"4 წელია აქ თამაშობენ და ინგლისური არ იციან, იტალიაში კი..." - ოლივერ გლასნერმა საკუთარი ფეხბურთელები გააკრიტიკა
"ნოტინგემ ფორესტის" მთავარ მწვრთნელს, ოლივერ გლასნერს მიაჩნია, რომ უცხო ქვეყანაში გადასვლის შემთხვევაში, ადგილობრივი ენის შესწავლა აუცილებელია. ავსტრიელმა სპეციალისტმა ამ საკითხზე საუბრისას ფეხბურთელების მაგალითიც მოიყვანა და აღნიშნა, რომ ინგლისში რამდენიმე წლის გატარების მიუხედავად, ზოგიერთმა მათგანმა ენა დღემდე არ იცის.
"ორგანიზაციის სტაბილურობა სტანდარტებზეა დამოკიდებული. ყველა, ვინც გუნდს უერთდება, ვალდებულია, ეს სტანდარტები დაიცვას. გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემი აზრით, არსებული მოთხოვნები საკმარისად მაღალი არ არის.
გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც აქ უკვე ოთხი წელია თამაშობენ, მაგრამ ინგლისურად საუბარი ჯერ კიდევ არ შეუძლიათ.
იტალიაში კი ფეხბურთელი სულ რაღაც სამი თვის შემდეგ უკვე იტალიურად იძლევა ინტერვიუს", - განაცხადა გლასნერმა.
შეგახსენებთ, ავსტრიელი სპეციალისტი პრემიერლიგაში 2024 წლიდან მუშაობს. იგი 2026 წლის მაისამდე "კრისტალ პალასს" წვრთნიდა, გასულ ზაფხულს კი "ნოტინგემთან" 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
