ორიგინალი
პრემიერი: სამივე მიმართულებით, სადაც ევროპა იყო გამორჩეულად ძლიერი მსოფლიო მასშტაბით - კეთილდღეობის ხარისხი, ძლიერი იდენტობა და სუვერენიტეტი, არის უარყოფითი ტენდენციები, თუმცა, იმედი გვაქვს, კვლავ მოახერხებს ევროპა და ევროკავშირი სწორ გზაზე დადგომას
რუსთავი 2·00:01

პრემიერი: სამივე მიმართულებით, სადაც ევროპა იყო გამორჩეულად ძლიერი მსოფლიო მასშტაბით - კეთილდღეობის ხარისხი, ძლიერი იდენტობა და სუვერენიტეტი, არის უარყოფითი ტენდენციები, თუმცა, იმედი გვაქვს, კვლავ მოახერხებს ევროპა და ევროკავშირი სწორ გზაზე დადგომას

29 ნოემბერი, 2026 · 00:01

სამი მიმართულებით, სადაც ევროპა იყო გამორჩეულად ძლიერი მსოფლიო მასშტაბით - კეთილდღეობის ხარისხი, ძლიერი იდენტობა და სუვერენიტეტი, სამივე მიმართულებით არის უარყოფითი ტენდენციები, თუმცა, როგორც წარსულში მოახერხა ევროპამ და ევროკავშირმა შემობრუნება და სწორ გზაზე დადგომა, იმედი გვაქვს, რომ ამას მოახერხებს მომავალში. ჩვენ გვინდა ასეთი ევროკავშირის წევრი ვიყოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროპა ნამდვილად იყო მშვიდობის პროექტი მთელი ამ ათწლეულების განმავლობაში და მას უამრავი ხიბლი ჰქონდა.

„ბევრი რამ არ მოგვწონს, რა თქმა უნდა, რაც ხდება ევროკავშირში და ამაზე ძალიან ხშირად და ღიად ვსაუბრობთ, თუმცა გვაქვს იმედი, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება. გვაქვს ეს ოპტიმიზმი. აქვს თუ არა ამ ოპტიმიზმს რაღაცა კონკრეტული საფუძველი კონკრეტული ქცევიდან გამომდინარე, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ მაინც ნამდვილად გვაქვს იმის იმედი, რომ რაღაც მომენტში შეიცვლება ზოგადად ტენდენციები ევროკავშირში. ზოგადად ევროპაში იყო უამრავი პრობლემა. ევროპა ისეთი, როგორიც დღემდე მოგვწონდა, თუ არ ჩავთვლით ევროპული ბიუროკრატიის ბოლოდროინდელ ქცევებს, ჩამოყალიბდა 40-იანი წლების შემდეგ. მანამდე ევროპას უამრავი პრობლემა ჰქონდა: იყო მეორე მსოფლიო ომი, პირველი მსოფლიო ომი, ევროპა იყო ამ ყველაფრის ინიციატორი, იქამდე იყო შუა საუკუნეები, ინკვიზიცია, ათასი უბედურება. საბოლოო ჯამში, 40-იანი წლების ბოლოს, ძირითადად 1949 წლიდან, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ევროპა ჩამოყალიბდა ისეთად, როგორიც ჩვენ მოგვწონდა მრავალი ათეული წლის განმავლობაში, მათ შორის კეთილდღეობის მაღალი ხარისხით. ევროპა ნამდვილად იყო მშვიდობის პროექტი მთელი ამ ათწლეულების მანძილზე, უამრავი ხიბლი ჰქონდა ევროპას. სამწუხაროდ, თანდათანობით, 2008 წლის შემდეგ ეს ხიბლი ცოტა მინელდა, თუმცა ევროპა ახერხებდა ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე კვლავაც აღორძინებას და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აქაც ეს ძალიან მძიმე ტენდენციები შეიცვლება დადებითისკენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური კუთხით ევროპაში არსებულ უარყოფით ტენდენციებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ევრპას კეთლდღეობის დაგროვების საშუალება 70-წლიანმა უწყვეტმა მშვიდობამ მისცა.

