ორიგინალი
პოლონელი ევროპარლამენტარი ევა ზაიონჩკოვსკა-ჰერნიკი: “ევროკავშირის ახალი ბიუჯეტი პოლონეთის ძარცვას ემსახურება. უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავენ. მხარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუჭიროთ, რადგან ის ჩვენი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს”
პოსტივი·17:08

პოლონელი ევროპარლამენტარი ევა ზაიონჩკოვსკა-ჰერნიკი: “ევროკავშირის ახალი ბიუჯეტი პოლონეთის ძარცვას ემსახურება. უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავენ. მხარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუჭიროთ, რადგან ის ჩვენი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს”

25 ნოემბერი, 2026 · 17:08

პოლონელმა ევროპარლამენტარმა, პოლიტიკური გაერთიანება „კონფედერაციის“ წარმომადგენელმა ევა ზაიონჩკოვსკა-ჰერნიკიმ, “X-ში” ევროკავშირის 2028–2034 წლების ახალი ბიუჯეტის პროექტი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მხარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუჭირონ, რადგან იგი მათი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.

ევროპარლამენტარმა პოსტში ბიუჯეტის კონკრეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც, მისი თქმით, პოლონეთს ტვირთად დააწვება. მათ შორისაა უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფა.

„ძალიან ცუდი ამბები ბრიუსელიდან – ჩვენი გაყვლეფა სურთ!

აი, ახალი ბიუჯეტი, რომელსაც ევროკავშირის „ელიტები“ მომდევნო 7 წლისთვის გვთავაზობენ! ნახეთ, რისთვის უნდა გავიღოთ ფული: 100 მილიარდი ევრო უკრაინისთვის (დასაწყისისთვის, რადგან უკვე ამბობენ, რომ ეს თანხაც საკმარისი ნამდვილად არ იქნება).

100 მილიარდი ევრო ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ბიუროკრატიული აპარატის ფუნქციონირებისთვის.

ETS-ის გადასახადიდან, რომელიც პოლონელებს კომუნალურ ხარჯებს უძვირებს, მიღებული შემოსავლების 30% პირდაპირ ბრიუსელს უნდა გადავცეთ.

თამბაქოს აქციზიდან ევროკავშირის ბიუჯეტში, თავდაპირველად, 4,7 მილიარდი ევრო (დაახლოებით 21 მილიარდი ზლოტი) უნდა გადავრიცხოთ, საბოლოოდ კი ეს თანხა, შესაძლოა, 8,2 მილიარდ ევრომდე (36 მილიარდ ზლოტამდე) გაიზარდოს. ასევე უნდა გადავცეთ ელექტრონული ნარჩენების მოსაკრებლიდან, ციფრული მომსახურებისა და ნახშირბადის სასაზღვრო (CBAM) გადასახადებიდან მიღებული თანხები.

თითქოს ეს არ კმაროდეს, გერმანელები სხვა სახელმწიფოების დაფინანსების საკითხებში ვეტოს უფლების გაუქმებასაც მოითხოვენ, რათა მომავალ წლებში, ევროკავშირმა ყველა ჩვენგანის ხარჯზე უკრაინაში იმდენი ფული გადაისროლოს, რამდენიც მოესურვება, და ეს ყველაფერი დაჩქარებული ტემპით ხდება.

მართალია, ბიუჯეტის შეთანხმების ვადა მხოლოდ 2027 წლის ბოლოს იწურება, მაგრამ ევრობიუროკრატებს ამ საკითხის მოგვარება საფრანგეთსა და პოლონეთში მნიშვნელოვანი არჩევნების ჩატარებამდე სურთ.

2028–2034 წლების მთელი ბიუჯეტი ერთი დიდი დაცინვაა. როგორც ვხედავთ, ათობით მილიარდი ზლოტი, რომელიც პოლონეთის ბიუჯეტში უნდა შედიოდეს, ერთგვარი ხარკის სახით ევროკავშირის ბიუჯეტში აღმოჩნდება. მხოლოდ თამბაქოს აქციზიდან თითქმის ორჯერ მეტის გადახდა გვიწევს, ვიდრე ევროკავშირის ეკონომიკაში ჩვენი წილის მიხედვით გვეკუთვნის!

