სანიოლი გამოირიცხა - პოლონეთის ნაკრების მწვრთნელი გადაყენებას გადაურჩა
პოლონეთის ნაკრების მწვრთნელი იან ურბანი სამუშაოდან არ დაითხოვეს.
ეს ურბანის ქვეყნის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტ ცეზარი კულეშასთან შეხვედრის შედეგად გადაწყდა.
ურბანის სამწვრთნელო შტაბს დამატებითი კადრებით გააძლიერებენ.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი ვილი სანიოლი განიხილებოდა.