„70 წელი იყო უწყვეტი მშვიდობა. 1940-იანი წლების ბოლოდან 2008 წლამდე, კონტინენტზე იყო არსებითად მშვიდობიანი პერიოდი. ამის მერე იყო სამი ომი: პირველი - რუსეთ-საქართველოს ომი, მეორე - რუსეთ-უკრაინის ომი და მესამე არის რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომი, როდესაც კონტინენტზე თვისებრივად დაირღვა მშვიდობა. ზუსტად 2008 წლის შემდეგ იწყება მძიმე ეკონომიკური ტენდენციები. მე ხშირად მისაუბრია იმასთან დაკავშირებით, რომ თუ 2008 წელს ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში იყო 30%, ეს მაჩვენებელი არის შემცირებული 18%-მდე. არის დრამატული ვარდნა კეთილდღეობის და ეკონომიკის კუთხით. იგივე პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატები ჩამორჩებოდა ევროკავშირს 2008 წლისთვის და დღეს ამერიკის ეკონომიკა არის დაახლოებით 30 ტრილიონი, როდესაც ევროკავშირის ეკონომიკა არის დაახლოებით 21,5 ტრილიონი. ჩინეთი დაეწია. ჩინეთის ეკონომიკა 90-იან წლებში საერთოდ იყო ერთი ტრილიონი და დღეს ჩინეთის ეკონომიკა არის თითქმის 20 ტრილიონი დოლარი. წარმოიდგინეთ, ასეთი მძიმე ტენდენციებია და ამაზე ვსაუბრობთ ხოლმე ჩვენ ძალიან ხშირად, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეკონომიკური კუთხითაც მოახერხებს ევროპა ამ ტენდენციების შენარჩუნებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის შეფასებით, მეორე, რითაც გამოირჩეოდა ევროპული სივრცე, ეს იყო ძლიერი იდენტობა, ძლიერი კულტურული იდენტობა და ძლიერი, მათ შორის, ქრისტიანული იდენტობა და ამ მიმართლებითაც სახეზეა უარყოფითი ტენდენციები.

„იდენტობის კრიზისი, კრიზისული ვითარება ეთნიკური თვალსაზრისით, რელიგიური თვალსაზრისით არის ევროკავშირის არაერთი წევრი ქვეყანა, სადაც ქრისტიანული ნაწილი მოსახლეობის არის ნახევარზე ნაკლები და ზოგიერთ შემთხვევაში 20%-იც კი ასახელებს საკუთარ თავს ქრისტიანად. ეთნიკური კუთხით არის ძალიან მძიმე ტენდენციები, მიგრაციის კრიზისი, რაც ასევე თავსმოხვეულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე. ამ კუთხითაც არის პრობლემა. მესამე ფუნდამენტური კრიზისი არის დაკავშირებული სუვერენიტეტთან. შესუსტებულია ევროკავშირის სტრუქტურების და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სუვერენიტეტი. ანუ სამივე ამ მიმართულებით, სადაც ევროპა იყო გამორჩეულად ძლიერი მსოფლიო მასშტაბით - კეთილდღეობის ხარისხი, ძლიერი იდენტობა და სუვერენიტეტი, სამივე მიმართულებით არის უარყოფითი ტენდენციები. თუმცა, როგორც წარსულში მოახერხა ევროპამ და ევროკავშირმა შემობრუნება და სწორ გზაზე დადგომა, იმედი გვაქვს, რომ ამას მოახერხებს მომავალში. ჩვენ გვინდა ასეთი ევროკავშირის წევრი ვიყოთ და არა ისეთი ევროკავშირის, რომელიც ამ მიმართულებით შეიძლება განვითარდეს და კიდევ უფრო მძიმე კრიზისში შეიძლება გაეხვეს. ამიტომ იმედს ვიტოვებთ, რომ ევროპა მოახერხებს აღორძინებას და საბოლოო ჯამში ჩვენ გავხდებით სწორედ ღირსეული ევროკავშირის წევრი და არა ისეთი ევროკავშირის წევრი, რომელიც ამ ტენდენციებით შეიძლება ძალიან უარყოფით შედეგებამდე მივიდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: rustavi2.ge
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. პრემიერი: სამივე მიმართულებით, სადაც ევროპა იყო გამორჩეულად ძლიერი მსოფლიო მასშტაბით - კეთილდღეობის ხარისხი, ძლიერი იდენტობა და სუვერენიტეტი, არის უარყოფითი ტენდენციები, თუმცა, იმედი გვაქვს, კვლავ მოახერხებს ევროპა და ევროკავშირი სწორ გზაზე დადგომას

