდესაც ასეთი ტიპის შეთავაზებას უკეთებ გულშემატკივარს და ისინი ამას პასუხობდნენ არასწორი ქმედებებით, ეს არის ძალიან გულსატკენი და გულდასაწყვეტი.

თუმცა, საბოლოოდ, პოლიციამ უზრუნველყო წესრიგის დაცვა, რაც იყო ჩვენი პასუხისმგებლობა და კიდევ ერთხელ, მადლობა ყველა პოლიციელს ამისათვის. მოვუწოდებ ყველა უკვე ქართველ პროვოკატორს, აქ საუბარი მაქვს რადიკალებზე, რომლებიც იყენებენ პროვოკაციული განცხადებებისთვის ასეთ შემთხვევებს, გაუფრთხილდნენ მაქსიმალურად საქართველოს ინტერესებს და თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: postvmedia.ge
  1. მთავარი
  2. პოსტივი
  3. პრემიერი ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: „პოლიციამ უზრუნველყო წესრიგის დაცვა, რაც იყო ჩვენი პასუხისმგებლობა და მადლობა ყველა პოლიციელს, მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, გაუფრთხილდნენ მაქსიმალურად საქართველოს ინტერესებს და თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან“

თემა: ბათუმში

ამ თემას 29 ქართული წყარო აშუქებს — სულ 294 სტატია.

  • რუსთავი 2·23:47
    პრემიერი: როგორ ღირსეულადაც მოქმედებდა ბათუმში პოლიცია, ასევე მოქმედებდა ყველა ძალადობრივი რევოლუციის მცდელობის შემთხვევაში, თუმცა გახსოვთ სამარცხვინო განცხადებები პოლიციის წინააღმდეგ
  • ფორმულა·23:43
    გამოძალვისა და თაღლითობისთვის ინტერპოლით ძებნილი პოლონეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს
  • ფრონტნიუსი·22:33
    ირაკლი კობახიძე - როგორ ღირსეულადაც მოქმედებდა ბათუმში პოლიცია, ასევე მოქმედებდა ყველა ძალადობრივი რევოლუციის მცდელობის შემთხვევაში
  • ინფო 9·22:20
    პრემიერი - როგორ ღირსეულადაც მოქმედებდა ბათუმში პოლიცია, ასევე მოქმედებდა ყველა ძალადობრივი რევოლუციის მცდელობის შემთხვევაში, თუმცა მაშინაც გახსოვთ სამარცხვინო, მიკერძოებული განცხადებები პოლიციის წინააღმდეგ, პოლიციას ყველგან უნდა იცავდეთ - მარტო იქ კი არა, როდესაც თურქი მოძალადე გულშემატკივარი ესხმის თავს, როცა ქართველი რადიკალი ოპოზიციონერი აქტივისტი ესხმის თავს, თან ათჯერ მეტი ხარისხით, იქაც უნდა გქონდეთ სამოქალაქო პოზიცია
ბათუმშიმომხდარპოლიციამ

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პოსტივი·19:26

ზაალ ანჯაფარიძე: “ღირსეული ოჯახის ღირსეული შვილი – ცოტნე ივანიშვილი არის პირველი ქართველი სტუდენტი, რომელიც ჰონგ კონგის პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა და პირველი ვინც პირადი ჩართულობით დიდად შეუწყო ხელი ჩვენი განათლების სამინისტროს მიერ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დაწყებას”

პოსტივი·19:24

თამარ ჩიბურდანიძე ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: “საქართველო იყო, არის და იქნება ურთულეს გეოგრაფიულ მდებარეობაში უნიკალური პოლიტიკის მატარებელი ქვეყანა – ერთადერთი ოქროს წერტილი, სადაც ტოლერანტობა უმაღლეს სახელმწიფო დონეზეა აყვანილი – ეს ყველამ უნდა გაიაზროს”

პოსტივი·15:13

შაკო კუჭაშვილი: “ივანიშვილების ოჯახის მრავალწლიანი ქველმოქმედების ტრადიციას დღეს ცოტნე ივანიშვილი განათლების სფეროშიც აგრძელებს. ქართველ ახალგაზრდას, რომელსაც ცოდნაც აქვს და სწავლის სურვილიც, შეუძლია ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში ადგილი საკუთარი შრომით, სრული დაფინანსებით მოიპოვოს”

პოსტივი·14:47

ᲜᲘᲙᲝᲚᲝᲖ ᲡᲐᲛᲮᲐᲠᲐᲫᲔᲛ ᲙᲝᲞᲔᲜᲰᲐᲒᲔᲜᲘᲡ ᲛᲔᲠᲘᲐᲨᲘ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ ᲛᲝᲮᲡᲔᲜᲔᲑᲐ ᲬᲐᲘᲙᲘᲗᲮᲐ

ᲜᲘᲙᲝᲚᲝᲖ ᲡᲐᲛᲮᲐᲠᲐᲫᲔᲛ ᲙᲝᲞᲔᲜᲰᲐᲒᲔᲜᲘᲡ ᲛᲔᲠᲘᲐᲨᲘ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ ᲛᲝᲮᲡᲔᲜᲔᲑᲐ ᲬᲐᲘᲙᲘᲗᲮᲐ
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.