VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 მეშახტე. ბრძოლა გრძელდება, ბრძოლა დასრულდა...
ამ გამარჯვებით "რუსთავი" აგრძელებს ბრძოლას ჩემპიონობისთვის, ხოლო "მეშახტე" ოფიციალურად ბრუნდება ეროვნულ ლიგა 2-ში.
ცხრილის ქვედა ნაწილში საბოლოოდ გაირკვა ისიც, რომ ეროვნულ ლიგაში დასარჩენ პლეი-ოფში ითამაშებენ "გაგრა" და "სპაერი".
"რუსთავმა" ბრაზილიური გოლებით მოიგო. არადა, თავიდან "მეშახტე" იგებდა და არაერთი მომენტიც ჰქონდა ანგარიშის შესაცვლელად.
აღსანიშნავია მეკარე პაპუნა ბერუაშვილის "სეივები". თავის მხრივ, "რუსთავმაც" გარდაქმნა თამაში მეორე ტაიმში და მაინც დამსახურებულად გაიმარჯვა.
რუსთავი-მეშახტე 2:1
0:1 შუბითიძე (39, გაბისკირიას პასით), 1:1 კენიო (50), 2:1 ალმეიდა (75, პარკაძის პასით)
რუსთავი: ბერუაშვილი, ანდღულაძე, იაკობიძე, ვ. ფაცაცია, ჩიქოვანი, კენიო (სეიხასი 77), გუჯაბიძე, უბილავა, კესი (ალმეიდა 59), პარკაძე (ჩხეიძე 84), ოსეი (კაპანაძე 84)
მეშახტე: შოვნაძე, შუბითიძე, პიმენტელი, ზოტკო, უგრეხელიძე, ბურდული (ჩხეტიანი 84), გაბისკირია (სიხარულიძე 76), ჯიჯავაძე, პაპუაშვილი (შიკალო 76), კვირკვია (ლიმა 64), ც. ფაცაცია
არბიტრი: კობა რევაზაშვილი