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 27 ქართული წყარო აშუქებს — სულ 173 სტატია.

  • იმედი·23:21
    ირაკლი კობახიძე: სამი მიმართულებით, სადაც ევროპა იყო გამორჩეულად ძლიერი მსოფლიო მასშტაბით - კეთილდღეობის ხარისხი, ძლიერი იდენტობა და სუვერენიტეტი, სამივე მიმართულებით არის უარყოფითი ტენდენციები, თუმცა, როგორც წარსულში მოახერხა ევროპამ და ევროკავშირმა შემობრუნება და სწორ გზაზე დადგომა, იმედი გვაქვს, რომ ამას მოახერხებს მომავალში, ჩვენ გვინდა ასეთი ევროკავშირის წევრი ვიყოთ
  • ფორმულა·22:50
    იუკნევიჩიენე: "ოცნება" გატყუებდათ, თითქოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიდიოდა
  • კომერსანტი·22:45
    თუ ევროკავშირში ხვალ გადაწყვეტენ საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნას, ხვალვე მოვაწერთ ხელს - მზად ვართ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისთვისაც, თუმცა დღემდე ველოდებით პასუხს და ეს პასუხი არ არის - ირაკლი კობახიძე
  • კვირის პალიტრა·22:00
    "თუ ევროკავშირში ხვალ გადაწყვეტენ საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნას, ხვალვე მოვაწერთ ხელს - მზად ვართ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისთვისაც, თუმცა დღემდე ველოდებით პასუხს და ეს პასუხი არ არის"
ევროკავშირისევროპისგვაქვს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რუსთავი 2·00:00

პრემიერი: 35%-ზე მეტს ვხარჯავთ სოციალური მიმართულებით, ეს არის ზუსტად სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკა, რაც არის პირდაპირ ბიუჯეტში ასახული

პრემიერი: 35%-ზე მეტს ვხარჯავთ სოციალური მიმართულებით, ეს არის ზუსტად სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკა, რაც არის პირდაპირ ბიუჯეტში ასახული
რუსთავი 2·23:59

პრემიერი: ცინიკური თუ რამეა, ეს არის 28 ნოემბრის შედარება 7 ნოემბერთან

პრემიერი: ცინიკური თუ რამეა, ეს არის 28 ნოემბრის შედარება 7 ნოემბერთან
რუსთავი 2·23:58

ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულს "შემოდგომა ქედაში" დაესწრო

ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულს "შემოდგომა ქედაში" დაესწრო
რუსთავი 2·23:57

პრემიერი: წამლის ფასებზე იქნა მიღებული კონკრეტული ზომები, რეფერენტული ფასებით მოხერხდა ძირითად მედიკამენტებზე ფასების რეგულირება, დაწესდა ზღვრები, რამაც მოგვცა საშუალება, ინფლაციური პროცესები წამლების ნაწილში დაგვესტაბილურებინა

პრემიერი: წამლის ფასებზე იქნა მიღებული კონკრეტული ზომები, რეფერენტული ფასებით მოხერხდა ძირითად მედიკამენტებზე ფასების რეგულირება, დაწესდა ზღვრები, რამაც მოგვცა საშუალება, ინფლაციური პროცესები წამლების ნაწილში დაგვესტაბილურებინა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.