ისაკის დუბლი, ალისონის საგოლე პასი - "ლივერპულმა" "ბრიუგეს" დიდი ანგარიშით მოუგო
ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მეხუთე ტურის დარჩენილი ექვსი მატჩი გაიმართა.
„ლივერპულმა“ გასვლაზე „ბრიუგესთან“ დამაჯერებელი გამარჯვება, 3:0 მოიპოვა. ისაკმა დუბლი შეასრულა. მეორე გოლი მან მეკარე ალისონის პასით გაიტანა. გიორგი მამარდაშვილი სათადარიგო იყო. მერსისაიდული გუნდი 12 ქულით მეხუთე ადგილზეა.
„ბაიერნმა“ სტუმრად „ლილთან“ 1:2 მარცხი განიცადა და 8 ქულით მე-15 პოზიციაზეა. „ინტერმა“ საკუთარ მოედანზე „შტუტგარტს“ 2:0 მოუგო და 9 ქულით მე-12 ადგილზე დამკვიდრდა. „სპორტინგისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ დაძაბული შეხვედრა 2:2 დასრულდა. „ატლეტიკომ“ სახლში „ვიკინგს“ 2:0 სძლია.
„შახტარმა“ „ფენერბაჰჩეს“ ლონდონში უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. დონეცკური გუნდის მცველი ირაკლი აზაროვი 82-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. „შახტარი“ 4 ქულით 26-ე პოზიციაზეა.
ბრიუგე. „იან ბრეიდელი“
ბრიუგე - ლივერპული 0:3
გოლები: 0:1 ისაკი (13), 0:2 ვირცი (79), 0:3 ისაკი (82)
მადრიდი. „მეტროპოლიტანო“
ატლეტიკო - ვიკინგი 2:0
გოლები: 1:0 სიორლოტი (19), 2:0 ალვარესი (24)
გაძევება: ფალკენერი (90+1, ვიკინგი)
მილანი. „სან სირო“
ინტერი - შტუტგარტი 2:0
გოლები: 1:0 სუჩიჩი (57, პენ), 2:0 მარტინესი (74)
ლილი. „პიერ მოროუ“
ლილი - ბაიერნი 2:1
გოლები: 0:1 უპამეკანო (15), 1:1 უედა (62), 2:1 პავლოვიჩი (65, საკ. კარში)
ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი“
შახტარი - ფენერბაჰჩე 0:1
გოლი: მურიკი (56)
ლისაბონი. „ჟოზე ალვალადე“
სპორტინგი - მანჩესტერ იუნაიტედი 2:2
გოლები: 1:0 სუარესი (33, პენ), 1:1 ბრუნო ფერნანდეში (48, პენ), 1:2 ბრუნო ფერნანდეში (50), 2:2 სუარესი (80)
გაძევება: ტილემანსი (90+3, მანჩესტერ იუნაიტედი)