ვერ წარმომიდგენია, მთავრობა ასეთ უსამართლობას დათანხმდეს. ეს პოლონეთის გაყვლეფის ბიუჯეტია, რომელსაც მხარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუჭიროთ, რადგან ის ჩვენი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს!“ – წერს ევროპარლამენტარი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: postvmedia.ge
  1. მთავარი
  2. პოსტივი
  3. პოლონელი ევროპარლამენტარი ევა ზაიონჩკოვსკა-ჰერნიკი: “ევროკავშირის ახალი ბიუჯეტი პოლონეთის ძარცვას ემსახურება. უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავენ. მხარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუჭიროთ, რადგან ის ჩვენი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს”

თემა: უკრაინის

ამ თემას 9 ქართული წყარო აშუქებს — სულ 173 სტატია.

  • ფორმულა·20:46
    კაია კალასი სირიისგან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების აღიარების გაწვევას მოითხოვს
  • იმედი·19:48
    „ცუდი სუნი ასდის იმას, რაც დღეს რუსეთთან მიმართებით მზადდება, არ მესმის, რატომ ვგზავნით სამხედროებს უკრაინაში მაშინ, როცა ეს ჩვენი ომი არ არის“ - ტედი რინერი საფრანგეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის და უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს
  • რუსთავი 2·18:29
    მედია: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რუსული ენის გამოყენებისთვის, 3 400 გრივნით დააჯარიმებენ
  • აჭარის ტელევიზია·17:54
    ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპა უკრაინის საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში მონაწილეობას მიიღებს
უკრაინისევროკავშირისპოლონეთის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პოსტივი·16:18

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თამაზ ბორაშვილმა პარლამენტს სუს-ში გატარებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თამაზ ბორაშვილმა პარლამენტს სუს-ში გატარებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
პოსტივი·16:03

გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 80%-ზე მეტი სამშვიდობო მოლაპარაკებებს უჭერს მხარს, 56% კი ტერიტორიულ დათმობებზე წასასვლელად მზადაა

გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 80%-ზე მეტი სამშვიდობო მოლაპარაკებებს უჭერს მხარს, 56% კი ტერიტორიულ დათმობებზე წასასვლელად მზადაა
პოსტივი·15:09

არჩილ გორდულაძე: “ნიშანდობლივია ანა წითლიძის განცხადება, რომ მათ, თურმე, არ მიეცათ საკონსტიტუციო სასამართლოში ისე “უპრაგონოდ” შესვლის შესაძლებლობა, როგორც ჰქონდათ 2004-2012 წლებში”

არჩილ გორდულაძე: “ნიშანდობლივია ანა წითლიძის განცხადება, რომ მათ, თურმე, არ მიეცათ საკონსტიტუციო სასამართლოში ისე “უპრაგონოდ” შესვლის შესაძლებლობა, როგორც ჰქონდათ 2004-2012 წლებში”
პოსტივი·14:51

არჩილ გორდულაძე: “ნაცმოძრაობა” ვერასდროს გაექცევა N1633 რეზოლუციის პუნქტებს. უნდა დაიმახსოვრონ, რომ კომპრომისებზე არ მიდიან ქართველი ჯარისკაცების ხარჯზე. მათ მოიტყუეს „ისკანდერთან“ დაკავშირებითაც და, რომ არა ჩვენი წარმომადგენლების ჩართულობა, საქართველო დამარცხდებოდა რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლაში”

არჩილ გორდულაძე: “ნაცმოძრაობა” ვერასდროს გაექცევა N1633 რეზოლუციის პუნქტებს. უნდა დაიმახსოვრონ, რომ კომპრომისებზე არ მიდიან ქართველი ჯარისკაცების ხარჯზე. მათ მოიტყუეს „ისკანდერთან“ დაკავშირებითაც და, რომ არა ჩვენი წარმომადგენლების ჩართულობა, საქართველო დამარცხდებოდა რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლაში”
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.