პსჟ-ს მეკარე პარიზიდან გასამგზავრებლად მზადაა
"ეკიპის" ცნობით, 25 წლის მეკარე ლუკა შევალიემ შეიძლება მალე პსჟ დატოვოს.
მიზეზი ისაა, რომ შევალიემ მატვეი საფონოვთან კონკურენცია წააგო და 23 წლის იანვრის შემდეგ არ უთამაშია. მან საფრანგეთის ნაკრებშიც დაკარგა ადგილი.
შევალიე თავისი მომავლის შესახებ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს და სპორტულ დირექტორს, ლუიშ კამპუშს დაელაპარაკება.
ლუკას სტაბილურად თამაში სურს. განიხილება ფეხბურთელის როგორც იჯარის, ასევე გაყიდვის ვარიანტი. ამასთან, პსჟ შევალიეს იქამდე არ გაასხვისებს, ვიდრე მის შემცვლელს არ დაიმატებს.
