ორიგინალი
იუკნევიჩიენე: "ოცნება" გატყუებდათ, თითქოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიდიოდა
ფორმულა·11:05

იუკნევიჩიენე: "ოცნება" გატყუებდათ, თითქოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიდიოდა

28 ნოემბერი, 2026 · 11:05

"იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ, ცვლილება ადრე თუ გვიან მოვა", - ამ სიტყვებით მიმართავს ქართველ ხალხს ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე.

სპეციალურ ვიდეომიმართვაში იუკნევიჩიენე ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეები ორი წელია ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩებში ყოველდღიურად გამოდიან, რაც მათ ძვირად უჯდებათ, რადგან მშვიდობიანი პროტესტის გამო ათასობით ადამიანი დააკავეს და დააჯარიმეს, ასობით მოქალაქეს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ევროპარლამენტარი ცალკე მიმართავს პოლიტიკურ პატიმრებს და აღნიშნავს, რომ ევროპაში მათ სახელებს არ დაივიწყებენ.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" მოქალაქეებს წლების განმავლობაში ატყუებდა, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, სინამდვილეში კი მმართველ პარტიას იმ თავისუფლებების ეშინია, რომლებსაც ევროკავშირი მოქალაქეებს ანიჭებს.

"ძვირფასო ქართველო ხალხო, ორი წლის, 28 ნოემბერს, თქვენ ქუჩაში გამოხვედით თქვენი ევროპული მომავლის დასაცავად. დღეს საქართველოში აქციაზე გასვლა ხალხს ძვირად უჯდება - ათასობით ადამიანი დააკავეს და დააჯარიმეს მშვიდობიანი პროტესტის გამო, ასობით ადამიანს სცემეს ან არასათანადოდ მოეპყრნენ...

პოლიტიკურო პატიმრებო თქვენ ის ადამიანები ხართ, ვინც ქვეყნის მომავლის დასაცავად გამოვიდა და ამისთვის საკუთარი მომავლით გადაიხადეთ. ჩვენ ვიცით თქვენი სახელები, ჩვენ არ დაგივიწყებთ.

ევროპა ხედავს რაც ხდება და ევროპა თქვენ გვერდით დგას...

ხალხი ქუჩაში იმიტომ გამოვიდა, რომ ე.წ. "ქართული ოცნება" წლების განმავლობაში გატყუებდათ, თითქოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიდიოდა. ასევე ტყუილია, როცა ამბობენ, რომ ევროკავშირი საქართველოს ომში ითრევს...

მათ [ქართულ ოცნებას]ეშინიათ ევროკავშირისა და იმ თავისუფლებების, რომლებსაც ის თავის მოქალაქეებს ანიჭებს.

თავისუფალი არჩევნები ყოველთვის რეჟიმის დასასრულს ნიშნავს. ასე მოხდა უნგრეთში, ასე მოხდა სერბეთში და მჯერა, ასე მოხდება საქართველოშიც. მაგრამ ცვლილება არ მოვა ბრიუსელიდან ან სტრასბურგიდან, ის საქართველოდან მოვა", - ამბობს იუკნევიჩიენე.

სრული სტატია წყაროზეწყარო: formulanews.ge
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. იუკნევიჩიენე: "ოცნება" გატყუებდათ, თითქოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიდიოდა

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 24 ქართული წყარო აშუქებს — სულ 161 სტატია.

  • რუსთავი 2·08:54
    ვინ მოიაზრება თვითნებურად დაკავებულ პირებში და ვის გათავისუფლებას ითხოვს ბრიუსელი - უპასუხოდ დარჩენილი კითხვა სახელისუფლებო გუნდისთვის კიდევ ერთი არგუმენტია, ევროკავშირის ღირებულებით კრიზისზე ისაუბროს
  • იმედი·22:41
    უკრაინული მედია: ბულგარეთი ევროკავშირის ქვეყნებზე ზეწოლას ახდენს, რათა ახალი სანქციების დამტკიცების სანაცვლოდ რუსული იმპორტის ნაწილზე აკრძალვა მოიხსნას
  • BM.GE·21:43
    აშშ-მა ევროკავშირს აფრთხილებს - რით არის თეთრი სახლი უკმაყოფილო?
  • კომერსანტი·19:30
    ევროკავშირში საშუალო ხელფასი 2025 წელს 4.3%-ით გაიზარდა
ევროკავშირისოცნების

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფორმულა·11:02

გამოძალვისა და თაღლითობისთვის ინტერპოლით ძებნილი პოლონეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს

გამოძალვისა და თაღლითობისთვის ინტერპოლით ძებნილი პოლონეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს
ფორმულა·10:28

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს არ შეეფერება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს არ შეეფერება
ფორმულა·10:14

UEFA-მ ბათუმში მომხდარი ინციდენტის გამოსაძიებლად ინსპექტორები დანიშნა

UEFA-მ ბათუმში მომხდარი ინციდენტის გამოსაძიებლად ინსპექტორები დანიშნა
ფორმულა·10:13

თერჯოლის მუნიციპალიტეტში კაცმა მამა მოკლა, სახლს კი ცეცხლი წაუკიდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტში კაცმა მამა მოკლა, სახლს კი ცეცხლი წაუკიდა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.