VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-1 ტორპედო. ისევ ტორპედოელი, ისევ ლეგიონერი...
მატჩი მძიმე, წყლით გაჟღენთილ გრუნტზე ჩატარდა, რაც ელემენტარულად ბურთის გორებას აძნელებდა. უმაღლესი ლიგის გუნდების მატჩი ასეთ პირობებში არ უნდა ტარდებოდეს...
"სამგურალს" განაღდებული ჰქონდა უსაფრთხოდ ყოფნა (მას მერე, რაც "გაგრამ" წააგო თბილისის "დინამოსთან") და არც "ტორპედოს" ჰქონდა მოზღვავებული მოტივაცია. ორივე გუნდს გარკვეული აქვს დღევანდელობა, მომავალზე ფიქრი ჯერ ადრეა, კიდევ ორი ტურია დარჩენილი...
მატჩში ერთადერთი გოლი გავიდა და ის ჩემპიონატის ბომბარდირებს შორის დაწინაურებული კომნენ ანდრიჩის ანგარიშზეა - სერბმა დავით ბუკიას დარტყმულის შემდეგ მეკარის მიერ უკუვარდნილ ბურთს დაამატა.
ეს ანდრიჩის მე-14 გოლია მიმდინარე ჩემპიონატში. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ეროვნული ლიგის ტოპსნაიპერი კვლავ ლეგიონერი და კვლავ "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდება. შეგახსენებთ, რომ შარშან ნორვეგიელმა ბიორნ იონსენმა (21 გოლი) იპირველა.
სამგურალი-ტორპედო 0:1
0:1 ანდრიჩი (70)
სამგურალი: სიუკაევი, გეგეჭკორი, პატარკაციშვილი, პაბლო რიანი, შერგელაშვილი, გილმორი (ცეცხლაძე 61), გაფრინდაშვილი (გოლეთიანი 83), ვინისიუს გაბრიელი, ბიძინაშვილი (მანჯგალაძე 78), ჟან კარლოსი (მეფარიშვილი 78), სებოლინია
ტორპედო: გოშაძე, სტამატოვი (ჩიტაიშვილი 88), ბუკია, შიმიჩი, კუპრავა, შულაია (ხატოიანი 82), ითრაქი (ლომინაძე 59), სკორუპი, პირესი, დეისაძე, ანდრიჩი
არბიტრი: ალეკო აფციაური