"თავი უხერხულად ვიგრძენი, მაგრამ იტალიის ნაკრების გაწვრთნაზე უარი ამიტომ ვთქვი" - გვარდიოლამ "სკუადრა აძურას" შესაძლო ჩაბარებაზე ისაუბრა
ლეგენდარულმა ესპანელმა დამრიგებელმა ხოსეპ გვარდიოლამ რომარიოს Youtube არხისთვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებს მართლაც აწარმოებდა.
პეპმა განაცხადა, რომ "სკუადრა აძურას" გაწვრთნა შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვა, რადგან კარიერაში პაუზის აღება სურდა.
"იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკებები მქონდა. ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო. თავს უხერხულადაც კი ვგრძნობდი, რომ უარი ვუთხარი ისეთ ნაკრებსა და ისეთ ქვეყანას, როგორიც იტალიაა.
თავად ის ფაქტი, რომ იტალიის ნაკრები მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩემს კანდიდატურას განიხილავდა, ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უდიდესი პატივია. თუმცა, ეს მოხდა მაშინ, როცა დასვენება მჭირდებოდა. ეს რომ ერთი ან ორი წლის შემდეგ მომხდარიყო, სავარაუდოდ, დავთანხმდებოდი", - თქვა გვარდიოლამ.
