ორიგინალი
ონი–საკაოს საავტომობილო გზაზე მეწყერისა და ლოდების ცვენის გამო საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა - ადგილზე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება
რუსთავი 2·16:46

ონი–საკაოს საავტომობილო გზაზე მეწყერისა და ლოდების ცვენის გამო საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა - ადგილზე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება

29 ნოემბერი, 2026 · 16:46

ონი–საკაოს ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ქვის ლოდების ინტენსიური ცვენის გამო, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა ორივე მხრიდან შეზღუდულია - ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მეწყრის შედეგად, სავარაუდოდ, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენი ბოძი, რის გამოც შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდებაც.

"სტიქიის ზონაში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება. მათ ადგილზე არსებული ვითარება შეაფასეს და ალტერნატიული შემოვლითი გზის შესაძლო მარშრუტი დაათვალიერეს.

გეოლოგების შეფასებისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემდეგ, დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე უსაფრთხოებას პოლიციისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.

გზაზე მოძრაობის შეზღუდვის გამო, მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ნაწილთან სატრანსპორტო კავშირი შეზღუდული აქვს ოთხ სოფელს: საკაოს, მაჟიეთს, ბორცოსა და ხიდეშლებს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივ კავშირზე არიან მოსახლეობასთან და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დახმარებას უზრუნველყოფენ", - აღნიშნულია ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრული სტატია წყაროზეწყარო: rustavi2.ge
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ონი–საკაოს საავტომობილო გზაზე მეწყერისა და ლოდების ცვენის გამო საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა - ადგილზე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება

თემა: ხელისუფლების

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 117 სტატია.

  • ფორმულა·14:29
    უკრაინის ხელისუფლება კუშნერის მოლაპარაკებებიდან ჩამოშორებას ითხოვს
  • იმედი·14:21
    ლევან მახაშვილი USAID-ზე: ეს ორგანიზაცია ამოფარებული იყო რამდენიმე ლამაზ პროექტს და ამ ლამაზი პროექტის მიღმა თურმე იყო უზარმაზარი ქსელი, რისი მეშვეობითაც ხდებოდა არაფორმალური გავლენების გამოყენება, ამ გავლენებით ხელისუფლებაზე ზეწოლა, ხელისუფლების დამხობის პროცესების წახალისება
  • კვირა·22:30
    პრემიერი: თვისებრივად შევცვალეთ სისტემა 2012 წლის შემდეგ და ნამდვილი გარდატეხა შევიტანეთ სასამართლო ხელისუფლებაში; სოციოლოგიური კვლევების თანახმად, მოსახლეობის ნახევარზე მეტი მყარად ენდობა სასამართლო სისტემას საქართველოში; ბიზნესი ენდობა, მოსახლეობა ენდობა, სტრასბურგი ამართლებს ჩვენი სასამართლო სისტემის გადაწყვეტილებებს
  • ინფო 9·22:03
    პრემიერი: თვისებრივად შევცვალეთ სისტემა 2012 წლის შემდეგ და ნამდვილი გარდატეხა შევიტანეთ სასამართლო ხელისუფლებაში, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, მოსახლეობის ნახევარზე მეტი მყარად ენდობა სასამართლო სისტემას საქართველოში - ბიზნესი ენდობა, მოსახლეობა ენდობა, სტრასბურგი ამართლებს ჩვენი სასამართლო სისტემის გადაწყვეტილებებს, დანარჩენი მთლიანად პოლიტიკური სპეკულაციებია
ხელისუფლებისმოძრაობა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რუსთავი 2·16:38

ირანი ახალ სამხედრო ოპერაციებს გეგმავს, რათა დასავლეთ აზიიდან აშშ გააძევოს - სამხედრო ძალებს ოპერაციებზე გეოგრაფიული შეზღუდვების მოხსნა დაევალა

ირანი ახალ სამხედრო ოპერაციებს გეგმავს, რათა დასავლეთ აზიიდან აშშ გააძევოს - სამხედრო ძალებს ოპერაციებზე გეოგრაფიული შეზღუდვების მოხსნა დაევალა
რუსთავი 2·16:06

მსჯავრდებულებსა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს შორის საკალათბურთო მატჩი გაიმართა

მსჯავრდებულებსა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს შორის საკალათბურთო მატჩი გაიმართა
რუსთავი 2·16:05

საბურთალოს წმინდა გიორგის ტაძარში, ტრადიციული ორნამენტების გამოფენა გაიმართა

საბურთალოს წმინდა გიორგის ტაძარში, ტრადიციული ორნამენტების გამოფენა გაიმართა
რუსთავი 2·15:54

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: ორი თვე, ყოველდღე აანონსებდნენ ამ აქციას და ამბობდნენ, რომ არნახული რაოდენობის ადამიანების შეკრებას აპირებდნენ - საუკეთესო გათვლებით მაქსიმუმ 7000 ადამიანი მოაგროვეს

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: ორი თვე, ყოველდღე აანონსებდნენ ამ აქციას და ამბობდნენ, რომ არნახული რაოდენობის ადამიანების შეკრებას აპირებდნენ - საუკეთესო გათვლებით მაქსიმუმ 7000 ადამიანი მოაგროვეს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.